ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

breath noun
[brɛθ]
ბეჭდვა

1. სუნთქვა; ამონასუნთქი; she paused for breath შეჩერდა სულის მოსათქმელად; second breath ა) სპორტ. მეორე სუნთქვა, მეორე სუნთქვის გახსნა (განსაკ. ახასიათებთ გრძელ დისტანციაზე მორბენალებს); ბ) გადატ. განახლებული ენერგია; ახალი ძალ-ღონის / ენერგიის მოზღვავება, მეორე სუნთქვის გახსნა; to take a breath შესუნთქვა; he took a deep breath ღრმად შეისუნთქა / ჩაისუნთქა; to draw breath ა) სულის მოთქმა; after running, they stopped to draw breath სირბილის შემდეგ შეჩერდნენ სულის მოსათქმელად; ბ) სუნთქვა, არსებობა; I'll oppose this idea while I still draw breath ვიდრე პირში სული მიდგას, ამ იდეის წინააღმდეგ ვიბრძოლებ; out of / short of / breath აქოშინებული, სუნთქვაშეკრული; we were still out of breath from the running სირბილისაგან ჯერ კიდევ ამოვარდნაზე გვქონდა გული; to hold / to bate / one's breath სუნთქვის შეკავება; hold your breath! არ ისუნთქოთ! (ექიმის მიმართვა); we all held our breaths till the bomb burst ყველას სუნთქვა გვქონდა შეკრული, სანამ ბომბი გასკდებოდა; with bated breath იხ. bated; all in a / one / breath, all in the same breath მაშინვე, სულმოუთქმელად; იმავდროულად; he says he is never going to see her again, and in the same breath he asks when he can phone her ამბობს, რომ არასდროს აღარ აპირებს მასთან შეხვედრას და იქვე ეკითხება, როდის შეიძლება მასთან დარეკვა; to get one's breath, to gather / to take / breath სულის მოთქმა, შესვენება; to catch one's breath ა) სუნთქვის შეკვრა (შიშისაგან და ა.შ.); the song was so beautiful it made me catch my breath სიმღერა იმდენად მშვენიერი იყო, რომ სუნთქვა შემეკრა; ბ) სულის მოთქმა, ამოსუნთქვა, მოსულიერება; let me catch my breath მოიცა, სული მოვითქვა;

2. 1) ლიტ. დაბერვა, მსუბუქი ქროლა; a breath of wind ნიავის დაქროლა;

2) კეთილსურნელება; the breath of flowers ყვავილთა სურნელი;

3) (of) წიგნ. რისამე არსებობის ოდნავ შესამჩნევი კვალი; a breath of suspicion მცირედი ეჭვი; the breath of spring გაზაფხულის სურნელი / სუნთქვა;

3. ოდნავ გასაგონი ხმა; ჩურჩული; to speak under / below / one's breath ჩურჩულით / ჩუმად ლაპარაკი;

breastwork breathalyse

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0571