1. ქარი; a cold wind from the north ჩრდილოეთის ცივი ქარი; the wind is getting up ქარი ძლიერდება; the wind has dropped ქარმა იკლო; the high winds brought down two aerials ძლიერმა ქარებმა ორი ანტენა მოგლიჯა; the trees were swaying in the wind ხეები ქარში ირხეოდნენ;
2. მედ. გაზ(ებ)ი, აირ(ებ)ი (კუჭ-ნაწლავში); მეტეორიზმი; I can't eat beans, they give me wind ლობიოს ვერ ვჭამ, გაზებს მიჩენს;
3. სუნთქვა, სული; I need time to get my wind back after that run დრო მჭირდება, რათა სული მოვითქვა / სუნთქვა აღვიდგინო ამ სირბილის შემდეგ; he kicked Gomez in the stomach, knocking the wind out of him მან მუცელში ფეხი ჩაარტყა გომესს, რისგანაც ამ უკანასკნელს სუნთქვა შეეკრა; second wind მეორე სუნთქვა, ახალი ენერგია (აგრ. გადატ.);
4. აგრ. pl მუს. სასულე / ჩასაბერი საკრავები (
ორკესტრში); music for wind and strings მუსიკა სასულე და სიმებიანი საკრავებისთვის; the wind played beautifully სასულე საკრავებმა შესანიშნავად დაუკრეს;
⌇ wind instrument მუს. სასულე / ჩასაბერი საკრავი;
◇ to get wind of smth. საუბ. რისამე გაგება / შეტყობა; რაიმესთვის ყურის მოკვრა (განსაკ. ითქმის რაიმე საიდუმლოს / ფარულის შესახებ); to get the wind up (about smth.) სლ. შეშინება, დაფრთხობა (რაიმესაგან); to have the wind up (about smth.) სლ. ʘ შეშინებულია, დამფრთხალია (რაიმესაგან); ეშინია (რისამე); to put the wind up smb. სლ. ვისიმე შეშინება, დაფრთხობა; like the wind ძალზე სწრაფად, ქარივით; she ran like the wind down the stairs to escape გასაქცევად ქარივით / თავქუდმოგლეჯილმა ჩაირბინა კიბეებზე; a wind / the winds / of change ცვლილებების ქარი; a wind of change was blowing through the banking world საბანკო სამყაროში ცვლილებების ქარი უბერავდა / ქროდა; to be in the wind ʘ ჰაერში ტრიალებს; მზადდება; მალე უნდა მოხდეს; what's in the wind now? რა ისმის? რა ხდება? რა არის მოსალოდნელი? reorganization's in the wind. I can smell it რეორგანიზაცია მზადდება. გული მიგრძნობს.