Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

which pronoun
[wɪtʃ]
Print
ზმნ. მხ. და მრ. რ.

inter პირდაპირ კითხვებში 1) რომელი? (ამა თუ იმ რაოდენობიდან); which did you find? მათგან რომელი იპოვე? which would you like best? მათგან ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ? which is more – fifty or fifteen? რომელი უფრო მეტია – ორმოცდაათი თუ თხუთმეტი? which is your desk [bag]? რომელია შენი საწერი მაგიდა [ჩანთა]? which would you like, coffee or tea? რა / რომელი გნებავთ, ყავა თუ ჩაი? which is mine? The smaller one? ჩემი რომელია? უფრო პატარა?

2) : which of რომელი? (რამდენიმე საგნიდან ან პირიდან); which of the desserts did you have? რომელი დესერტი მიირთვით? which of the two is better? ამ ორიდან რომელია უკეთესი? which of the patients have recovered? პაციენტთაგან რომლები / რომელი პაციენტები გამოჯანმრთელდნენ? which of the suspects murdered him? რომელმა ეჭვმიტანილმა მოკლა იგი?

conj (ირიბ კითხვებში და დამოკიდებულ წინადადებებში) რომელი; will you advise which to take? ხომ არ მირჩევდით, რომელი ავიღო? of these two I do not know which to prefer ამ ორიდან არ ვიცი, რომელი ვარჩიო; she was sure it was one of them, but was not sure which ქალი დარწმუნებული იყო, რომ ეს ერთ-ერთი მათგანი იყო, მაგრამ იმაში აღარ იყო დარწმუნებული, თუ რომელი; I cannot tell for which of his virtues it was ვერ მოგახსენებთ, მისი რომელი ღირსების / დადებითი თვისების წყალობით იყო ეს; I don't know which of us was the more scared არ ვიცი, ჩვენგან რომელი იყო უფრო შეშინებული;

rel 1) რომელიც; houses which overlook the lake cost more სახლები, რომლებიც ტბას გადაჰყურებენ, მეტი ღირს; did you see the letter which came today? ნახე წერილი, რომელიც დღეს მოვიდა? cars which use unleaded petrol are more eco-friendly მანქანები, რომლებიც არაეთილირებულ ბენზინს იყენებენ, ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხოა; the situation in which he found himself was very difficult სიტუაცია, რომელშიც იგი აღმოჩნდა, მეტად რთული იყო; these are principles which we all believe in ეს ის პრინციპებია, რომლებიც ჩვენ ყველას გვწამს; it was a crisis for which she was totally unprepared ეს ისეთი კრიზისი იყო, რომლისთვისაც იგი სრულებით მოუმზადებელი გახლდათ;

2) რომელიც; როგორიც; რაც; he looked like a war veteran, which indeed he was იგი ჰგავდა ომის ვეტერანს, რომელიც / რაც იგი სინამდვილეში იყო კიდევაც; when, which happened every day, they forgot their disguises for a while, they talked quite freely როდესაც, რაც ყოველდღე ხდებოდა, მათ თავიანთი თვალთმაქცობა ცოტა ხნით ავიწყდებოდათ, ისინი საკმაოდ თავისუფლად / თამამად ლაპარაკობდნენ; when drunken, which he often was ... სიმთვრალეში, რა მდგომარეობაშიც იგი ხშირად იყო ...;

3) იხმ. დამოკიდებული წინადადების ქვემდებარედ რაც; რამაც; one of the boys kept laughing, which annoyed her intensely ერთ-ერთი ბიჭი განუწყვეტლივ იცინოდა, რაც ქალს ძალზე აღიზიანებდა; he ran out of petrol, which delayed him considerably მას ბენზინი გაუთავდა, რამაც იგი მნიშვნელოვნად შეაყოვნა / დააგვიანა; he died of cancer, which is what I predicted იგი კიბოსგან გარდაიცვალა, რაც სწორედ ის გახლავთ, რაც მე ვიწინასწარმეტყველე; I am a wise fellow, and which is more, a householder მე ჭკვიანი კაცი ვარ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია / გარდა ამისა, სახლის მფლობელი;

ზედს. მნიშვნ.

1. პირდაპირ კითხვებში რომელი? რა? which book are you looking for? რომელ / რა წიგნს ეძებ? which hand do your write with? რომელი ხელით წერ? which way is the wind blowing? საით / რა მიმართულებით უბერავს ქარი? (აგრ. გადატ.) [იხ. აგრ. way¹ I ]; which way did he go? საითკენ / რომელი მიმართულებით წავიდა იგი? which house did you want to buy? რომელი სახლის ყიდვა გსურდათ?

2. (ირიბ კითხვებში და დამოკიდებულ წინადადებებში) 1) რომელი; she asked me which book I preferred იგი შემეკითხა, რომელი წიგნი მერჩივნა / უფრო მომწონდა; say which car you like best თქვი, რომელი მანქანა მოგწონს ყველაზე მეტად; I wondered which apples were cheaper მაინტერესებდა / მსურდა გამეგო, რომელი ვაშლები იყო უფრო იაფი;

2) რომელი ... -ც; რა ... -ც; a 5 x 4 camera, which size is now the most popular 5 x 4-ზე ფორმატის კამერა, რომელი ზომაც ახლა ყველაზე უფრო პოპულარულია; it rained all night and all day, during which time the ship broke in pieces მთელი ღამე და მთელი დღე იწვიმა, რის დროსაც გემი ნაწილებად დაიმსხვრა; she may have missed the train, in which case she won't arrive for another hour შეიძლება მას მატარებელზე დააგვიანდა, რა შემთხვევაშიც იგი კიდევ ერთი საათის განმავლობაში ვერ ჩამოვა; that this city is a rebellious city [...] for which cause was this city destroyed ბიბლ. რომ ეს ქალაქი მოჯანყე [...] ქალაქია [...], რისთვისაც განადგურებული იქნ(ებ)ა ეს ქალაქი;

3) ნებისმიერი; რომელი ... -ც; bring which book you want მოიტანე რომელი წიგნიც გინდა; take which of these books you please აიღეთ ნებისმიერი ეს წიგნი, რომელიც გნებავთ; it will not fit, turn it which way you like საითაც / როგორც გინდა მოატრიალე, მაინც არ მოერგება;

შესიტყვებებში: after which, upon which რის შემდეგაც; he was educated at the local grammar school, after which he went on to Cambridge მან განათლება ადგილობრივ საშუალო კლასიკურ სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა კემბრიჯში განაგრძო;

which is which რომელი რომელია (ითქმის ორი პირის ან საგნის ერთმანეთისგან განსხვავებისას / გარჩევისას); the twins are so alike I can't tell which is which ეს ტყუპები ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ ვერ გამირჩევია, რომელი რომელია.

whey whichever

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0620