ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

fire I noun
[ʹfaɪə(r)]
ბეჭდვა

1. 1) ცეცხლი, ალი; to keep up a good fire ძლიერი ცეცხლის შენარჩუნება (შეშის, საწვავის დამატებით); to be on fire ა) ʘ ცეცხლი უკიდია, იწვის; ბ) გადატ. ʘ ძლიერი გრძნობით / მრისხანებით / ენთუზიაზმითაა აღსავსე; to set on fire, to set fire to ა) რაიმესათვის ცეცხლის მოკიდება / წაკიდება; ბ) გადატ. ვინმეში ძლიერი ემოციის, ინტერესის და ა.შ. გამოწვევა / აღძვრა; to catch / to take / fire ა) ʘ ცეცხლი წაეკიდა / მოედო; paper catches fire easily ქაღალდს ადვილად ეკიდება ცეცხლი; ბ) გადატ. ʘ აენთო, აეგზნო (ძლიერი გრძნობით, ინტერესით და ა.შ.); to cook smth. on a slow fire კერძის ნელ ცეცხლზე მომზადება; to strike fire ა) ასანთის ღერის ასანთზე, კვესის ტალზე და ა.შ. ჩამოკვრა ცეცხლის ასანთებად; ბ) გადატ. მძაფრი რეაქციის გამოწვევა; გულში მოხვედრა, წყენინება; to lay the / a / fire ცეცხლის / კოცონის გასაჩაღებლად / დასანთებად შეშის, ნახშირის და მისთ. მომზადება;

2) ღუმელი, ბუხარი; electric fire ელექტროღუმელი; gas fire გაზის ღუმელი; to light the fire, to make up the fire ღუმელში / ბუხარში ცეცხლის დანთება; to stir / to poke / the fire ცეცხლის საჩხრეკით ბუხარში ცეცხლის გაღვივება; to nurse the fire ცეცხლის შენარჩუნება (შეშის / საწვავის დამატებით); to mend the fire ცეცხლის გაძლიერება (შეშის / საწვავის დამატებით), ცეცხლის შეკეთება; to blow the fire ა) ცეცხლის გაღვივება (სულის შებერვით); ბ) გადატ. უკმაყოფილების, მტრობის და ა.შ. გაღვივება;

2. ხანძარი; forest fires ტყეში გაჩენილი ხანძრები; house that has suffered fire ხანძრისგან დაზიანებული სახლი;

3. სიცხე; ანთება; St. Anthony's fire მედ. წითელი ქარი;

fir-cone fire II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0156