1. ათქვეფა (ათქვეფს), ადღვება (კვერცხისა, ნაღებისა და ა.შ.); whisk the egg whites until stiff ათქვიფეთ კვერცხის ცილა მანამდე, სანამ არ გამაგრდება;
2. 1) სწრაფად / უეცრად რისამე, ვისიმე აღება (აიღებს) / აყვანა, სადმე წაღება / წაყვანა, საითკენმე გაქანება; the taxi whisked us to the airport ტაქსიმ აეროპორტისკენ გაგვაქანა; he whisked her off to Paris for a few days მან ქალი რამდენიმე დღით პარიზში გააქანა; the waiter whisked away the plates before we had finished სანამ ჭამას მოვრჩებოდით, ოფიციანტმა თეფშებს ხელი დაავლო და გაარბენინა;
2) სწრაფად / მსუბუქად მოძრაობა (მოძრაობს), სწრაფად საითკენმე წასვლა / გაშურება; გავარდნა, გაქანება; to whisk downstairs for a drink სასმლის დასალევად კიბეებზე ჩარბენა; he whisked into the house იგი სახლში შევარდა; she whisked out of the room ქალი ოთახიდან გავარდა / სწრაფად გავიდა.