1. სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) რაიმეზე / რისამე ზედაპირზე მდებარეობას -ზე; a house on the hill სახლი გორაკზე; a picture on the wall სურათი კედელზე; a painting on glass ნახატი მინაზე; on the surface of the water წყლის ზედაპირზე; on page four მეოთხე გვერდზე; there was deep snow on the ground მიწაზე დიდი თოვლი იდო; a ring on the finger ბეჭედი თითზე; a rucksack on one's back ზურგზე რიუკზაკი / ზურგჩანთა; the look on his face მისი სახის გამომეტყველება;
2) რისამე ზედაპირზე მოძრაობას -ზე; logs floating on the water წყალზე / წყლის ზედაპირზე მოტივტივე მორები; a fly walked on the ceiling ჭერზე ბუზი დაცოცავდა;
3) მოქმედების მიმართულების ადგილს -ზე, -ში, -კენ; he threw the papers on the table ქაღალდები მაგიდაზე დაყარა; the light shone on us შუქი გვანათებდა / ჩვენ გვეცემოდა; to kiss smb. on the lips / on the mouth / ვისიმე კოცნა ტუჩებში; to strike on the neck კისერში ჩარტყმა; to pat smb. on the hand ვინმესთვის ხელზე მოფერება / მოთათუნება; to knock on the door კარზე დაკაკუნება; to head on (to) the south კურსის სამხრეთისკენ აღება / დაჭერა; the window opens on (to) the street ფანჯარა ქუჩას გადაჰყურებს;
4) ადგილმდებარეობას ან რისამე საზღვარზე ან საზღვართან ახლოს მდებარეობას -ზე, -თან; on the Continent ევროპის კონტინენტზე (ბრიტანეთის კუნძულებისაგან განსხვავებით); on the horizon ჰორიზონტზე; on the street ამერ. ქუჩაში; on the veranda ვერანდაზე; on the border საზღვარზე, სასაზღვრო რაიონში; on the Thames ტემზაზე; a cottage on a lake აგარაკი ტბის პირას; სახლი ტბასთან; to border on smth. რისამე ზღვარზე ყოფნა; he sat on my right side ჩემგან ხელმარჯვნივ იჯდა; on the right side of the road გზის მარჯვენა მხარეს; houses on either side of the street სახლები ქუჩის ორივე მხარეს;
5) ამა თუ იმ მდინარეზე მდებარეობას (გეოგრაფიულ სახელწოდებებში): Burton-on-Trent ბერტონ-ონ-ტრენტი; Stratford-on-Avon სტრატფორდ-ონ-ეივონი; Frankfurt-on-the-Main მაინის ფრანკფურტი;
6) ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს -ში, -თით; on the east აღმოსავლეთში, აღმოსავლეთით; on the west დასავლეთში, დასავლეთით;
2. დროითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) ამა თუ იმ დღეს — გადმოიცემა მიცემითი ბრუნვით; on Monday ორშაბათს; on Tuesday week მომავალ სამშაბათს, ამ სამშაბათის სწორს; on the next / following / day მეორე დღეს; on any day ნებისმიერ დღეს; on the day of my arrival ჩემი ჩამოსვლის დღეს;
2) ამა თუ იმ თარიღს: on the 1st of May პირველ მაისს; on or about the 12th დაახლოებით თორმეტ რიცხვში; on and after the 15th თხუთმეტი რიცხვიდან მოყოლებული;
3) დღის ამა თუ იმ მონაკვეთს -ით, -ში; გადმოიცემა აგრ. მიცემითი ბრუნვით; on the morning of the 3rd of March სამი მარტის დილას, სამ მარტს დილით; on a rainy autumn evening შემოდგომის წვიმიან საღამოს; on a dark night ბნელ ღამეში;
4) მოვლენათა თანმიმდევრობას შემდეგ, მერე; on the death of his friend მეგობრის სიკვდილის შემდეგ; cash on delivery ფასდადება, ფულის გადახდა საქონლის მიწოდებისას / მიღებისას; on reaching home შინ მისვლისას / მისვლისთანავე;
5) მოვლენათა ერთდროულ მიმდინარეობას დროს, განმავლობაში; on a trip მოგზაურობისას, მგზავრობისას [შდრ. აგრ. 8 3)]; on his rounds შემოვლის დროს, შემოვლისას;
3. მიუთითებს რისამე (თან) ქონას: I have no money on me ფული თან არა მაქვს; a pistol was found on him პისტოლეტი უპოვეს;
4. მიუთითებს მოლაპარაკების, კამათის, წიგნის, ლექციისა და ა.შ. თემას შესახებ, თაობაზე, -ზე; a decision [a debate] on smth. გადაწყვეტილება [კამათი] რისამე თაობაზე; agreement on smth. შეთანხმება / ხელშეკრულება რისამე შესახებ; a book on birds წიგნი ფრინველებზე; a satire on society სატირა საზოგადოებაზე; a lecture on history ლექცია ისტორიაში; to write [to speak] on smth. რაიმეზე /
ამა თუ იმ თემაზე წერა [საუბარი];
5. მიუთითებს 1) პირობას -ით, -ში; on certain conditions / terms / გარკვეულ პირობებში; on the condition that იმ პირობით, რომ; on credit კრედიტით, სესხით; ნისიად; on one's own responsibility პირადი პასუხისმგებლობით; to borrow money on mortgage ფულის სესხება გირაოს გარანტიით;
2) საფუძველს, მიზეზს გამო, -თვის; მიხედვით, -ებრ; გადმოიცემა აგრ. მოქმედებითი ბრუნვით; on that ground ამის საფუძველზე / გამო, ამ მიზეზით; on principle პრინციპის გულისათვის; on the occasion of his birthday მისი დაბადების დღის გამო; he was arrested on a charge of murder იგი დააპატიმრეს მკვლელობის ბრალდებით; it was done on an order from the Home Office ეს გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანების საფუძველზე; to pride oneself on smth. ʘ ამაყობს / თავი მოაქვს რითიმე; to congratulate smb. on smth. ვინმესთვის რისამე მილოცვა; on medical evidence სამედიცინო მონაცემების მიხედვით; to act on smb.'s advice ვისიმე რჩევისამებრ მოქცევა; ʘ ვისიმე რჩევას დაუჯერა, ვისიმე რჩევა ყურად იღო; it was based on a fact ეს ფაქტზე იყო დაფუძნებული; on impulse იმპულსურად, დაუფიქრებლად; on suspicion ეჭვით, ეჭვის თვალით; on the first occasion პირველი შემთხვევისთანავე; პირველი შესაძლებლობისთანავე;
3) წყაროს -დან, -გან; on hearsay მითქმა-მოთქმის თანახმად; to have smth. on good authority რისამე დანამდვილებით / სარწმუნო წყაროდან ცოდნა;
4) შემოსავლის წყაროს, დაბეგვრის და ა.შ. საგანს / ობიექტს -დან, -ზე; interest on one's capital პროცენტი კაპიტალიდან; a profit on the sale of რისამე გაყიდვით მიღებული მოგება; a tax on the cylinder capacity გადასახადი ცილინდრის მუშა მოცულობაზე (ავტომანქანის ძრავასი);
6. მიუთითებს 1) მოქმედების ხასიათს on the cheap ძალიან იაფად; on the quiet საუბ. მალულად, ფარულად, ჩუმად; on the sly მალულად, ფარულად; on a sudden უეცრად, მოულოდნელად; all on a tremble კანკალით, ძლიერ აღელვებით;
2) გადაცემის საშუალებას -ით; on the telephone ტელეფონით; on television ტელევიზიით; to hear a song on the radio სიმღერის მოსმენა რადიოთი;
3) გადაადგილების საშუალებას -ით, -ზე, -ში; on an ocean liner საოკეანო ლაინერით / ლაინერზე; on board a ship გემის ბორტზე, გემზე; on a truck სატვირთო მანქანაზე; on a train მატარებელში, მატარებლით; on horseback ცხენით, ცხენზე ამხედრებული; on tiptoe თითის წვერებზე;
4) საყრდენს და მისთ. -ზე; on one's feet / legs / ფეხზე; on one's knees მუხლებზე; to spin / to turn / on one's heel ქუსლებზე შემოტრიალება / შემობრუნება; to lean on smb., smth. ვინმეზე / რაიმეზე დაყრდნობა / იმედის დამყარება;
7. მიუთითებს 1) ინსტრუმენტს, იარაღს -ზე; გადმოიცემა აგრ. მოქმედებითი ბრუნვით; to play on an organ ორგანზე დაკვრა; he played something on the violin მან რაღაც დაუკრა ვიოლინოზე; to cut one's finger on a knife თითის დანით გაჭრა; to dry one's hands on a towel ხელების პირსახოცით გამშრალება; to count smth. on one's fingers რისამე თითებზე ჩამოთვლა; to take a dog on a lead ძაღლის თასმით / ჯაჭვით ტარება; her dress caught on a nail მისი კაბა ლურსმანს გამოედო;
2) საწვავს და მისთ. -ზე; the machine runs on oil [electricity] მანქანა მაზუთზე [დენზე] მუშაობს;
8. მიუთითებს 1) მოღვაწეობის სფეროს, ამა თუ იმ დაწესებულებაში, კომისიაში და მისთ. მუშაობას -ზე, -ში; he was a broker on the exchange იგი ბირჟის ბროკერი იყო; to be on the committee ʘ კომისიის წევრია; კომიტეტის შემადგენლობაში შედის; to be on the staff ʘ შტატში ირიცხება; to work on a paper გაზეთში მუშაობა; he is on the "Daily Mail" იგი "დეილი მეილში" მუშაობს;
2) რისამე შემადგენლობაში, რიცხვში და მისთ. ყოფნას -ში; to be on the list სიაში ყოფნა; on the programme პროგრამაში; on the repertoire რეპერტუარში;
3) ამა თუ იმ მდგომარეობაში / ვითარებაში ყოფნას ან ამა თუ იმ პროცესის მიმდინარეობას -ზე, -ში; on leave შვებულებაში; on sick-leave ბიულეტენზე; on half-pay ნახევარ ხელფასზე; on trial გამოსაცდელად, შესამოწმებლად; on one's trial გამოძიებაში; to be on strike გაფიცვა; to be on a trip მოგზაურობა, მგზავრობა [შდრ. აგრ. 2 5)]; to be on fire ʘ ცეცხლი უკიდია, იწვის;
4) რითიმე დაკავებას / დასაქმებას -ზე, -ით; on business საქმეზე; to send smb. on an errand ვისიმე ამა თუ იმ დავალებით / მისიით სადმე გაგზავნა; on duty მორიგეობის დროს; სამსახურის საათებში;
5) ურთიერთობის სახეს / ხასიათს -ში; on good [on bad] terms კარგ [ცუდ] ურთიერთობაში; not to be on speaking terms with smb. ʘ არ ელაპარაკება, ხმას არ სცემს ვინმეს; to be on a friendly footing with smb. ვინმესთან მეგობრული ურთიერთობის ქონა; ვინმესთან მეგობრულად ყოფნა;
9. მიუთითებს 1) საარსებო საშუალებას -ზე; გადმოიცემა აგრ. მოქმედებითი ბრუნვით; to live on one's earnings საკუთარი ხელფასით ცხოვრება; to live on one's parents' მშობლების კმაყოფაზე ყოფნა;
2) საკვებს -ზე; გადმოიცემა აგრ. მოქმედებითი ბრუნვით; to live on vegetables ბოსტნეულით კვება; they lunched on cutlets საუზმეზე კატლეტები მიირთვეს;
10. მიუთითებს საგანს, რაზედაც ფული, ენერგია და ა.შ. დაიხარჯა -ზე; to spend money [time] on smth. ფულის [დროის] რაიმეზე დახარჯვა; to put money on a horse ცხენზე ფულის დადება (დოღში);
11. მიუთითებს 1) მოქმედების ობიექტს -ზე, მიმართ; to work on smth. რაიმეზე მუშაობა; to be fair [unfair] on smb. ʘ ვისიმე მიმართ სამართლიანობას [უსამართლობას] იჩენს; pity on smb. ვისიმე სიბრალული; to have mercy on smb. ვისიმე შეწყალება / დანდობა; it was hard luck on him ბედმა უმუხთლა; მწარე ბედი ხვდა წილად; to take vengeance on smb. ვინმეზე შურისძიება; an attack / an assault / on smb., smth. ვინმეზე, რაიმეზე თავდასხმა; to confer a degree on smb. ვინმესთვის სამეცნიერო ხარისხის მინიჭება; to confer a reward on smb. ვისიმე დაჯილდოება; to impose a fine on smb. ვისიმე დაჯარიმება; to complain / to tell / on smb. ვინმეზე ჩივილი / ენის მიტანა; a burden on smb. ტვირთი / მძიმე მოვალეობა ვინმესთვის; a strain on smb. ზედმეტი დატვირთვა ვინმესთვის; hard work told on him მძიმე შრომამ მას თავისი კვალი დააჩნია / დაატყო; he was operated on ოპერაცია გაუკეთეს;
2) პირს ან დაწესებულებას, რომლის სახელზედაც გამოწერილია ჩეკი: a check on a bank საბანკო ჩეკი;
3) პირს, რომელიც განიცდის უსიამოვნებას, ტკივილს და ა.შ.: she locked the door on him ქალმა მას ცხვირწინ მიუკეტა კარი / იგი ოთახში არ შეუშვა; don't hang up on me იცოდე, ყურმილი არ დამიკიდო! don't die on me, please! ოღონდ ხელში ნუ ჩამაკვდები!
12. იხმარება 1) ზმნების შემდეგ, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: იმედის დამყარება, დაყრდნობა, გავლენის ქონა და ა.შ. -ზე; to rely [to count] on smb., smth. ვისიმე, რისამე იმედის ქონა [იმედით ყოფნა]; to depend on smb., smth. ʘ ვინმეზე, რაიმეზე დამოკიდებულია;
2) ზედსართავი სახელებისა და ნამყო დროის მიმღეობების შემდეგ (პრედიკატივში), მიუთითებს ინტერესის სფეროს, გატაცების საგანს, მოწადინებულობას — ხშ. გადმოიცემა მოქმედებითი ბრუნვით; to be keen / mad / on music მუსიკის ძლიერ / გაგიჟებით სიყვარული; he was bent / determined / on making money მიზნად დაისახა გამდიდრება;
13. მიუთითებს რისამე მრავალჯერ გამეორებას -ზე, მიყოლებით; miles on miles მილი მილზე; მრავალი მილი; loss on loss დანაკარგი დანაკარგზე; დიდი ზარალი;
14. მიუთითებს მიახლოებითობას თითქმის, დაახლოებით; just on a year ago დაახლოებით ერთი წლის წინ; just on £ 5 თითქმის ხუთი გირვანქა სტერლინგი;
15. მოძვ. მიუთითებს ამა თუ იმ მდგომარეობაში გადასვლას: to fall on sleep ჩაძინება, დაძინება;
16. შესიტყვებებში: on account of გამო, მიზეზით, გულისთვის; on no account არავითარ შემთხვევაში; on an / the / average საშუალოდ; on behalf (of ) ვისიმე / რისამე სახელით; on behalf of the whole group მთელი ჯგუფის სახელით; on the contrary პირიქით; on the one hand ერთი მხრივ; on the other hand მეორე მხრივ; on smb.'s part ვისიმე მხრივ; on the point of სწორედ მაშინ; we were on the point of leaving, when he came ის იყო წასვლა დავაპირეთ, რომ ისიც მოვიდა; on the spot მაშინვე, დაუყოვნებლივ; ადგილზე; they hired him on the spot იგი მაშინვე მიიღეს / აიყვანეს სამუშაოზე; it put me on the spot საუბ. ამან რთულ / უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა; on time სწორედ დროზე, ზუსტად დანიშნულ დროს; on the minute ზუსტად; პუნქტუალურად; on the instant მყისვე, მაშინვე, იმავე წამს, იმავე მომენტში; on the whole საერთოდ, მთლიანობაში; on my word of honour პატიოსან სიტყვას გაძლევ(თ); on foot ფეხით, ქვეითად [იხ. აგრ. foot I 1 1)]; to turn one's back on smb. ვინმესთვის ზურგის შექცევა; ვისიმე მიტოვება; ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტა; to drop in on smb. ვინმესთან სანახავად მისვლა / ერთი წუთით შევლა; to have something on smb. ა) უპირატესობის ქონა ვინმესთან შედარებით; ბ) ვინმეზე მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის ქონა; I have nothing on him მის წინააღმდეგ არავითარი მასალა / სამხილი არ გამაჩნია; to be on smb. ა) ძალიან ახლოს მისვლა; you can't see him until you're on him სანამ კარგად არ მიუახლოვდებით, ვერ დაინახავთ; ბ) : საუბ. this is on me მე ვიხდი, ეს ჩემზე / ჩემს ხარჯზე იყოს; to take it out on smb. ვინმეზე ჯავრის ამოყრა; don't take it out on me, it's not my fault მე რას მერჩით, რა ჩემი ბრალია / მე რა შუაში ვარ; სხვა შესიტყვებები იხ. შესაბამისი სიტყვების სიტყვა-სტატიებში.