(
withdrew; withdrawn)
1. უკანვე გაწევა (˂გა˃სწევს) / წაღება (ხელისა, თითისა და სხვა); she withdrew her hand from his მან ხელი უკანვე გასწია / წაიღო და კაცის ხელს მოაშორა;
2. 1) საიდანმე გა(მო)ყვანა (გა˂მო˃იყვანს), წა(მო)ყვანა; რაიმეში მონაწილეობის შეწყვეტინება; the horse had been withdrawn from the race ეს ცხენი რბოლიდან / შეჯიბრებიდან მოხსნილი იყო; both powers withdrew their forces from the region ორივე ქვეყანამ რეგიონიდან თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანა; the UN has withdrawn its troops from the country გაერომ ქვეყნიდან თავისი ჯარები გამოიყვანა [შდრ. აგრ. 6 1) და 2)]; parents have the right to withdraw their children from religious education lessons if they wish სურვილისამებრ, მშობლებს უფლება აქვთ თავიანთი შვილები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ რელიგიური განათლების გაკვეთილებზე არ ატარონ;
2) საიდანმე გა(მო)სვლა (გა˂მო˃ვა); რაიმეში მონაწილეობის შეწყვეტა; there have been calls for Britain to withdraw from the EU გაისმა მოწოდებები, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოსულიყო; UN forces withdrew from the province გაეროს ჯარები პროვინციიდან გავიდა [შდრ. აგრ. 6 1) და 2)]; a knee injury forced her to withdraw from the competition მუხლის ტრავმამ იგი აიძულა შეჯიბრებიდან გამოსულიყო / შეჯიბრებაში მონაწილეობა შეეწყვიტა; the team captain had to withdraw from the match due to injury ტრავმის გამო გუნდის კაპიტანს თამაშიდან გასვლა მოუხდა;
3. ამოღება (˂ამო˃იღებს), მოხსნა (საქონლისა, პროდუქტისა – გაყიდვიდან, ბაზრიდან და მისთ.); the drug was withdrawn from sale after a number of people suffered serious side effects ეს მედიკამენტი გაყიდვიდან ამოიღეს / მოიხსნა მას შემდეგ, რაც არაერთ ადამიანს სერიოზული გვერდითი ეფექტები აღენიშნა; eleven million bottles of water had to be withdrawn from sale due to a health scare ჯანმრთელობისთვის შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით ამტყდარი პანიკის გამო საჭირო გახდა მინერალური წყლის თერთმეტი მილიონი ბოთლის გაყიდვიდან / რეალიზაციიდან ამოღება; the drug has been withdrawn from the market for further tests ეს მედიკამენტი ამოღებულია / მოხსნილია სარეალიზაციო ბაზრიდან შემდგომი ანალიზების ჩასატარებლად;
4. ფულის, თანხის აღება (აიღებს), გა(მო)ტანა, მოხსნა (
საბანკო ანგარიშიდან, ბანკომატიდან და მისთ.); I'd like to withdraw £500 from my current account მინდა ჩემი მიმდინარე ანგარიშიდან 500 გირვანქა სტერლინგი ავიღო / გავიტანო; this credit card allows you to withdraw up to £200 a day from cash dispensers ეს საკრედიტო ბარათი უფლებას გაძლევთ, ბანკომატებიდან დღეში 200 გირვანქა სტერლინგამდე თანხა აიღოთ / გაიტანოთ; normally, you can withdraw up to £50 in cash ჩვეულებრივ, შეგიძლია
ანგარიშიდან ნაღდი ფულით 50 გირვანქა სტერლინგამდე თანხა აიღო / გაიტანო;
5. 1) საკუთარ ნათქვამზე და მისთ. უარის თქმა (იტყვის), უკანვე წაღება (ნათქვამისა, ბრალდებისა და მისთ.); the newspaper has agreed to withdraw its allegations გაზეთი დათანხმდა, მის მიერ გაკეთებული დაუსაბუთებელი განცხადებები უარეყო / უკანვე წაეღო / არასწორად ეღიარებინა; all charges against them were withdrawn after the prosecution's case collapsed ბრალდების ვერსიის მიერ კრახის განცდის შემდეგ მათ ყველა ბრალდება მოუხსნეს; he refused to withdraw his remarks and was expelled from the Party მან უარი განაცხადა თავისი შენიშვნების უარყოფაზე / უკანვე წაღებაზე და პარტიიდან იქნა გარიცხული;
2) უკანვე წაღება (წაიღებს), დარღვევა (მიცემული სიტყვისა, დაპირებისა, ადრე გაკეთებული შეთავაზებისა და სხვა); აღარმიცემა (რაიმე დაპირებულისა, შეთანხმებულისა და მისთ.); he withdrew his support for our campaign მან ჩვენი კამპანიის შემდგომ მხარდაჭერაზე უარი განაცხადა / ჩვენი კამპანიის მხარდაჭერა შეწყვიტა; one of the minority parties has withdrawn its support for the Chancellor ერთ-ერთმა მცირერიცხოვანმა ოპოზიციურმა პარტიამ კანცლერის მხარდაჭერა შეწყვიტა / შემდგომ მხარდაჭერაზე უარი განაცხადა; after much persuasion he agreed to withdraw his resignation ბევრი დარწმუნების შემდეგ, იგი გადადგომის შესახებ განაცხადის უკუგამოხმობაზე დათანხმდა / დათანხმდა, არ გადამდგარიყო; a government decision to withdraw funding მთავრობის გადაწყვეტილება დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე; workers have threatened to withdraw their labour მუშები დაიმუქრნენ, რომ მუშაობას შეწყვეტდნენ / გაიფიცებოდნენ;
6. სამხ. 1) უკან დახევა (˂და˃იხევს), უკან დაწევა (გეგმური მანევრის ფარგლებში; უკეთესი პოზიციების დასაკავებლად და მისთ.); the enemy withdrew across the border მოწინააღმდეგემ უკან დაიხია და საზღვრის მიღმა დაბრუნდა;
2) იძულებით უკუქცევა (უკუიქცევა), უკან დახევა (მოწინააღმდეგის ზეწოლის ქვეშ) [შდრ. აგრ. 2 1) და 2)];
7. ნარკოტიკისთვის თავის დანებება (˂და˃ანებებს); for the cocaine user, it is possible to withdraw without medication კოკაინის მომხმარებლისთვის შესაძლებელია ამ ნარკოტიკისთვის მკურნალობის გარეშე თავის დანებება;
8. 1) განმარტოება (განმარტოვდება), განცალკევებულ ადგილას გასვლა; they withdrew to their rooms for a siesta თავ-თავიანთ ოთახებში განმარტოვდნენ / გავიდნენ სიესტის გასატარებლად / შუადღეს დასასვენებლად; we withdrew to the garden for a private talk ბაღში გავედით კერძო საუბრისათვის; after lunch, we withdrew into her office to finish our discussion in private ლანჩის შემდეგ მის ოფისში განვმარტოვდით / შევედით ჩვენი საქმიანი საუბრის ვიწრო წრეში / პრივატულ სიტუაციაში დასასრულებლად;
2) ხალხს, საზოგადოებას (ჩა)მოცილება (˂მო˃სცილდება, ˂ჩამო˃სცილდება) / ჩამოშორება, ხალხთან, ნაცნობებთან ურთიერთობის შეწყვეტა; საკუთარ თავში ჩაკეტვა; he has withdrawn from the other kids იგი სხვა ბავშვებს ჩამოსცილდა / სხვა ბავშვებთან აღარ ურთიერთობს; following his nervous breakdown, he withdrew from public life and refused to give any interviews გადატანილი ნერვული მოშლილობის შემდეგ იგი საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორდა და ყოველგვარი ინტერვიუების მიცემაზე უარს აცხადებდა; she's beginning to withdraw into herself იგი საკუთარ თავში ჩაკეტვას იწყებს / თანდათან საკუთარ თავში იკეტება; many depressed people just withdraw into themselves ბევრი ისეთი ადამიანი, ვისაც დეპრესია აწუხებს, უბრალოდ საკუთარ თავში იკეტება ხოლმე; as a child, she frequently withdrew into her own fantasy world ბავშვობაში იგი ხშირად აფარებდა თავს საკუთარ წარმოსახვით სამყაროს;
9. წიგნ. რისამე (რაიმედან) ამოღება (˂ამო˃იღებს); she withdrew a document from her briefcase ქალმა თავისი პორტფელიდან დოკუმენტი / საბუთი ამოიღო; she prised open the lid and withdrew a slim diamond ring მან თავსახური ბერკეტით გახსნა / გატეხა და კოლოფიდან ბრილიანტის ნატიფი ბეჭედი ამოიღო.