ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

mind II verb
[maɪnd]
ბეჭდვა

1. კითხვით და უარყოფით წინადადებებში, აგრ. დადებით პასუხებში წინააღმდეგ ყოფნა (არის); if you don't mind თუ წინააღმდეგი არა ხართ; do you mind if I smoke [open the window]? do you mind my smoking [opening the window]? would you mind my smoking [opening the window]? წინააღმდეგი ხომ არა ხართ / არ იქნებით, რომ მოვწიო [ფანჯარა გავაღო]? no, I don't mind (it) არა, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო; yes, I mind it (very much) დიახ, მე ამის (სასტიკი) წინააღმდეგი ვარ; would you mind ringing? ხომ ვერ დარეკავდით, გეთაყვა? would you mind holding your tongue? ენას კბილი დააჭირე(თ) / გაჩუმდი(თ), თუ შეიძლება; I shouldn't mind a cup of tea ერთი ფინჯანი ჩაის დალევაზე უარს არ ვიტყოდი;

2. ʘ წუხს, ღელავს, შფოთავს რისამე გამო; he minds your attitude very much თქვენი დამოკიდებულება მას ძალიან აწუხებს; I do not mind what you do მე არ მაღელვებს, რასაც სჩადიხართ / რას მოიმოქმედებთ; he doesn't mind the cold weather ცივი ამინდი არაფრად მიაჩნია, ცივი ამინდის არ ეშინია;

3. ჩვეულ. ბრძანებით წინადადებებში 1) ყურადღების მიქცევა (˂მი˃აქცევს), ანგარიშის გაწევა; don't mind me ყურადღებას ნუ მაქცევთ; never mind him ნუ მიაქცევ(თ) მას ყურადღებას; never mind the expense ხარჯებისა ნუ შეგეშინდება;

2) ʘ რჩევას და ა.შ. ყურად იღებს, შეისმენს; დაუჯერებს; the dog minds his master ძაღლი პატრონს უჯერებს; mind what I say შეისმინე / ყურად იღე / გაითვალისწინე რასაც გეუბნები; if he had minded me ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ჩემი რჩევა რომ მიეღო / შეესმინა; mind and do what you are told გაიგონე და გააკეთე, რასაც გეუბნებიან;

3) სიფრთხილის გამოჩენა (˂გამო˃იჩენს), მორიდება; ფრთხილად / ყურადღებით ყოფნა; mind the step [the stairs]! ფრთხილად, საფეხურია [კიბეა]! mind the dog ფრთხილად, ძაღლია! მოერიდეთ ძაღლს! mind your health ჯანმრთელობას გაუფრთხილდით! თავს მიხედეთ! mind what you are doing! ფრთხილად / შეხედე, რას აკეთებ!

4) ʘ რისამე გაკეთება არ ავიწყდება; mind you write დაწერა / მიწერა არ დაგავიწყდეს; mind you don't forget იცოდე, არ დაგავიწყდეს; mind you bring the book წიგნის მოტანა არ დაგავიწყდეს;

5) : mind (you) მიაქციე ყურადღება! იცოდე! I have no objection, mind (you), but ... იცოდე, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ...;

mind I mind-bender

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0076