|
|
|
( pl men)
1. 1) კაცი, მამაკაცი; ვაჟკაცი; to play the man ვაჟკაცურად მოქცევა; ʘ ისე იქცევა, როგორც ეს ნამდვილ მამაკაცს შეჰფერის; to make smb. a man ვისიმე კაცად ქცევა, ვისიმე წარმატების / კეთილდღეობის უზრუნველყოფა; to make a man of smb. ვისიმე ვაჟკაცად აღზრდა, ვაჟკაცად / ნამდვილ კაცად დაყენება / გამოწვრთნა; to bear smth. like a man რისამე ვაჟკაცურად ატანა; be a man! ვაჟკაცურად მოიქეცი! he is only half a man იგი არაა ნამდვილი მამაკაცი; man to man, between man and man როგორც მამაკაცი მამაკაცს, კაცურად [იხ. აგრ. ◇]; a good man კეთილი / პატიოსანი კაცი; a man of thirty [fifty] ოცდაათი [ორმოცდაათი] წლის მამაკაცი; a man of action საქმის / საქმიანი / ენერგიული კაცი; a man of principle პრინციპული კაცი; a man of character ძლიერი / თავისებური კაცი; a man of moods გუნება-განწყობილების კაცი; a man of peace მშვიდობისმოყვარე კაცი; a man of sense გონიერი / საღად მოაზროვნე კაცი; a man of wisdom ბრძენი, ბრძენკაცი; a man of ideas გამომგონებელი / გამჭრიახი კაცი; a man of many parts მრავალმხრივი კაცი; a man of honour პატიოსანი / ღირსეული კაცი; a man of distinction / of mark, of note / ცნობილი / სახელგანთქმული კაცი; a man of taste გემოვნებიანი კაცი; a man of few words სიტყვაძუნწი / სიტყვაძვირი კაცი; a man of many words სიტყვამრავალი კაცი; a man of his word სიტყვის კაცი, საკუთარი სიტყვის პატრონი; a man of family იხ. family 1 1) და 2); a man of means შეძლებული კაცი; a man of business ა) საქმიანი კაცი; ბ) აგენტი; რწმუნებული; a man of law კანონთმცოდნე, კანონების დამცველი; იურისტი; ადვოკატი; a man of letters ა) მწერალი, ლიტერატორი; ბ) მოძვ. სწავლული; he is the very man for this job ამ საქმისათვის იგი ყველაზე შესაფერისი კაცია; if you want a good music teacher, here's your man მუსიკის კარგი მასწავლებელი თუ გჭირდებათ, აი ისიც (თქვენთვის ყველაზე შესაფერისი კაცი); if you want to sell the car, I'm your man მანქანის გაყიდვას თუ აპირებთ, მე ვიყიდი; if any man comes ... ვინმე თუ მოვა ...;
2) დიალ. (გარდა შესიტყვებისა man and wife) ქმარი; man and wife ცოლი და ქმარი; to live as man and wife ცოლ-ქმარივით ცხოვრება; he made them man and wife ჯვარი დასწერა მათ;
3) უნივ. სტუდენტი; გამოსაშვები კურსის სტუდენტი;
4) საუბ. კაცი, მეგობარი (მიმართვის ფორმა); hurry up, man! hurry up my (good) man! აბა, ჩქარა! დაუჩქარე, მეგობარო!
2. 1) ადამიანი; the rights of man ადამიანის უფლებები; as one / a / man ერთხმად, ერთსულოვნად; to a man გამონაკლისის გარეშე, ერთხმად; to the last man უკანასკნელ ადამიანამდე, ბოლომდე; all sorts and conditions of men, men of all conditions ყველანაირი ადამიანი / ხალხი; to mistake one's man ʘ ვინმეში შეცდა / მოტყუვდა; man overboard! ზღვაში ადამიანია! კაცი იხრჩობა!
2) (უარტიკლოდ) კაცობრიობა, ადამიანთა მოდგმა;
3. 1) მსახური, ლაქია, კამერდინერი;
2) ხშ. pl მუშა; მუშაკი; this factory employs 300 men ამ ფაბრიკაში სამასი კაცი მუშაობს;
3) რიგითი ჯარისკაცი; რიგითი მეზღვაური, მატროსი;
4) pl რიგითი შემადგენლობა; officers and men ოფიცრები და ჯარისკაცები;
4. პაიკი ან კოჭი ( სათამაშო); to jump a man კოჭის მოკვლა / აყვანა;
5. მოთამაშე (სპორტული გუნდისა);
6. ისტ. ვასალი;
7. man-of-war-ს, merchantman-ისა და ა.შ. შემოკლ.;
8. (-man) რთული სიტყვის კომპონენტი, აღნიშნავს ამა თუ იმ საქმიანობას / პროფესიას: clergyman მღვდელი, სასულიერო / სამღვდელო პირი; postman ფოსტალიონი; sportsman სპორტსმენი; workman მუშა;
9. (the man, აგრ. the Man) ამერ. სლ. 1) სამუშაოს მიმცემი, დამქირავებელი; "ბოსი";
2) თეთრკანიანი ადამიანი; აგრ. კრებ. თეთრკანიანები (შავკანიანთა მეტყველებაში);
3) პოლიციელი; დეტექტივი;
4) პოლიცია;
5) ციხის უფროსი;
6) ნარკოტიკებით მოვაჭრე, ნარკოტიკების გამყიდველი;
10. (the man) ადამიანის ხასიათი / ბუნება / შინაგანი სამყარო (პროფესიისაგან და ა.შ. განსხვავებით);
◇ the inner man ა) შინაგანი "მე", სული, გონება; შინაგანი კაცი (ბიბლია); ბ) ხუმრ. კუჭი, ჭამის მადა; to refresh the inner man წახემსება, ცოტაოდენის შეჭმა; the outer man ა) სხეული, ხორცი; გარეგანი კაცი (ბიბლია); ბ) ხუმრ. გარეგნობა; ჩაცმულობა; to clothe the outer man ჩაცმა; odd man ა) კომიტეტის და მისთ. წევრი, რომელსაც გადამწყვეტი ხმა აქვს; ბ) შემთხვევითი სამუშაოს შემსრულებელი; odd man out ა) კენჭისყრის და მისთ. მეშვეობით (ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად) სამი ან მეტი კაცისაგან შერჩეული ადამიანი; აგრ. შერჩევის ასეთი წესი ან ასეთი წესის მქონე თამაში; ბ) სხვებისგან სრულიად განსხვავებული ვინმე ან რაიმე; გ) ვინც ვერ ეგუება გარემო პირობებს / სხვა ადამიანებს; heavy man ა) თეატრ. ტრაგიკული როლების შემსრულებელი მსახიობი; ბ) ამერ. სლ. ბოროტმოქმედი; სისხლის სამართლის დამნაშავე; one-dolar-a-year man ამერ. სახელმწიფო ორგანოების მართვაში მონაწილე მსხვილი კაპიტალისტი, რომლის ნომინალური ხელფასი წელიწადში ერთ დოლარს შეადგენს; a marked man იხ. marked ◇; man of the house ოჯახის თავი / უფროსი; a man of the day დღევანდელი / ამ დღის გმირი; a man of the world ა) ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე / ნაცადი კაცი; ბ) საზოგადოებაში გამოსული / მაღალი წრის კაცი (აგრ. a society man); a man about town საზოგადოებაში გამოსული / მდიდარი / მაღალი წრის კაცი (ვინც ხშირად დადის თეატრებში, რესტორნებში, წვეულებებზე და მისთ.); a man of the turf დოღის ხშირი სტუმარი; a man of straw ა) არასაიმედო / ქარაფშუტა ადამიანი; ბ) ცრუმაგიერი / ფიქციური პირი (გარიგებაში ან სასამართლო პროცესზე); გ) ცრუ არგუმენტი (წამოყენებული მოსაუბრის მიერ იმ მიზნით, რომ თვითონვე უკუაგდოს იგი; აგრ. a straw man); დ) გამოგონილი ადამიანი, ფანტაზიის ნაყოფი; a man of God ა) წმინდანი; ბ) მღვდელი, სასულიერო / სამღვდელო პირი; Son of Man ბიბლ. კაცის ძე (იესო ქრისტე); man of sin ბიბლ. ანტიქრისტე, ცოდვის კაცი, ძე წარწყმედისა; man of Rome რომის პაპი; man of Belial ბიწიერი / ცოდვილი ადამიანი; არამზადა, გარეწარი; Man of Sorrows ბიბლ. გატანჯული კაცი (იესო ქრისტე); a man in a thousand იშვიათი / გამორჩეული ადამიანი, ათასში ერთი რომ შეგხვდება; man in blue პოლიციელი; the man in the street / ამერ. აგრ. in the cars / ჩვეულებრივი / რიგითი ადამიანი; ვინც საზოგადოებრივ აზრს გამოხატავს; every man Jack იხ. jack¹ I 2; the man in the moon იხ. moon I ◇; man and boy ა) ბავშვობიდანვე, მთელი ცხოვრება; he lived there man and boy მთელი ცხოვრება აქ გაატარა; ბ) მოძვ. ყველა, როგორც ერთი; ≅ ქუდზე კაცი; man and boy turned out into the street უკლებლივ ყველა ქუჩაში გამოვიდა; man to man გულწრფელი, გულახდილი, გულღია [იხ. აგრ. 1 1)]; between man and man ერთხმად [იხ. აგრ. 1 1)]; the man for me, the man for my money სწორედ ის კაცია, მე რომ მჭირდება (ხშ. მოწონების გამომხატველი ემფატიკური გამოთქმა); the man higher up უფროსი; მეპატრონე, ბოსი; მაღალი ინსტანცია; the man at the wheel ხელმძღვანელი, მესაჭე; Man Friday პარასკევა, ერთგული მსახური; no man's land იხ. land I ◇; to hit a man when he is down წაქცეული ადამიანის ჩაწიხვლა; to be one's own man ʘ დამოუკიდებელია, საკუთარ საქმეს / ბედს თვითონ განაგებს; a man or a mouse ≅ მამაკაცი, თუ დიაცი; ვაჟკაცი, თუ ლაჩარი; are you men or mice that you give up your lands and rights so easily? კაცები ხართ, თუ მფრთხალი კურდღლები, ასე ადვილად რომ თმობთ თქვენს მიწებსა და უფლებებს! like master, like man იხ. master I ◇; every man to his (own) taste ≅ ზოგს რა / ვინ მოსწონს და ზოგს — რა / ვინ; კაცია და გუნება; every man has his hobby-horse ყველას თავისი გატაცება, საყვარელი / აჩემებული თემა აქვს; ყველას თავისი სუსტი მხარე / სისუსტე აქვს; a drowning man will catch at a straw ანდ. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო; (so) many men, (so) many minds ანდ. რამდენი კაციცაა, იმდენი აზრია; ყველას თავისი აზრი აქვსო; a man is known by the company he keeps ანდ. მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინა ხარ შენ; one man's meat is another man's poison ანდ. რაც ერთი კაცისათვის საჭმელია, მეორისთვის საწამლავია; ≅ რაც ცხენისთვის ფონია, ქათმისთვის მორევიაო; a man can die but once იხ. die² ◇; man proposes but God disposes ანდ. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.
|
|
|
|
|
|