1. 1) განხორციელებადი, შესრულებადი, განხორციელება / შესრულება რომ შეიძლება; რეალური, პრაქტიკული; ეფექტიანი, ქმედითი, შედეგის მომტანი / მომცემი; a workable plan განხორციელებადი / რეალური გეგმა; a workable system ქმედითი / ეფექტიანი / შედეგის მომცემი სისტემა; a workable solution პრაქტიკული თვალსაზრისით რეალური / განხორციელებადი გადაწყვეტა (პრობლემისა, საკითხისა); a workable compromise რეალური / შედეგის მომტანი კომპრომისი; a workable peace settlement რეალური / განხორციელებადი / სიცოცხლისუნარიანი სამშვიდობო შეთანხმება;
2) მუშაობისთვის / ფუნქციონირებისთვის გამოსადეგი; მუშა / სამუშაო მდგომარეობაში მყოფი (ითქმის მოწყობილობის, სატრანსპორტო საშუალების, დაწესებულების და მისთ. შესახებ); the only workable boat of the ship was manned გემის ერთადერთი სამუშაო მდგომარეობაში მყოფი / გამოსადეგი ნავი ხალხით შეივსო;
2. დამუშავება რომ შეიძლება, დამუშავებას რომ ექვემდებარება (ითქმის მასალის, ნივთიერების და მისთ. შესახებ); a workable material მასალა, რომლის დამუშავებაც შესაძლებელია; add more water until the dough is workable დაუმატეთ წყალი, სანამ ცომი ადვილად მოსაზელი არ გახდება;
3. დამუშავებისთვის ვარგისი, სამრეწველო მნიშვნელობის მქონე; რენტაბელური (ითქმის საბადოს, შახტის და მისთ. შესახებ).