1. 1) ბნელი; შავი; dark night ბნელი ღამე; dark day მოღრუბლული / ღრუბლიანი დღე; dark days ზამთრის დღეები; dark corner ა) ბნელი კუთხე; ბ) გადატ. მყუდრო ადგილი; pitch(y) dark უკუნი, კუნაპეტი; it is getting dark ბნელდება, საღამოვდება, ღამდება; as dark as midnight / as pitch / ≅ უკუნი / კუნაპეტი ღამეა, თვალთან თითს ვერ მიიტან;
2) მუქი ფერისა, თალხი; dark dress [colour] მუქი / თალხი კაბა [ფერი]; dark blue მუქი ლურჯი;
2. 1) შავგვრემანი, მუქი; she has dark hair მას მუქი თმა აქვს; she has a dark complexion შავგვრემანი სახე აქვს;
2) შავი კანის მქონე; the dark race შავკანიანი რასა;
3. ბნელი, შავბნელი; ბინძური; dark deeds შავბნელი საქმეები; dark thoughts შავი ფიქრები; dark designs ბინძური ზრახვანი; dark business ბნელი საქმე; dark powers ბნელი / ბოროტი ძალები;
4. 1) ცუდი (
ითქმის გუნება-განწყობილების შესახებ); dark humour / mood / ცუდი გუნება;
2) სევდიანი, ნაღვლიანი (ითქმის სახის გამომეტყველების შესახებ); dark brow შეჭმუხნილი შუბლი; his eyes grew dark თვალებში ნაღველი / სევდა ჩაუდგა;
3) უიმედო, მძიმე, უსიხარულო; შავბნელი (ითქმის დროის შესახებ); dark prospects უნუგეშო / შავბნელი პერსპექტივები; dark days უსიხარულო დღეები; dark times / hour / შავბნელი დრო; to look on the dark side of things ʘ ყველაფერს მუქ ფერებში ხედავს;
5. ბუნდოვანი, გაუგებარი; dark hint ბუნდოვანი / გაუგებარი ქარაგმა; dark problem ბუნდოვანი / გაურკვეველი პრობლემა; dark saying ბუნდოვანი გამონათქვამი; the meaning is still dark აზრი მაინც გაუგებარია / ბუნდოვანია;
6. საიდუმლო, ფარული, მალული; dark secret დიდი საიდუმლო; to keep dark იხ. keep II ◇; to keep smth. dark რისამე დამალვა / საიდუმლოდ შენახვა;
7. ბნელი, უვიცი, უმეცარი; გაუნათლებელი, უკულტურო; dark age ობსკურანტიზმის საუკუნე; the Dark Ages შუა საუკუნეები; dark ignorance სრული უმეცრება; he is still dark on a number of points ბევრი რამ მას ჯერ კიდევ არ ესმის, ბევრ რამეში ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა;
8. მოძვ. დიალ. ბრმა, უსინათლო;
◇ the Dark Continent "შავი კონტინენტი", აფრიკა; the Dark and Bloody Ground "შავი, სისხლიანი მიწა" (კენტუკის შტატის ძველი სახელწოდება); a dark horse ა) შავი ცხენი, უცნობი (დოღის ან სხვა შეჯიბრების მონაწილე, რომლის შესაძლებლობები ცნობილი არ არის); ბ) რიგითი მონაწილე, რომელიც მოულოდნელ წარმატებას აღწევს (დოღში ან სხვა შეჯიბრებაში); გ) ამერ. მოულოდნელად დასახელებული / ნაკლებად ცნობილი კანდიდატი (არჩევნებში); დ) საკუთარ თავზე / მოღვაწეობაზე არმოსაუბრე ადამიანი (განსაკ. რომელიც მოულოდნელად ამა თუ იმ განსაკუთრებულ თვისებას / ნიჭს ავლენს); the Darkest hour is nearest the dawn ანდ. ≅ ზოგი ჭირი მარგებელიაო.