(wound)
1. ʘ მიიკლაკნება; მიხვეულ-მოხვეულია (ითქმის გზის, მდინარის და მისთ. შესახებ); the path wound among olive trees ბილიკი ზეთისხილის ხეებს შორის მიიკლაკნებოდა; the river winds its way between two meadows მდინარე ორ მდელოს შორის მიიკლაკნება; a winding road მიხვეულ-მოხვეული გზა; a winding staircase ხვეული / სპირალური კიბე;
2. დახვევა (˂და˃ახვევს; ˂და˃ეხვევა); შემოხვევა; he wound the wool into a ball მან შალის ძაფისგან გორგალი დაახვია; wind the bandage around your finger თითზე ბინტი / დოლბანდი შემოიხვიე; large vines wound round every tree ყოველ ხეს ვაზის დიდი ღეროები შემოხვეოდა;
3. (up) დაქოქვა (˂და˃ქოქავს), მომართვა (საათისა და მისთ.); he had forgotten to wind his watch მას თავისი საათის დაქოქვა დავიწყებოდა; it was one of those old-fashioned gramophones that winds up ეს ერთ-ერთი იმ ძველებურ გრამოფონთაგანი იყო, რომლებიც იქოქება;
4. გადახვევა (
˂გადა
˃ახვევს)
მაგნიტოფონის და მისთ. ფირისა; he wound the tape back to the beginning მან ფირი უკანვე,
ჩანაწერის დასაწყისისკენ გადაახვია; can you wind the video back a little way, I want to see that bit again თუ შეიძლება, ვიდეოფირი ცოტათი უკან გადაახვიე, იმ ნაწყვეტის / ადგილის ნახვა კიდევ ერთხელ მინდა;
5. დატრიალება (˂და˃ატრიალებს), რამდენჯერმე მოტრიალება; you operate the trapdoor by winding this handle ლიუკის გაღება და დაკეტვა ამ სახელურის დატრიალებით შეიძლება;
6. ჯალამბრის მეშვეობით რისამე აწევა (ასწევს) ან გაწევა / გაქაჩვა;
▭ to wind down 1) საუბ. დასვენება (˂და˃ისვენებს); დაწყნარება, დამშვიდება (დაღლილობის ან სტრესის შემდეგ); I find it difficult to wind down after a day at work სამსახურში გატარებული დღის შემდეგ დასვენება / მდგომარეობიდან გამოსვლა მიჭირს ხოლმე;
2) დახურვა (˂და˃ხურავს), თანდათანობით დასრულება, შეწყვეტა (ამა თუ იმ პროექტისა, საქმიანობისა და მისთ.); the government is winding down its nuclear programme მთავრობა თავის ბირთვულ პროგრამას ხურავს;
3) ჩა(მო)წევა (˂ჩა˃სწევს, ˂ჩამო˃სწევს), გაღება (ავტომანქანის ფანჯრის მინისა და მისთ.); can I wind my window down? შეიძლება, ჩემი ფანჯარა ჩამოვწიო?
to wind up 1) დახურვა (˂და˃ხურავს), ლიკვიდირება (საწარმოსი, კომპანიისა);
2) დამთავრება (˂და˃ამთავრებს), დასრულება (სიტყვით გამოსვლისა, კრებისა და მისთ.); the speaker was just winding up when the door was flung open ორატორი სწორედ თავის გამოსვლას ამთავრებდა, როდესაც უეცრად კარი ფართოდ გაიღო; if we all agree, let's wind up the discussion თუ ყველანი თანახმანი ვართ, მოდით მსჯელობა დავასრულოთ;
3) საუბ. ამა თუ იმ ბოლომდე მისვლა (მივა); ამა თუ იმ მდგომარეობაში აღმოჩენა / მოხვედრა; if you take risks like that you'll wind up dead თუ ასეთ რისკს გასწევ ხოლმე, ეს სიკვდილამდე მიგიყვანს / ერთხელაც იქნება დაიღუპები; he wound up in jail ბოლოს და ბოლოს ციხეში ამოყო თავი / მოხვდა; I wound up wishing I'd never come ბოლოს უკვე იქამდე მივედი, რომ ვფიქრობდი, ნეტავ საერთოდ არ მივსულიყავი-მეთქი;
4) ვისიმე გაღიზიანება (˂გა˃აღიზიანებს), განერვიულება; განზრახ ნერვების მოშლა ვინმესთვის; they're only winding you up უბრალოდ ცდილობენ გაგაღიზიანონ / ნერვები მოგიშალონ;
5) აწევა (ასწევს), დახურვა, დაკეტვა (ავტომანქანის ფანჯრის მინისა და მისთ.); could you wind the window up, please? თუ შეიძლება, ფანჯარა ასწიე / დახურე.