1. 1) სწორი, გლუვი; ბრტყელი; ჰორიზონტალური; level road სწორი / გლუვი გზა; level surface სწორი / გლუვი / ბრტყელი ზედაპირი; level rays პოეტ. მზისა და მისთ. თითქმის ჰორიზონტალური სხივები; the vast level lands ვრცელი ვაკეები; to make level გასწორება, მოსწორება, გაბრტყელება;
2) ერთ / იმავე დონეზე მყოფი (აგრ. გადატ.); level crossing გზისა და რკინიგზის ხაზის, გზების და მისთ. გადაკვეთა ერთ დონეზე; in the spring the rivers are often level with their banks გაზაფხულობით მდინარეებში წყალი ხშირად ნაპირების დონეზე / ნაპირებამდე ადის ხოლმე; buildings whose roofs are level with one another სახლები, რომელთა სახურავებიც ერთ / ერთსა და იმავე დონეზეა; to attempt no work that is not level with one's capacities ʘ არ ცდილობს ისეთი საქმის გაკეთებას, რომელიც მის ძალებს აღემატება; to apply oneself to that which is level to one's capacities თავისთვის შესაძლისი საქმის კეთება;
3) რისამე კიდეებამდე მისული, რისამე კიდეებს რომ აღწევს; a level cupful პირთამდე სავსე ფინჯანი; a level spoonful of sugar სავსე კოვზი შაქარი;
2. ტოლი, ერთნაირი; ისეთივე; თანაბარი, ერთგვაროვანი; level voice თანაბარი ხმა [შდრ. აგრ. 3]; level life ერთგვაროვანი / ერთფეროვანი ცხოვრება;
3. გაწონასწორებული; მშვიდი, წყნარი; to speak in a level voice მშვიდი / აუღელვებელი ხმით ლაპარაკი [შდრ. აგრ. 2]; to have a level head მშვიდი / გაწონასწორებული ხასიათის ქონა; ʘ თავდაჭერილია; to keep a level head სიმშვიდის / აუღელვებლობის შენარჩუნება;
◇ to do one's level best საუბ. ყველაფრის გაკეთება, რაც შესაძლებელია; ʘ ყოველ ღონეს ხმარობს, თავს არ იზოგავს.