ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

fall¹ II verb
[fɔ:l]
ბეჭდვა
(fell; fallen)

I

1. დაცემა (˂და˃ეცემა), წაქცევა, დავარდნა; to fall to the ground მიწაზე დაცემა [იხ. აგრ. ]; I fell and hurt my knee დავეცი / წავიქეცი და მუხლი ვიტკინე; to fall out of a window ფანჯრიდან გადმოვარდნა; to fall downstairs კიბეებიდან ჩამოვარდნა; to fall down a precipice ხრამში / უფსკრულში გადაჩეხა; she fell over a chair in the dark სიბნელეში სკამს ფეხი წამოსდო და წაიქცა; to fall full length გაშხლართვა; to fall on (to) one's knees მუხლებზე დაცემა / დამხობა;

2. 1) დაშვება (˂და˃ეშვება), ჩამოშვება; the curtain falls ფარდა ეშვება; her hair falls loosely on her shoulders თმა მხრებზე აქვს ჩამოშლილი; dress falling freely კაბა, რომელიც თავისუფალ ნაკეცებად ეშვება დაბლა;

2) დახრა (˂და˃იხრება); დაბლა დაშვება; her head fell on his shoulder ქალმა ვაჟს თავი მხარზე დაადო; his eyes fell მან თვალები დახარა;

3) დადგომა (˂და˃დგება), ჩამოწოლა; darkness fell დაბნელდა, ჩამობნელდა; a mist fell ნისლი ჩამოწვა; night is falling fast სწრაფად ღამდება;

4) მოცვა (მოიცავს), შეპყრობა; sleep fell upon them მათ ჩაეძინათ; fear fell upon him იგი შიშმა მოიცვა / შეიპყრო;

3. 1) დაცემა (˂და˃ეცემა); დაკლება, დაწევა; the temperature fell ტემპერატურა დაეცა; the glass has fallen ბარომეტრი დაეცა; prices have fallen ფასები დავარდა / დაეცა; the market is falling ბაზარზე ფასები კლებულობს / ეცემა; it is dangerous to cross the bridge unless the river falls სანამ წყალი არ დაიკლებს, ხიდზე გადასვლა სახიფათოა;

2) შესუსტება (˂შე˃სუსტდება); მიწყნარება; the wind fell ქარი ჩადგა; here his voice fell აქ მან ხმას დაუწია; the flames rose and fell ცეცხლის ალი ძლიერდებოდა და სუსტდებოდა; the music rose and fell მუსიკის ხმა ხან ხმამაღლა, ხან ოდნავ გასაგონად ისმოდა; his anger suddenly fell ბრაზმა უეცრად გაუარა; the conversation fell for a few minutes საუბარი რამდენიმე წუთით შეწყდა, რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა;

3) გაუარესება (˂გა˃უარესდება); my spirits fell გუნება-განწყობილება გამიფუჭდა, ხასიათი წამიხდა;

fall¹ I fall²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0139