ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

manage II verb
[ʹmænɪdʒ]
ბეჭდვა

1. 1) მართვა (მართავს), გაძღოლა, ხელმძღვანელობა; to manage a company კომპანიის ხელმძღვანელობა / მართვა; to manage a farm ფერმის მართვა / გაძღოლა; democracy cannot manage an empire დემოკრატია იმპერიას ვერ მართავს; to manage a household [a business] ოჯახის [საქმის / ბიზნესის] გაძღოლა; to manage one's own affairs საკუთარი საქმეების გაძღოლა; she manages cattle საქონელს უვლის;

2) მომჭირნედ გაძღოლა (˂გა˃უძღვება) / მართვა; to manage one's resources რესურსების / სახსრების ეკონომიურად გამოყენება; to manage one's health ʘ თავს უვლის, ჯანმრთელობას უფრთხილდება;

2. 1) მართვა (მართავს); ʘ მიჰყავს (ნავი და ა.შ.); to manage a boat ნავის მართვა / წაყვანა; can you manage the boat without help? ნავის მართვა შეგიძლიათ თვითონ / სხვის დაუხმარებლად? to manage a horse ʘ ცხენზე ჯდომა იცის;

2) მოპყრობა (˂მო˃ეპყრობა), მართვა; დამორჩილება; to know how to manage smb. ʘ იცის, ვინმეს როგორ მოეპყრას / მიუდგეს; she knows how to manage children ქალმა იცის, ბავშვებს როგორ მიუდგეს; ქალი ბავშვებთან საერთო ენას პოულობს ხოლმე; she managed her husband in everything ქალი ყველაფერში ოსტატურად მართავდა ქმარს; he is a difficult person to manage მასთან ძნელია ურთიერთობა, მას ვერ დაიმორჩილებ, შენს ჭკუაზე ვერ ˂გა˃ატარებ;

3) იარაღის, ინსტრუმენტისა და ა.შ. ხმარება (ხმარობს) / ფლობა;

3. 1) თავის წარმატებით გართმევა (˂გა˃ართმევს); I think I can manage (it) ვფიქრობ, შევძლებ ამისთვის თავის გართმევას; how did you manage (in my absence)? როგორ იყავი (უჩემოდ)? თავს როგორ ართმევდი საქმეებს (ჩემს არყოფნაში)? I don't think I can manage by myself არა მგონია, მარტომ შევძლო ამისთვის თავის გართმევა; he managed matters so well that ... ისე კარგად მოაგვარა ყველაფერი, რომ ...;

2) რისამე მოხერხება (˂მო˃ახერხებს), შეძლება (აგრ. ირონ.); to manage (to do) everything in time ყველაფრის დროზე მოგვარება; to manage to keep one's temper ʘ სიმშვიდის შენარჩუნება შეძლო, თავის შეკავება მოახერხა; I managed to see him მისი ნახვა მოვახერხე; how did you manage to get the tickets? როგორ მოახერხე ბილეთების შოვნა? I managed to lose my pen ირონ. კალმისტრის დაკარგვა "მოვახერხე"; still he managed to catch the train და მაინც მიუსწრო მატარებელს;

3) საუბ. შეჭმა (˂შე˃ჭამს); can you manage another slice? კიდევ ერთ ნაჭერს ხომ არ შეჭამდით?

manage I manageability

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0382