Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

yes
[jɛs]
Print
part

1. გამოხატავს 1) თანხმობას / დასტურს დიახ, კი, ჰო; have you read these books? — yes, I have read both წაიკითხეთ ეს წიგნები? — დიახ, ორივე წავიკითხე; do you speak English? — Yes, I do ლაპარაკობთ ინგლისურად? — დიახ;

2) ალტერნატიულ არჩევანს / შესაძლებლობას კი, ჰო; are you coming? yes or no? მოდიხარ თუ არა? categorical answer: yes or no კატეგორიული / გადაწყვეტილი პასუხი — კი ან არა;

3) უარყოფას, გამოთქმული მოსაზრებისადმი სავსებით ან ნაწილობრივ არდათანხმებას: you don't want to go — yes, I do წასვლა არ გინდა, ხომ? — როგორ არ მინდა; we need a new car — yes, but where will we get the money? დროა, ახალი მანქანა ვიყიდოთ. — კი, მაგრამ საჭირო თანხა სად უნდა ვიშოვოთ?

2. არსებ. მნიშვნ. 1) თანხმობა, დადებითი პასუხი, დათანხმება;

2) რისამე მომხრე (კენჭისყრისას);

3) ხმა "მომხრე" (კენჭისყრისას, არჩევნებში და მისთ.); carried with a margin of ten yeses მიღებულია ათი ხმის უპირატესობით;

3. შორისდ. მნიშვნ. გამოხატავს 1) გაკვირვებას, უნდობლობას და ა.შ. რას ამბობ! რას მეუბნები! ნუთუ? ნუთუ მართლა? sorry, I'm late, the bus didn't come — oh yes? ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის, მაგრამ ავტობუსი არ მოვიდა — რას ამბობ, მართლა?

2) რითიმე აღფრთოვანებას: they've scored another goal — yes!!! კიდევ ერთი გოლი გაიტანეს — არის!!!

3) ვისიმე დაძახებაზე, ძახილზე და ა.შ. გამოხმიანებას / გამოხმაურებას დიახ; გისმენთ; yes, madam დიახ, ქალბატონო; waiter! — yes, sir? ოფიციანტო! — გისმენთ, ბატონო;

yes and no ნაწილობრივ, გარკვეულწილად; that's why you gave him a home? — well yes and no მაშ, ამის გამო შეიფარე? — გარკვეულწილად ამის გამოც.

yeomanry yes-man აგრ. yes man

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0444