![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
(drew; drawn)
I
1. 1) თრევა (˂მი˃ათრევს), წევა, ქაჩვა; to draw a train [a cart] მატარებლის [ოთხთვალას] წევა; to draw a net ბადის მოზიდვა / მოქაჩვა; 2) ნელა სიარული (მიდის), ღოღვა; the cart drew slowly along the road ოთხთვალა ნელა მიირწეოდა გზაზე; 2. 1) რისამე, ვისიმე მიწევა (მისწევს), მოწევა; to draw a book towards oneself წიგნის თავისკენ მიწევა; draw your chair nearer to the table მოსწიე / მოაჩოჩე სკამი მაგიდასთან; 2) მიღწევა (˂მი˃აღწევს), მიახლოება; we drew near the town ქალაქს მივუახლოვდით / მივადექით [შდრ. აგრ. II ა 10 1)]; 3. 1) გაჭიმვა (˂გა˃ჭიმავს), დაჭიმვა; to draw a rope თოკის გაჭიმვა; to draw a bow მშვილდის მოზიდვა; to draw rein / bit, bridle / ა) სადავის მოზიდვა; ცხენის შეყენება; ბ) გადატ. თავის დაზოგვა, ნაკლები ენერგიის ხარჯვა (რაიმეზე); გ) გადატ. ხარჯების შეკვეცა / შემცირება; he drew the blanket over his head საბანი თავზე წამოიფარა; to draw smth. tight რისამე შეკვრა / შემოჭერა; to draw a knot tight კვანძის შეკვრა / გა(მო)სკვნა [შდრ. აგრ. 2)]; 2) გაწელვა (˂გა˃იწელება), გაჭიმვა; rubber draws რეზინი იწელება; to draw tight დაჭიმვა [შდრ. აგრ. 1)]; 3) ჩვეულ. pass დამახინჯება (დაუმახინჯდება), დამანჭვა; his face was drawn with pain ტკივილისაგან სახე მოეღრიცა / დაემანჭა; 4) : to draw oneself up / straight, erect / გამართვა (˂გა˃იმართება), წელში გასწორება; 4. 1) მიზიდვა (˂მი˃იზიდავს), ყურადღების მიპყრობა; to draw an audience აუდიტორიის შეკრება, მსმენელთა / მაყურებელთა მოზიდვა; the accident drew a great crowd შემთხვევის ადგილას დიდძალი ხალხი შეიყარა; the play is drawing well წარმოდგენას მაყურებელი არ ელევა; her shouts drew the attention of the police მისმა ყვირილმა პოლიციელების ყურადღება მიიპყრო; to draw smb.'s attention (to smth.) ვისიმე ყურადღების მიპყრობა (რაიმესთვის); I felt drawn to him გულმა მისკენ გამიწია; the play continues to draw პიესა კვლავაც იზიდავს მაყურებელს; to draw the enemy's fire სამხ. მოწინააღმდეგის ცეცხლის გამოძახება;
2) (აგრ. in, off) სპორტ. ტაქტიკური მოსაზრებით მოწინააღმდეგის გატყუება (გაიტყუებს), გაყვანა; 5. 1) ამოძრობა (ამოაძრობს); ამოღება; to draw a nail ლურსმნის ამოძრობა; to draw a bolt ურდულის გაწევა; to draw a cork ბოთლიდან საცობის ამოძრობა, ბოთლის გახსნა; to draw a tooth კბილის ამოღება; to draw bread from the oven გამომცხვარი პურის გამოღება ღუმლიდან; to draw a root from the ground ფესვის ამოთხრა / ამოძრობა მიწიდან; to draw a card from the pack კარტის ამოღება დასტიდან; to draw a parachute პარაშუტის გახსნა; 2) მოპოვება (მოიპოვებს), ამოღება; to draw stone from a quarry ქვის ამოღება-დამუშავება (ქვისსამტეხლოში); to draw water from a well ჭიდან წყლის ამოღება / ამოტუმბვა; 6. ვისიმე ალაპარაკება (აალაპარაკებს), ამოქმედება და ა.შ.; ვისიმე წონასწორობიდან გამოყვანა; the last taunt drew him უკანასკნელმა გესლიანმა შენიშვნამ წონასწორობიდან გამოიყვანა; he is not to be drawn ა) მას წონასწორობიდან ვერ გამოიყვან; ბ) სიტყვას ვერ დააცდენინებ; 7. შერჩევა (˂შე˃არჩევს); გამორჩევა, არჩევა; to draw a jury ნაფიც მსაჯულთა არჩევა; to draw a sample სპეც. სინჯის შერჩევა / აღება; 8. (on, upon) სპორტ. დაწევა (˂და˃ეწევა); to draw upon smb. ვისიმე დაწევა; to draw level with smb. ვისიმე წამოწევა, ვინმესთან გასწორება; 9. სპორტ. თამაშის ფრედ / ყაიმით დამთავრება (˂და˃ამთავრებს) აგრ. გადატ; to draw the game თამაშის დამთავრება ფრედ / ყაიმით; he didn't play to draw მოგებაზე თამაშობდა; 10. ზღვ. ქარში გაბერვა (˂გა˃იბერება) ითქმის აფრის შესახებ; 11. მოძვ. მოხსნა (მოხსნის), ჩამოხსნა; II ა
1. ფარდის და ა.შ. გადაწევა (გადასწევს) ან ჩამოფარება; to draw the window curtains ფარდების გადაწევა / ჩამოფარება; to draw the blinds შტორების აწევა ან დაწევა; to draw the curtain თეატრ. ა) ფარდის გახსნა ან დახურვა; ბ) წარმოდგენის დაწყება ან დამთავრება; 2. 1) მიღება (მიიღებს) პასუხისა, დასტურისა; to draw no reply უპასუხოდ დარჩენა; ʘ პასუხი ვერ მიიღო; to draw confirmation from smb. ვინმესაგან დასტურის მიღება; 2) მოპოვება (მოიპოვებს) ცნობებისა, ინფორმაციისა; to draw information from a number of sources ინფორმაციის მიღება რამდენიმე წყაროდან; 3) : to draw inspiration from smth. ʘ რითიმე შთაგონებულია; რაიმე მისი შთაგონების წყაროა; 4) დასკვნის და ა.შ. გამოტანა (გამოიტანს); to draw conclusions დასკვნების გამოტანა; to draw a lesson from smth. რაიმესგან გაკვეთილის მიღება / ჭკუის სწავლა; 3. 1) წილისყრა (წილს ყრის); to draw lots / მოძვ. cuts / წილისყრა; to draw for partners [for places] პარტნიორების [ადგილების] წილისყრით შერჩევა; 2) : to draw a prize პრიზის მოგება (˂მო˃იგებს) მაგ. ლატარიაში; 4. ბანქ. გამოტყუება (გამოსტყუებს), დაცინცვლა (კოზირისა და ა.შ.); 5. მიღება (˂მი˃იღებს) ხელფასისა, პროცენტისა და სხვა; to draw one's income from writing ლიტერატურული მოღვაწეობით თავის რჩენა; to draw one's wages every Friday ხელფასის პარასკეობით მიღება; 6. მოხსნა (მოხსნის), გამოტანა (ფულისა ანგარიშიდან და ა.შ.); to draw money from a bank ბანკიდან ფულის გამოტანა; 7. 1) გამოწვევა (˂გამო˃იწვევს) აღფრთოვანებისა, ცრემლისა და ა.შ.; to draw tears ცრემლის მოგვრა; to draw applause ʘ ტაში დაიმსახურა; 2) (აგრ. on, down) რისამე დამართება (˂და˃მართებს), შემთხვევა; to draw one's own ruin upon oneself ʘ თავი დაიღუპა, თვითონვე გაიუბედურა საკუთარი თავი; to draw troubles upon oneself ʘ უსიამოვნებაში გაება, ხიფათში ჩაიგდო თავი; 8. 1) (აგრ. in) შესუნთქვა (˂შე˃ისუნთქავს), ჩასუნთქვა; to draw in a (deep) breath (ღრმად) ჩასუნთქვა; to draw breath სულის მოთქმა, სულის მობრუნება; 2) წევის ქონა (აქვს); the chimney draws well საკვამურს კარგი წევა აქვს; 3) ტექ. შეწოვა (˂შე˃იწოვს), შესრუტვა (ითქმის ჰაერსაბერისა და მისთ. შესახებ); 9. 1) ცეცხლის გაჩაღება (˂გა˃ჩაღდება); 2) სიგარის მოკიდება (˂მო˃ეკიდება); 10. 1) : to draw near / close / მიახლოება (˂მი˃უახლოებს; ˂მი˃უახლოვდება), დაახლოება [შდრ. აგრ. I 2 2)]; grief drew them closer მწუხარებამ დააახლოვა ისინი; to draw to a close / to an end / დამთავრება, დასასრულს მიახლოება; 2) : to draw apart დაშორება (˂და˃შორდება), დაცილება; გამოცალკევება; 11. მიზიდვა (˂მი˃იზიდავს) ითქმის მაგნიტის შესახებ; 12. 1) არინება (აარინებს) წყლისა და ა.შ.; 2) ჭაობის და ა.შ. დაშრობა (˂და˃აშრობს; ˂და˃შრება); to draw a pond გუბურის დაშრობა; 13. 1) (აგრ. off) ლუდის და მისთ. ჩამოსხმა (˂ჩამო˃ასხამს), ჩამოწრეტა, ჩამოწურვა; to draw beer from a cask კასრიდან ლუდის ჩამოსხმა; 2) ჭურჭლის ავსება (აავსებს); to draw a bath აბაზანის ავსება; 3) ჭურჭლის, სასმისის დაცლა (დაცლის); 14. 1) ნიადაგის გამოფიტვა (˂გამო˃ფიტავს); 2) : to draw a cow ძუძუს წოვა (წოვს) ითქმის ხბოს შესახებ; 15. 1) სისხლის გამოშვება (˂გამო˃უშვებს); 2) სისხლის აღება (აიღებს) ანალიზისთვის; 3) ჩირქის და ა.შ. გამოტანა (გამოიტანს); this will help draw the poison ეს ხელს შეუწყობს შხამის ორგანიზმიდან გამოტანას / გამოდევნას; 16. 1) ჩაის დაყენება (˂და˃აყენებს), ბალახეულის ნაყენის დამზადება; 2) ფერის გამოცემა (გამოსცემს) ითქმის ჩაის შესახებ; 17. 1) თევზის დაჭერა (˂და˃იჭერს) მოსასმელი ბადით; 2) გარეული ფრინველის / ნადირის დაჭერა (˂და˃იჭერს); მთელი ტყის მოვლა ნადირის ან ფრინველის ძებნაში (ნადირობისას); 18. ფრინველის გამოშიგვნა (˂გამო˃შიგნავს); 19. მარცვლეულის გარჩევა (˂გა˃არჩევს), ჩენჩოს გაცლა; 20. (ჩვეულ. after, on) მონად. სუნის აღება (აიღებს), ყნოსვით გარეული ფრინველის ან ნადირის კვალის მიგნება (ითქმის ძაღლის შესახებ); 21. მონად. მელიის, მაჩვის სოროდან გამოდევნა (გამოდევნის); 22. სპორტ. 1) დარტყმა (˂და˃არტყამს), ამა თუ იმ მიმართულებით გაგზავნა (ბურთისა და ა.შ.); 2) ბურთის უკან დატრიალებით დარტყმა (˂და˃არტყამს), მოჭრილი დარტყმის შესრულება (ბილიარდი); 23. ზღვ. ამა თუ იმ წყალშიგის ქონა (აქვს); the ship draws 20 feet გემის წყალშიგი 20 ფუტია; 24. მეტალ. 1) ადიდაში გატარება (˂გა˃ატარებს), ადიდვა; 2) გაბრტყელება (˂გა˃აბრტყელებს); ჭედვა; 25. მეტალ. ფოლადის მოშვება (˂მო˃უშვებს); 26. მოძვ. გაყვანა (გაიყვანს) არხისა, ხაზისა და ა.შ.; II ბ
1. to draw smb. to do smth. ვინმესთვის რისამე გაკეთებინება (˂გა˃აკეთებინებს); her behaviour drew him to say the truth ქალის საქციელმა სიმართლე ათქმევინა მას; 2. to draw smb. into smth. / into doing smth. / ვისიმე ჩათრევა (˂ჩა˃ითრევს) რაიმე საქმეში; he refused to be drawn into the business მან არ მოისურვა ამ საქმეში მონაწილეობის მიღება; 3. to draw smth. out of / from / smb. 1) თქმევინება (ათქმევინებს), დაცდენინება; it was very difficult to draw the facts from the witness ძალზედ ძნელი იყო მოწმისთვის რაიმეს დაცდენინება; 2) რისამე გამოტყუება (გამოსტყუებს), დაცინცვლა; you will never draw a compliment from her მისგან შექებას ვერ ეღირსები; 4. to draw on smth. ʘ რაიმეს იყენებს, მიმართავს; he draws on his childhood memories for most of his stories უმეტეს მოთხრობებში იგი ბავშვობის მოგონებებს იყენებს / მიმართავს; to draw on one's imagination ʘ მდიდარ ფანტაზიას იყენებს (რისამე მოყოლისას და ა.შ.); 5. to draw smb. on smth. ვინმესთვის რაიმე ინფორმაციის / ცნობების დაცდენინება (დააცდენინებს); 6. to draw smb. over (to one's side) ვისიმე გადაბირება (˂გადა˃იბირებს); 7. to draw up with smb. ვისიმე დაწევა (დაეწევა), წამოწევა; 8. to draw round smth. რისამე გარშემო / ირგვლივ შეკრება (˂შე˃იკრიბება), თავის მოყრა; the whole family drew round the table სუფრაზე მთელმა ოჯახმა მოიყარა თავი; 9. to draw smth. into example მოძვ. რისამე მაგალითად მოყვანა (მოიყვანს); ▭ to draw aside გვერდზე გაყვანა (გაიყვანს) / გახმობა (სასაუბროდ); to draw away 1) წაყვანა (წაიყვანს); 2) (from) მოცდენა (˂მო˃აცდენს); to draw smb. away from his work ʘ მუშაობას / საქმეს მოაცდინეს; 3) (from) სპორტ. გასწრება (˂გა˃უსწრებს); მოწინააღმდეგის უკან მოტოვება; to draw back 1) გაწევა (გასწევს), გადაწევა (ფარდისა და ა.შ.); 2) იძულებით ვისიმე უკან დაწევა (დასწევს); 3) ჯარის უკან დახევა (დახევს; დაიხევს); the army drew back ჯარმა უკან დაიხია / უკუიქცა; 4) საქმიდან, თამაშიდან და ა.შ. გამოსვლა (გამოვა); 5) სიტყვის, დაპირების გატეხა (გატეხს), უკან წაღება; 6) კომერც. ბაჟის დაბრუნება (˂და˃აბრუნებს); to draw down 1) ჩამოშვება (ჩამოუშვებს) ფარდისა, შტორისა; to draw down the curtain ა) ფარდის დაშვება / ჩამოშვება; ბ) წარმოდგენის დამთავრება; გ) გადატ. რაიმე საქმის მოთავება; 2) გამოწვევა (გამოიწვევს); to draw down smb.'s anger to oneself ʘ მისი რისხვა დაიტეხა თავს; to draw in 1) შეწევა (შესწევს); შესუნთქვა; to draw in one's breath შესუნთქვა; the snail drew in its horns ლოკოკინამ რქები შემალა [შდრ. აგრ. ◇]; 2) ჩათრევა (˂ჩა˃ითრევს), გაბმა; 3) შემცირება (˂შე˃ამცირებს), შეკვეცა; to draw in one's expenditure ხარჯების შემცირება; we'll have to draw in უფრო მომჭირნედ მოგვიწევს ცხოვრება; 4) შემცირება (˂შე˃მცირდება), დაპატარავება; the evenings are drawing in ადრე ღამდება; 5) მიწურვა (˂მი˃იწურება), მილევა; დამთავრება, დასრულება; the day drew in დღე მიიწურა; 6) სესხის და ა.შ. დაბრუნების მოთხოვნა (˂მო˃ითხოვს); 7) სადავის მოზიდვა (მოზიდავს), მოჭიმვა, დაჭიმვა; to draw off 1) გახდა (˂გა˃იხდის), გაძრობა (ხელთათმანებისა, ჩექმებისა და ა.შ.); 2) ჯარის უკან დახევა (დახევს); 3) პოზიციის დათმობა (˂და˃თმობს), უკან დახევა, უკუქცევა (ჯარისა); 4) ვისიმე ყურადღების გადატანა (გადაიტანს) სხვა რამეზე; 5) წყლის, სითხის მოცილება (˂მო˃აცილებს), გადაწურვა; 6) წყლის არინება (აარინებს), სხვა მიმართულებით მიშვება ან ამოტუმბვა; 7) ჰაერის გამოწოვა (გამოწოვს); 8) ჩამოშვება (˂ჩამო˃უშვებს) გაჭუჭყიანებული ზეთისა; 9) ლითონის გამოშვება (˂გამო˃უშვებს); 10) წიდის მოხდა (მოხდის); to draw on 1) ჩაცმა (˂ჩა˃იცვამს), მოსხმა (ხელთათმანებისა, ლაბადისა და მისთ.); 2) მოახლოება (ახლოვდება), კარს მოდგომა; autumn is drawing on შემოდგომა ახლოვდება / კარს მოგვადგა; 3) მიზიდვა (˂მი˃იზიდავს), მოხიბვლა; his promises drew me on მისმა დაპირებებმა ძალზედ მომხიბლა; to draw out 1) დაგრძელება (˂და˃აგრძელებს; ˂და˃გრძელდება); გაჭიმვა; 2) ʘ მატულობს, გრძელდება (ითქმის დღის შესახებ); 3) მეტისმეტად გაგრძელება (˂გა˃გრძელდება), გაჭიანურება (მოხსენებისა, წარმოდგენისა); 4) დამწკრივება (˂და˃ამწკრივებს), დაწყობა (ჯარისა); 5) ამოღება (˂ამო˃იღებს), ამოძრობა; 6) საუბარში ჩათრევა (˂ჩა˃ითრევს); ალაპარაკება; I can't draw her out ვერ ავალაპარაკე (მორცხვობის ან თავშეკავებულობის გამო); 7) გამომჟღავნება (˂გამო˃ამჟღავნებს), წარმოჩენა, გამოჩენა; the situation drew out his latent talents გარემოებამ ბოლომდე გამოავლინა მისი ფარული ნიჭი; 8) ჯარის გამოყვანა (გამოიყვანს); 9) სპორტ. მოწინააღმდეგის, მეტოქის უკან მოტოვება (მოიტოვებს); გასწრება; to draw over ტექ. გამოხდა (˂გამო˃ხდის), დისტილირება; to draw up 1) აწევა (ასწევს) ფარდისა, შტორისა; 2) ჯარის დამწკრივება (˂და˃ამწკრივებს), დაწყობა; 3) გაჩერება (˂გა˃აჩერებს; ˂გა˃ჩერდება); to draw upon = to draw on; ◇ to draw to a head ა) მომწიფება, დაჩირქება (ითქმის ძირმაგარას შესახებ); ბ) მომწიფება, უმაღლესი წერტილის მიღწევა (ითქმის კრიზისის და მისთ. შესახებ); to draw a knife დანის დაძრობა, დანით დამუქრება; to draw the sword ამაღლ. ხმლის ამოღება; გადატ. ხმლის შიშვლება, ბრძოლაში ჩაბმა; to draw a blank ა) უიღბლო ბილეთის ამოღება (ლატარიაში); ბ) ʘ არაფერი გამოუვიდა; ვერ იპოვა, ვერ მიაგნო და ა.შ. (რასაც ეძებდა); to draw a winner იღბლიანი ბილეთის ამოღება; მოგება; to draw the cloth მოძვ. სუფრის ალაგება; to draw first blood გადატ. პირველი დარტყმის მიყენება; მტრული მოქმედების დაწყება; to draw a bow at a venture რისამე ალალბედზე თქმით მიზანში მოხვედრება; ზუსტად მიხვედრა; to draw the long bow რისამე გაზვიადება; ტყუილების / ზღაპრების მოყოლა; to draw the first [one's last] breath იხ. breath ◇; to draw smb.'s teeth ʘ ვინმეს უვნებელყოფს, ვინმესთვის ზიანის მიყენების საშუალებას ართმევს; to draw the curtain on / over / smth. იხ. curtain I ◇; to draw a veil over smth. საიდუმლოდ შენახვა (განსაკ. რაიმე სამარცხვინოსი); დამალვა, მიჩქმალვა; to draw one's pen / one's quill / against smb. პრესაში ვისიმე წინააღმდეგ გამოსვლა; to draw in one's horns თავის შეკავება ზედმეტი ხარჯისგან, მომჭირნედ ცხოვრება [შდრ. აგრ. to draw in 1); იხ. ▭]; to draw it fine რისამე ზუსტად / დაკვირვებით კეთება [შდრ. აგრ. draw² ◇]; to draw and quarter ისტ. წამება და ხელ-ფეხისა და თავის მოკვეთით სიკვდილით დასჯა. [ მოკლე ვერსია ]
|
||||
![]() |
![]() |
|||
| draw¹ I | draw² |
![]() |
მეზობელი სიტყვები |
![]() |
![]() |
||
![]() |
![]() |
![]() |
უკანასკნელი დამატებები |
![]() |
| strip Istrip IIstrip cartoonstrip clubstripestripedstriped bassstriped hyenastriped musclestripeystrip jointstrip lightstrip lightingstriplingstrip map | ||
![]() |
![]() |








მეზობელი სიტყვები






