1. 1) ქიმ. რკინა;
2) შავი ლითონი; cast iron თუჯი; pig iron შოთისებრი / შოთი თუჯი, ხიშტა თუჯი; wrought iron შესადუღებელი რკინა / ფოლადი; made of iron რკინისა, რკინისგან დამზადებული;
3) გადატ. სიძლიერე, სიმტკიცე, სიმაგრე; უდრეკობა; a man of iron რკინის ადამიანი, რკინის ნებისყოფის მქონე ადამიანი; will of iron რკინის / უდრეკი ნებისყოფა; muscles of iron რკინის / რკინასავით მაგარი კუნთები;
4) გადატ. სიმკაცრე, სისასტიკე; ულმობლობა; as hard as iron მკაცრი, სასტიკი; გულქვა;
2. 1) რკინისგან დამზადებული ინსტრუმენტი, მოწყობილობა და ა.შ.;
2) ჩვეულ. pl უზანგი;
3) სლ. მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი; პისტოლეტი;
4) გოლფის სათამაშო ჯოხი, რომელსაც მოკაუჭებული ნაწილი რკინისა აქვს;
5) pl ლითონისგან დამზადებული ერთგვარი მაკორეგირებელი ორთოპედიული აპარატი;
3. უთო; electric iron ელექტროუთო;
4. pl ბორკილები, ჯაჭვები, ხუნდები; ხელბორკილი; to put in irons ბორკილების / ხელბორკილის დადება, შებორკვა;
5. მოძვ. 1) რკინის იარაღი; ხმალი;
2) ბრძოლა, ომი; ხოცვა-ჟლეტა;
6. მედ. რკინის პრეპარატი;
7. ლანჩის სისქის საზომი ერთეული (= ¹/₄₈ დუიმს );
8. (-iron) რთული სიტყვის კომპონენტი: curling-iron(s) თმის დასახვევი მაშა; fire-irons ბუხრის მოწყობილობა; brand-iron ა) დაღი, შანთი (დასადაღი იარაღი); ბ) ზედადგარი, სამფეხი;
◇ strike while the iron is hot ანდ. რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო; to rule with a rod of iron ა) ბიბლ. რკინის კვერთხით მწყემსვა; ბ) მკაცრად / დესპოტურად მართვა; to have / to put / many / too many / irons in the fire ერთდროულად ბევრი სხვადასხვა საქმის ქონა; ერთდროულად ბევრი სხვადასხვა საქმისთვის ხელის მოკიდება; to have the iron enter into one's soul ʘ დამწუხრებულია, დარდობს, იტანჯება.