1. 1) სუნთქვა (სუნთქავს); to breathe in ჩასუნთქვა, შესუნთქვა; breathe in slowly ნელ-ნელა შეისუნთქეთ; to breathe out ამოსუნთქვა; it is healthy to breathe deeply ღრმად სუნთქვა კარგია ჯანმრთელობისათვის; to breathe freely თავისუფლად სუნთქვა; let's breathe a little country air ჩავისუნთქოთ ცოტა სოფლის ჰაერი;
2) გადატ. შვებით ამოსუნთქვა (ამოისუნთქავს);
3) (into) გადატ. შთაბერვა (შთაბერავს); to breathe new life into smb. ახალი სიცოცხლის / ახალი სულის შთაბერვა ვინმეში; the new general was able to breathe new life into the army ახალმა გენერალმა შეძლო არმიისათვის ახალი სული შთაებერა;
2. ცხოვრება (ცხოვრობს), არსებობა; he's still breathing ის ჯერ კიდევ სუნთქავს / ჯერ კიდევ ცოცხალია; I shall love you as long as I breathe მეყვარები, ვიდრე პირში სული მიდგას;
3. 1) დაბერვა (˂და˃უბერავს), მსუბუქად ქროლა;
2) სურნელების ფრქვევა (აფრქვევს);
3) : sweet music breathes ოდნავ გასაგონად ისმის მუსიკის ტკბილი ჰანგი;
4. ლიტ. ხმადაბლა თქმა (იტყვის), ლაპარაკი; ჩურჩული; he softly breathed her name ჩურჩულით წარმოთქვა მისი სახელი; he didn't breathe a syllable (a word) სიტყვა არ დასცდენია;
5. (upon) 1) სულის შებერვა (შეუბერავს);
2) ვისიმე რეპუტაციის შებღალვა (<შე>ბღალავს), ვინმესთვის ჩირქის მოცხება; ცილისწამება;
6. სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრა (უკრავს); სასულე ინსტრუმენტებში ჩაბერვა;
7. სულის მოთქმა (მოითქვამს; მოათქმევინებს); he breathed a horse ცხენი დაასვენა;
8. გამოხატვა (გამოხატავს); გამსჭვალვა; his words breathe a spirit of humanity მისი სიტყვები გამსჭვალულია კაცთმოყვარეობით;
9. ფონეტ. ბგერის წარმოთქმა (წარმოთქვამს) სახმო სიმების მონაწილეობის გარეშე;
▭ to breathe after მოძვ. სწრაფვა (ისწრაფვის);
to breathe again 1) ხელახლა ამოსუნთქვა (ამოისუნთქავს);
2) შვებით ამოსუნთქვა (ამოისუნთქავს); as soon as the policeman walked away we could breathe freely again როგორც კი პოლიციელი გაგვცილდა, შვებით ამოვისუნთქეთ;
◇ to breathe down smb.'s neck სლ. ა) ვინმეს გაკონტროლება / თავზე დადგომა; ვინმესთვის თვალყურის დევნება; I can't work properly when you are breathing down my neck all the time წესიერად ვერ ვმუშაობ, როცა თავზე მადგახარ; ბ) ვინმეს დაწევა / წამოწევა; ʘ ვინმეს ფეხდაფეხ მისდევს; don't breathe a word of this არ წამოგცდეს / სიტყვაც არ დაგცდეს ამის შესახებ; to breathe one's last (breath) ʘ სული აღმოხდა, გარდაიცვალა; tobreathe a vein მოძვ. სისხლის გამოშვება.