![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
(blew; blown)
1. (და)ბერვა (˂და˃უბერავს); (და)ქროლა (ითქმის ქარის შესახებ); it was blowing hard ძლიერი ქარი ქროდა; it is blowing a gale ქარიშხალი ამოვარდება; 2. წაღება (მიაქვს); გაფანტვა (ქარის მიერ); a lot of dust was blown in ქარმა უამრავი მტვერი შემოყარა; his hat blew off ქარმა ქუდი მოსტაცა; to blow open ფართოდ გაღება; a door blew open ქარმა კარი შემოგლიჯა; 3. 1) ჩასაბერ საკრავზე დაკვრა (˂და˃უკრავს); ჩაბერვა; the referee blew his whistle მსაჯმა სასტვენში ჩაჰბერა; 2) სტვენა (სტვენს); 4. ქშინვა (ქშინავს), ქოშინი, მძიმედ სუნთქვა; the old man was blowing and puffing მოხუცი ქოშინებდა და ხვნეშოდა;
5. სულის შებერვა (˂შე˃უბერავს) რისამე გასაგრილებლად; he blew on his soup წვნიანს გასაგრილებლად სულს უბერავდა; 6. შადრევნის ამოშვება (ამოუშვებს) ითქმის ვეშაპის შესახებ; 7. გამობერვა (˂გამო˃ბერავს), რაიმესთვის ჩაბერვით და ა.შ. ამა თუ იმ ფორმის მიცემა; to blow bubbles საპნის ბუშტების გაშვება; to blow smoke rings სიგარეტის ბოლის რგოლებად გამოშვება; to blow glass მინის გამობერვა; 8. 1) (into, through, out) ჩაბერვა (ჩაბერავს); გაწმენდა; 2) : to blow one's nose ცხვირის მოხოცვა (მოიხოცავს); blow your nose well ცხვირი კარგად მოიხოცე! 9. საუბ. 1) თამბაქოს მოწევა (ეწევა); 2) ნარკოტიკის მოწევა (˂მო˃სწევს) ან ჩასუნთქვა; 10. (აგრ. up) ცეცხლის გაღვივება (˂გა˃აღვივებს); ცეცხლის გასაღვივებლად დაბერვა, შებერვა (საბერვლისა, სულისა); to blow (up) the fire იხ. fire I 1 1); 11. ბობოქრობა (ბობოქრობს), მძვინვარება; 12. (აგრ. about) საუბ. ახალი ამბების გავრცელება (˂გა˃ავრცელებს), დაყრა (ჭორებისა და ა.შ.); 13. საუბ. გამოაშკარავება (˂გამო˃აშკარავდება), გასკდომა (საიდუმლოსი, ამბისა); 14. = to blow up 1) და 2); to blow a man from the mouth of a gun ისტ. სიკვდილით დასჯა ზარბაზნის ლულაზე მიბმით; the expence of blowing a few yards of rock რამდენიმე იარდი კლდის აფეთქებასთან დაკავშირებული ხარჯები; to blow the gates (open) ჭიშკრის აფეთქების მეშვეობით / ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით გაღება; to blow smth. to atoms აფეთქების მეშვეობით რისამე განადგურება / მტვრად ქცევა; 15. ცხენისთვის სიქის გაცლა (გააცლის); ქანცის გაწყვეტა; 16. საუბ. ტრაბახი (ტრაბახობს), კვეხნა; 17. (p.p. blowed [-d]) სლ. წყევლა (წყევლის), კრულვა; blow you! ჯანდაბამდის გზა გქონია! 18. ამერ. სლ. წასვლა (წავა), მოქუსვლა; 19. (აგრ. on) საუბ. უამრავი ფულის დახარჯვა (˂და˃ხარჯავს) / ფლანგვა; 20. საუბ. ნაღვლიანობა (ნაღვლობს), სევდიანობა; 21. თეატრ. სლ. ტექსტის ან რეპლიკის დავიწყება (˂და˃ავიწყდება); 22. საუბ. ხელსაყრელი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება (˂გა˃უშვებს); 23. სლ. მოსპობა (˂მო˃სპობს), განადგურება; 24. სლ. რისამე ოსტატურად კეთება (აკეთებს); he blows great conversation ძალზე ენაწყლიანია; საუბარში ტოლი არა ჰყავს; ენაზე ჭავლი არ მოედება; 25. კვერცხის დადება (˂და˃დებს) ითქმის ბუზის შესახებ; 26. ელექტრ. მცველის გადაწვა (˂გადა˃წვავს; ˂გადა˃იწვება), დადნობა; the fuse has blown დამცველი გადაიწვა; 27. შინაგანი წნევის გამო გასკდომა (˂გა˃სკდება) ითქმის კამერის, საბურავის, ვაკუუმის მილაკის და ა.შ. შესახებ; ▭ to blow about 1) გაფანტვა (˂გა˃ფანტავს), მიმოყრა (ფოთლებისა, ქაღალდებისა); 2) გაწეწა (˂გა˃წეწავს), გაჩეჩა; the wind had blown about her hair ქარმა თმა აუწეწა; 3) ამბის გავრცელება (˂გა˃ავრცელებს); ხმის დაყრა; to blow abroad = to blow about 3); to blow smb. away საუბ., განსაკ. ამერ. 1) ვისიმე მოკვლა (˂მო˃კლავს) ცეცხლსასროლი იარაღით; 2) ვისიმე აღფრთოვანება (აღაფრთოვანებს), აღტაცებაში მოყვანა; გახარება; 3) ვისიმე ადვილად დამარცხება (˂და˃ამარცხებს); to blow smth. away რისამე გადალახვა (˂გადა˃ლახავს), დაძლევა; to blow away an obstacle სამხ. საარტილერიო ცეცხლის მეშვეობით დაბრკოლების გადალახვა; to blow down 1) წაქცევა (˂წა˃აქცევს); many trees were blown down ქარმა ბევრი ხე წააქცია; 2) ორთქლის გამოშვება (˂გამო˃უშვებს); to blow in 1) სლ. უეცრად / მოულოდნელად გამოჩენა (˂გამო˃ჩნდება) / მოსვლა; what good wind blew you in? რომელმა ქარმა გადმოგაგდო ჩვენთან? 2) აფეთქება (ააფეთქებს) და შეღწევა (ციხესიმაგრეში და ა.შ.); the gates were blown in with dynamite ალაყაფის კარები დინამიტით ააფეთქეს; 3) სლ. გაკოტრება (˂გა˃კოტრდება); ფულის გაფლანგვა; 4) ბრძმედის ამუშავება (აამუშავებს); 5) ამოხეთქა (ამოხეთქს) ითქმის ნავთობის შესახებ; to blow off 1) ორთქლის გაშვება (˂გა˃უშვებს); 2) განმუხტვა (განიმუხტება); საკუთარი სატკივრის ამოთქმა; 3) წუწუნი (წუწუნებს), ჩივილი; 4) წყლის გაშვება (˂გა˃უშვებს); 5) : to blow off all ammunition მთელი საბრძოლო მასალის დახარჯვა; to blow on საუბ. ვისიმე გაცემა (გასცემს), გაყიდვა; to blow out 1) სანთლის, ცეცხლის, ალის ჩაქრობა (˂ჩა˃აქრობს) სულის შებერვით, ჰაერის დაბერვით და ა.შ.; 2) ელექტრ. გადაწვა (˂გადა˃იწვება), დადნობა (ითქმის მცველის შესახებ); 3) გაბერვა (˂გა˃ბერავს); to blow out one's cheeks ლოყების გაბერვა; 4) გასკდომა (˂გა˃სკდება) ითქმის სალტის და მისთ. შესახებ; 5) ჩხუბის გამწვავება (˂გა˃ამწვავებს); 6) მუშაობის შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს); 7) ტექ. გამოქრევა (˂გამო˃აქრევს), ჰაერის შებერვა; to blow out gas pipes გაზის მილების გამოქრევა; to blow over 1) ქარის მიერ გადაბრუნება (˂გადა˃აბრუნებს); the wind blew the tent over ქარმა კარავი გადააბრუნა; 2) გავლა (გაივლის), გადავლა, დასრულება (ითქმის ჭექა-ქუხილის, ქარიშხლის, კრიზისის და ა.შ. შესახებ); 3) დავიწყება (˂და˃ივიწყებს); the scandal soon blew over ეს სამარცხვინო ამბავი მალე დავიწყებას მიეცა; we must let it blow over! დაე, ყველამ დაივიწყოს ეს! to blow through მილების, წყლის გაყვანილობის, კანალიზაციის გაწმენდა (˂გა˃წმენდს); to blow up 1) აფეთქება (ააფეთქებს), აფეთქებით დანგრევა / შენგრევა / განადგურება; the soldiers blew up the bridge ჯარისკაცებმა ხიდი ააფეთქეს; 2) აფეთქება (აფეთქდება), აფეთქებისაგან დანგრევა / განადგურება; the tank blew up ტანკი აფეთქდა; 3) გადატ. ჩაფუშვა (˂ჩა˃ფუშავს; ˂ჩა˃იფუშება), ჩაშლა; to blow up plans გეგმების ჩაფუშვა; 4) ატყდომა (ატყდება), უეცრად დაწყება (ითქმის ქარის, დავის და ა.შ. შესახებ); a storm blew up ქარიშხალი ამოვარდა; the crisis which has blown up as a result კრიზისი, რომელიც ამის შედეგად წარმოიშვა / რომელმაც ამის შედეგად იფეთქა; 5) სალტის და მისთ. გაბერვა (˂გა˃ბერავს), დატუმბვა; to blow up a tyre [a balloon] სალტის / საბურავის [ბუშტის] გაბერვა; 6) რაიმეს გაზვიადება (˂გა˃აზვიადებს); 7) გაბღენძა (˂გა˃იბღინძება); he was blown up with pride სიამაყით იბერებოდა / იბღინძებოდა; 8) გაძლიერება (˂გა˃ძლიერდება); წვიმის, ქარიშხლის გამოწვევა (ითქმის ქარის შესახებ); it is blowing up for rain ქარი ღრუბლებს საწვიმრად ერეკება; 9) საუბ. წონასწორობის დაკარგვა (˂და˃კარგავს), გაცეცხლება; 10) ფოტ. სურათის გადიდება (˂გა˃ადიდებს); to blow upon 1) ინტერესის მოკლება (˂მო˃აკლებს), სიახლის დაკარგვა; 2) სახელის გატეხა (˂გა˃უტეხს); დისკრედიტირება; 3) დასმენა (˂და˃ასმენს); ცილის დაწამება; შარის მოდება; 4) საუბ. გახმაურება (˂გა˃ახმაურებს), საქვეყნოდ თქმა; ◇ to blow out one's brains შუბლში ტყვიის დახლა; to blow (smb.) a kiss (ვინმესთვის) კოცნის გაგზავნა; to blow hopes / speculations / sky-high, to blow hopes / speculations / to smithereens იმედის ჩაკვლა / მოკვლა; to blow sky-high მაგრად გამოლანძღვა / გაწყრომა; to blow one's hide out ვულგ. გაძღომა, გასკდომა; to blow one's own horn / trumpet / თავის ქება, ტრაბახი; to blow great guns ბობოქრობა, ძლიერი ქროლა (ქარისა, ქარიშხლისა); to blow hot and cold მერყეობა, შეხედულებების ხშირი ცვლა; blow high, blow low რაც (არ) უნდა მოხდეს; to blow the gaff / the gab / სლ. საიდუმლოს გაცემა / წამოცდენა; to blow one's cool წონასწორობის დაკარგვა, თავის ვერ შეკავება; გააფთრება; გაცეცხლება; to blow one's mind ა) აღელვება, აღგზნება; ბ) ჩიხში მომწყვდევა, საგონებელში ჩაგდება; გ) ʘ ნარკოტიკისგან გაბრუებულია / ტრანსშია. [ მოკლე ვერსია ]
|
||||
![]() |
![]() |
|||
| blow² I | blow³ I |
![]() |
მეზობელი სიტყვები |
![]() |
![]() |
||
![]() |
![]() |
![]() |
უკანასკნელი დამატებები |
![]() |
| strip Istrip IIstrip cartoonstrip clubstripestripedstriped bassstriped hyenastriped musclestripeystrip jointstrip lightstrip lightingstriplingstrip map | ||
![]() |
![]() |








მეზობელი სიტყვები






