ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

iron II adjective
[ʹaɪən]
ბეჭდვა

1. რკინისა, რკინისგან დამზადებული; iron rods [gates] რკინის წნელები [ჭიშკარი];

2. 1) ძლიერი, მტკიცე, მაგარი; უდრეკი; to have an iron will რკინის / უდრეკი ნებისყოფის ქონა; to rule with an iron hand მკაცრად / დესპოტურად / რკინის ხელით მართვა; an iron grip რკინასავით მაგარი ხელი; ხელის და ა.შ. რკინასავით მაგარი მოჭერა; of an iron constitution ძლიერი აღნაგობის მქონე; to display an iron resolution რისამე გაკეთების მტკიცე გადაწყვეტილების / შეუპოვრობის გამოვლენა; the Iron Lady "რკინის ლედი" (მარგარეტ ტეტჩერის მეტსახელი); the Iron Chancellor "რკინის კანცლერი" (ბისმარკის მეტსახელი);

2) მკაცრი, სასტიკი; ულმობელი; the iron years of war ომის სასტიკი წლები; an iron destiny ულმობელი ბედისწერა;

3) პოეტ. მაგარი, მძიმე, გაუღვიძარი; iron sleep / slumber / გაუღვიძარი / საუკუნო ძილი (სიკვდილი);

4) ავი, ცუდი, მძიმე; iron times ავი / მძიმე ჟამი;

3. 1) ფერით რკინის მსგავსი; ნაცრისფერი ან შავი; iron clouds შავი / ტყვიისფერი ღრუბლები;

2) ჟანგისფერი, მოწითალო;

iron curtain ა) გადაულახავი ბარიერი; სრული იზოლაცია; ბ) ისტ. "რკინის ფარდა", საზღვარი თავისუფალ სამყაროსა და საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს შორის; iron horse "რკინის ცხენი" (ორთქლმავალი და ა.შ.); iron maiden "რკინის ქალწული" (წამების ერთგვარი იარაღი); iron man ამერ. სლ. ვერცხლის დოლარი; iron rations სამხ. სურსათის ხელშეუხები მარაგი; iron walls ჯავშნოსანი ფლოტი, რომელიც ბრიტანეთს იცავს.

iron I iron III

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0262