(
wrote; written)
1. წერა (წერს); დაწერა; please write in pen on both sides of the paper კალმისტრით დაწერეთ, თუ შეიძლება, ფურცლის ორივე მხარეს / ორივე გვერდზე; in some countries children don't start learning to read and write until they are six ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვები წერა-კითხვის სწავლას ექვსი წლის ასაკამდე არ იწყებენ; I haven't got anything to write with არაფერი მაქვს, რითაც შემიძლია დავწერო; ფანქარი ან კალმისტარი თან არ მაქვს; write your name at the top of the paper დაწერეთ თქვენი სახელი ფურცლის თავში; the teacher wrote the answers on the board მასწავლებელმა პასუხები დაფაზე დაწერა / ჩამოწერა; this pen won't write ეს კალმისტარი არ წერს;
2. დაწერა (˂და˃წერს), შექმნა (წიგნისა, სტატიისა, მუსიკისა და სხვა); to write a novel [a song, an essay, a computer programme] რომანის [სიმღერის, ნარკვევის, კომპიუტერული პროგრამის] დაწერა; he hopes to write a book about his experiences one day მას იმედი აქვს, რომ მის მიერ გადატანილი თავგადასავლების შესახებ ოდესმე წიგნს დაწერს; who wrote "Harry Potter"? ვინ დაწერა "ჰარი პოტერი"? he wrote some very famous books მან რამდენიმე ძალზე ცნობილი წიგნი დაწერა;
3. მიწერა (˂მი˃სწერს), წერა (წერილ(ებ)ისა); bye! Don't forget to write ნახვამდის! წერილების მოწერა არ დაგავიწყდეს / მოიწერე ხოლმე; she wrote to him in France ქალმა მას საფრანგეთში მისწერა წერილი; I wrote a letter to the Publicity Department სარეკლამო განყოფილებას წერილი მივწერე; he wrote that he was on his way მან მოიწერა, რომ უკვე გზაში იყო; he wrote me that he would be arriving Monday მომწერა, ორშაბათს ჩამოვალო;
4. (to, onto)
კომპ. ჩაწერა (
˂ჩა
˃წერს)
მონაცემებისა კომპიუტერის მეხსიერებაში;
▭ to write back ვინმესთვის საპასუხო წერილის მიწერა (˂მი˃სწერს); წერილობით პასუხის გაცემა (ვისიმე წერილზე);
to write down 1) ჩაწერა (˂ჩა˃წერს, ˂ჩა˃იწერს); write down the address before you forget it ჩაიწერე მისამართი, სანამ არ დაგვიწყნია;
2) კომერც. ფასის შემცირება (˂შე˃ამცირებს); ღირებულების შემცირება (აქტივებისა, საკუთრებისა და მისთ.);
to write in 1) წერილის მიწერა (˂მი˃სწერს); წერილობით მიმართვა (გაზეთის ან ტელეარხის რედაქციისთვის, კომპანიისთვის და ა.შ.);
2) ამერ. საარჩევნო ბიულეტენში დამატებითი კანდიდატის სახელის ჩაწერა (˂ჩა˃წერს), საკუთარი კანდიდატის სახელის ჩამატება (ითქმის ამომრჩევლის შესახებ);
to write off ჩამოწერა (ჩამოწერს), ანულირება (დავალიანებისა და მისთ.);
to write out 1) ჩამოწერა (ჩამოწერს); დეტალურად ან სრულად რისამე დაწერა / ასახვა / ფორმულირება; to write out a list of tasks დავალებათა სიის ჩამოწერა; all abbreviations are to be written out ყველა აბრევიატურა გაშლილად უნდა დაიწეროს / უნდა გაიშიფროს;
2) გამოწერა (გამოწერს, გამოუწერს) ჩეკისა, რეცეპტისა და მისთ.; to write out a receipt ქვითრის გამოწერა;
3) კინ., ტელევ. პერსონაჟის, მსახიობის (ტელე)სერიალიდან / სცენარიდან ამოღება (ამოიღებს); soon the scriptwriters had to write her out of the series მალე სცენარისტებს სერიალიდან მისი ამოღება მოუხდათ;
to write up რისამე წერილობითი ანგარიშის შედგენა (˂შე˃ადგენს) / დაწერა; რისამე აღწერა, მიმოხილვა (ხშ. ადრე გაკეთებული ჩანაწერების საფუძველზე); I have to write up my report before the meeting სხდომამდე ჩემი მოხსენება უნდა დავწერო / დავამთავრო;
◇ to be written all over one's face ʘ შუბლზე აწერია, სახეზე ახატია (ითქმის ამა თუ იმ განცდის შესახებ); guilt was written all over his face შუბლზე ეწერა / სახის გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ დამნაშავე იყო; nothing (much) to write home about საუბ. ისეთი არაფერი; უმნიშვნელო, ჩვეულებრივი.