Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

wipe II verb
[waɪp]
Print
1) გაწმენდა (˂გა˃წმენდს, ˂გა˃იწმენდს); გამშრალება; please wipe your feet on the mat თუ შეიძლება, ფეხები ფეხსაწმენდ ტილოზე გაიწმინდეთ; he wiped his hands on a clean towel ხელები სუფთა პირსახოცით გაიმშრალა; she was sniffing and wiping her eyes with a tissue იგი ცხვირს ასრუტუნებდა და თვალებს ქაღალდის ხელსახოცით იწმენდდა / იმშრალებდა; he wiped his plate clean with a piece of bread მან თავისი თეფში პურის ნატეხით მოასუფთავა;

2) რისამე მოწმენდა (˂მო˃წმენდს, ˂მო˃იწმენდს), მოცილება, მოშორება (ქსოვილის ნაჭრით, ხელით და სხვა); he wiped the sweat from his forehead მან შუბლიდან ოფლი მოიწმინდა; she wiped off her make-up ქალმა სახიდან გრიმი / მაკიაჟი მოიწმინდა / მოიცილა; wipe that stupid smile off your face ხატოვნ. მოიშორე სახიდან ეგ სულელური ღიმილი;

to wipe off წაშლა (˂წა˃შლის) მაგნიტური ჩანაწერისა, ინფორმაციისა; you must have wiped off that programme I recorded ეტყობა ის პროგრამა / გადაცემა წაგიშლია, მე რომ ჩავიწერე; somebody has wiped all the tapes ვიღაცას ყველა ფირი წაუშლია;

to wipe out 1) პირწმინდად განადგურება (˂გა˃ანადგურებს), ლიკვიდირება; აღგვა პირისაგან მიწისა; the company has been almost wiped out ასეული თითქმის მთლიანად არის განადგურებული; whole villages were wiped out by the earthquake მიწისძვრამ მთელი სოფლები აღგავა პირისაგან მიწისა; a campaign to wipe out malaria მალარიის ლიკვიდაციის კამპანია;

2) დაფარვა (˂და˃ფარავს), გასტუმრება; გადახდა (ვალისა და მისთ.); he's wiped out the debt მან ვალი გაისტუმრა / დაფარა;

3) საუბ. ძლიერ დაღლა (˂და˃ღლის), დაქანცვა; სიქის გაცლა; all that travelling has wiped her out ამდენმა მოგზაურობამ დაქანცა / სიქა გააცალა მას [იხ. აგრ. wiped out და wipeout].

wipe I wiped out

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0077