1. 1) (აგრ. to fake up) რაიმე ყალბის (მაგ. ხელოვნების ნიმუშის ნამდვილს მიმსგავსებული ასლის, საბუთის და ა.შ.) / ფალსიფიკატის დამზადება (˂და˃ამზადებს); to fake a painting ნახატის ასლის ორიგინალად გასაღება;
2) რისამე ყალბად წარმოდგენა (წარმოადგენს) / გაყალბება / ფალსიფიცირება; to fake results შედეგების გაყალბება / ფალსიფიცირება; to fake a signature ყალბი ხელმოწერის გაკეთება;
2. 1) სიყალბის ჩადენა (ჩაიდენს), თაღლითობა, თავის სხვა ადამიანად გასაღება;
2) რისამე მოგონება (˂მო˃იგონებს) ან გაკეთება ვისიმე მოტყუების ან შეცდომაში შეყვანის მიზნით; to fake surprise ვინმესთვის თავის განცვიფრებულად მოჩვენება; to fake illness ავადმყოფობის სიმულირება, თავის მოავადმყოფება; to fake one's own kidnapping საკუთარი თავის გატაცების გათამაშება;
3) სპორტ. ცრუ მოძრაობით / ფინტით მოთამაშის ან მოწინააღმდეგის მოტყუება (˂მო˃ატყუებს);
3. ქურდ. სლ. 1) გაძარცვა (˂გა˃ძარცვავს);
2) მოკვლა (˂მო˃კლავს);
▭ to fake off საუბ. მუშაობისაგან თავის დაძვრენა (˂და˃იძვრენს); მუშაობისათვის თავის არიდება, უსაქმურობა; to fake out ამერ. საუბ. რისამე მოგონება (˂მო˃იგონებს) ან გაკეთება ვისიმე მოტყუების ან შეცდომაში შეყვანის მიზნით.