1. იხ. keep II + -er² I 1; 
2. 1) რისამე შემნახველი, მცველი, დამცველი, მომვლელი, დარაჯი და ა.შ.; am I my brother's keeper ბიბლ. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ; keeper of manuscripts [rare books] ხელნაწერების [იშვიათი წიგნების] მცველი; keeper of a secret საიდუმლოს შემნახველი, ვინც საიდუმლოს ინახავს; keeper of one's promise [one's word] ვინც დაპირებას ასრულებს / იცავს [საკუთარი სიტყვის პატრონი]; keeper of the laws ვინც კანონებს არ არღვევს / კანონს ემორჩილება; lighthouse keeper შუქურას ზედამხედველი;
2) ზედამხედველი (ციხეში, საავადმყოფოში, ღარიბთა თავშესაფარში და ა.შ.);
3) ტყის მცველი (რომელიც გარეულ ფრინველებსა და ცხოველებს ბრაკონიერებისაგან იცავს); 
3. სპორტ. საუბ. კიპერი, გოლკიპერი, მეკარე; 
4. 1) მფლობელი, პატრონი; coffee-house keeper ყავახანის / კაფეს პატრონი; poultry keeper მეფრინველე;
2) (-keeper) რთული სიტყვის კომპონენტი, რომელსაც აქვს მნიშვნელობა: რისამე მფლობელი, პატრონი; innkeeper სასტუმროს პატრონი; shopkeeper მაღაზიის პატრონი; 
5. ისტ. მაღალი რანგის თანამდებობის პირის ტიტულის ნაწილი; Lord Keeper of the Great Seal დიდი ბეჭდის ლორდ-მცველი; 
6. ხილი, ბოსტნეული და ა.შ., რომელიც დიდხანს ინახება; an apple that is a good keeper ვაშლი, რომელიც დიდხანს ინახება / არ ფუჭდება; 
7. თითზე მჭიდროდ მორგებული ბეჭედი, რომელსაც სხვა ბეჭდის ზემოდან იკეთებენ (ამ უკანასკნელის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად); 
8. ტექ. წინაღქანჩი, საჩერი; საჭერი, ჩარჩიკი; 
9. მანქანის / მექანიზმის დამცავი მოწყობილობა; 
10. ფიზ. მუდმივი მაგნიტის ღუზა; 
⌇ keeper pin ტექ. ჭილიბყურა.