მიუთითებს
1. 1) ამა თუ იმ ადგილას არყოფნას ან რისამე ფარგლებს გარეთ ყოფნას: to be out ადგილზე არყოფნა; ʘ შინ არ არის [შდრ. აგრ. 3 და ◇]; he is out გასულია, შინ არ არის; to be out on business საქმეზე წასვლა; the book is out წიგნი გაცემულია / გატანილია (ბიბლიოთეკაში) [იხ. აგრ. 4 1)]; crowds were out in the streets გარეთ / ქუჩაში უამრავი ხალხი იყო; he should be out by now საუბ. ციხიდან უკვე გამოსული უნდა იყოს; he left the bicycle out ველოსიპედი გარეთ დატოვა; I'll stay out გარეთ დავრჩები, შიგნით აღარ შემოვალ; he is dining out this evening ამ საღამოს შინ არ სადილობს; he was locked out კარი ჩაკეტეს და გარეთ დატოვეს;
2) გარეთ მიმართულ მოძრაობას — ხშ. გადმოიცემა ზმნის წინსართით გა˂მო˃-, გადა-; to run out გა˂მო˃ვარდნა, გამორბენა; to jump out საიდანმე გა˂მო˃ხტომა / გა˂მო˃ვარდნა ან გადმოხტომა; to fall out გადმოვარდნა [იხ. აგრ. fall¹ II ▭]; she helped him out გამოსვლაში / გადმოსვლაში დაეხმარა; he rushed out გარეთ გა˂მო˃ვარდა; throw this out გადააგდე; she took out a handkerchief ცხვირსახოცი ამოიღო; have your tickets out! ბილეთები მოამზადეთ! to go out გასვლა; to go out for a walk სასეირნოდ წასვლა, გასეირნება; to go in at one door and out at another ერთი კარიდან შესვლა და მეორიდან გასვლა; out you go! წადი! გაეთრიე აქედან! [იხ. აგრ. go II ▭]; he let the word slip out before he thought სიტყვა მანამდე წამოსცდა, ვიდრე ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიდა; სიტყვა დაუფიქრებლად წამოსცდა; he struck out სპორტ. ბურთი აუტში დაარტყა;
3) პარლ. : to be out ʘ ხელახლა არ აირჩიეს; they voted him out მათ იგი არ აირჩიეს, მას ხმა არ მისცეს;
2. გაჭიმვას, გაშლას, გაწვდენას და მისთ. — ხშ. გადმოიცემა ზმნის წინსართით გა-; to smooth smth. out რისამე გასწორება; he smoothed the paper out with his fingers თითებით გაასწორა ფურცელი; he stretched out the piece of leather ტყავის ნაჭერი გაჭიმა; we could see the valley spread out below us ჩვენს ქვემოთ ველი გადაშლილიყო; she put / held / her hand out ხელი გაუწოდა;
3. სიშორეს, დაშორებას ამა თუ იმ ადგილიდან: I'm living out in the country ქალაქგარეთ ვცხოვრობ; we shall soon be out at sea მალე შუა ზღვაში ვიქნებით [შდრ. აგრ. 1 1) და ◇];
4. 1)
რისამე გამოჩენას, გამოსვლას ან გამოშვებას — ხშ. გადმოიცემა ზმნის წინსართით გამო-; the sun came out მზემ გამოანათა; the moon came out მთვარე გამოჩნდა / ამოვიდა; the book is out წიგნი გამოვიდა [
იხ. აგრ. 1 1)]; the firm put out a new line of shoes ფირმამ ფეხსაცმელების ახალი მოდელები გამოუშვა; the eruption is out
კანზე გამოაყარა / გამონაყარი გაუჩნდა; the chickens are out წიწილები გამოიჩეკნენ; the flower is out ყვავილი გაიშალა;
2) საიდუმლოს, ინფორმაციისა და მისთ. გამომჟღავნებას / გახმაურებას: the word is out ინფორმაციამ გაჟონა;
3) ჰომოსექსუალობის გამხელას / საჯაროდ აღიარებას: he hasn't come out to his family yet ჯერჯერობით ოჯახს უმალავს / არ უმხელს, რომ ჰომოსექსუალია;
5. რისამე გამოტოვებას / გამორჩენას ან მოცილებას / ამოღებას: to leave out smth. რისამე გამოტოვება / არშეტანა; leave the first paragraph out პირველი აბზაცი გამოტოვეთ; to cross out a word სიტყვის ამოშლა / გადაშლა; let's sit this dance out მოდი, ეს ცეკვა გამოვტოვოთ;
6. 1) მოქმედების დასრულებულობას: hear me out ბოლომდე მომისმინეთ; to type out smth. რისამე დაბეჭდვა; he wrote out a check მან ქვითარი გამოწერა; my shoes are worn out ფეხსაცმელები სულ მთლად გამიცვდა; out რად. კავშირი დასრულებულია (ლაპარაკის საბოლოო დამთავრებისას);
2) რისამე ბოლომდე ან ამა თუ იმ შედეგამდე მიყვანას: to work out a plan გეგმის შემუშავება; I have thought it out ეს მე კარგად მაქვს მოფიქრებული / აწონ-დაწონილი; he couldn't sit that play out სპექტაკლის დამთავრებამდე წავიდა / ბოლომდე ვერ გაძლო;
3) რისამე გათავებას, ამოწურვას ან გაქრობას — ხშ. გადმოიცემა ზმნის წინსართით გადა-; to die out გადაშენება, მოსპობა; გაქრობა; to burn out ა) გადაწვა, დაწვა; ბ) ბოლომდე დაწვა, ჩაწვა (იხ. აგრ. burn¹ II ▭); the fire is out ა) ცეცხლი ჩაიწვა / ჩაქრა; ბ) ხანძარი ჩაქრა; the food supplies gave out სურსათის მარაგი გათავდა / გამოილია; my patience is out მოთმინების ფიალა ამევსო; the week is out კვირა გავიდა / დასრულდა;
4) ხმარებიდან, მოდიდან და ა.შ. გამოსვლას: crinolines are out კრინოლინ˂ებ˃ი აღარ არის მოდაში / მოდიდან გამოვიდა; my hand is out გადავეჩვიე, მაინცდამაინც მარჯვედ აღარ გამომდის ხელიდან;
7. 1) უკიდურეს ხარისხს ძალზე, უაღრესად; tired out გადაღლილი, გადაქანცული; the last act was terribly drawn out ბოლო მოქმედება მეტისმეტად გაწელილი / გაჭიანურებული იყო;
2) უპირატესობას ყველა სხვა საგანზე ან ადამიანზე (იხმ. ზედსართავ სახელთან აღმატებით ხარისხში): to be the stupidest [the luckiest] person out ʘ მისნაირი / მსგავსი სულელი [იღბლიანი] ადამიანი მეორე არ არსებობს / არ მოიძებნება; the greatest footballer out ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი;
8. 1) სხვათაგან, რაიმე ფონზე და ა.შ. გამოყოფას / გამორჩევას: his height makes him stand out in a crowd ბევრ ხალხში სიმაღლით გამოირჩევა; his ears stand out from his head გამოშვერილი ყურები აქვს; the mountains stood out against the sky-line ჰორიზონტზე მთები გამოიკვეთა / გამოჩნდა; his paper stood out from all other papers მისი მოხსენება ყველა დანარჩენისაგან განსხვავდებოდა / გამოირჩეოდა;
2) ნორმიდან, სტანდარტიდან და ა.შ. გადახვევას: his arm is out მკლავი აქვს ნაღრძობი / ამოვარდნილი; to be out in one's calculations ანგარიშში / გამოთვლაში შეცდომის დაშვება; my watch is five minutes out ჩემი საათი ხუთი წუთით არაზუსტია;
9. მოქმედების მოულოდნელობას: he shouted out წამოიყვირა; war broke out ომი ატყდა;
10. მკაფიოობას, გარკვეულობას, ხმამაღლობას და ა.შ.: speak out, please! ა) გთხოვთ, თქვენი აზრი გამოთქვათ! ბ) ხმამაღლა / გარკვევით ილაპარაკეთ, თუ შეიძლება! to speak right out რისამე პირში / დაუფარავად თქმა; the example helps to bring out the meaning of the word ეს მაგალითი გვეხმარება სიტყვის მნიშვნელობის გაგებაში;
11. დაყოფას, განაწილებას: to hand / to deal / books out წიგნების დარიგება / ჩამორიგება; she spooned out the mashed potatoes კარტოფილის პიურეს თეფშებზე იღებდა / ანაწილებდა;
12. განსაკ. ამერ. საუბ. არამუშა მდგომარეობაში ყოფნას: the elevator is out again ლიფტი ისევ არ მუშაობს;
◇ out loud ხმამაღლა; to be out გაფიცვა [შდრ. აგრ. 1 1) და 3]; to be out for / to / smth., to be out to do smth. ʘ ყველანაირად ცდილობს / ყოველ ღონეს ხმარობს, რომ რაიმეს მიაღწიოს / რაიმე გააკეთოს (ხშ. პირადი გამორჩენის ან არაკეთილსინდისიერი მიზნით); to be out for compliments ʘ ცდილობს ქათინაურები ათქმევინოს; he is out to make a record ძალიან უნდა რეკორდის დამყარება; to be out with smb. ვინმესთან წაჩხუბება; ვინმესთან უთანხმოების ქონა / ცუდ ურთიერთობაში ყოფნა; to go out like a light მაშინვე / იმწამსვე ჩაძინება; stretch out! სვლას მოუმატე! (ბრძანება მენიჩბეებისადმი); out on one's feet ფეხზე ძლივს რომ დგას, ლამის (რომ) წაიქცეს.