1. ბორბალი, თვალი (ავტომანქანისა და მისთ.); front [rear / back /] wheel წინა [უკანა] ბორბალი / თვალი; aluminium wheel ავტ. ალუმინის ბორბალი / დისკო; the mine damaged the front wheels of the truck ნაღმმა სატვირთო მანქანის წინა ბორბლები / თვლები დააზიანა;
2. 1) საჭე, საჭის ბორბალი / თვალი (განსაკ. ავტომანქანისა); at / behind / the wheel მანქანის საჭესთან; this is the first time I've sat behind the wheel since the accident ავარიის შემდეგ საჭესთან პირველად დავჯექი; do you want to take the wheel now? გინდა საჭესთან დაჯდე / მანქანა წაიყვანო? the driver must have fallen asleep at the wheel მძღოლს ეტყობა საჭესთან ჩაეძინა;
2) ზღვ. შტურვალი (გემისა);
3. pl საუბ. მანქანა, ავტომობილი; she's got wheels now ახლა მას მანქანა ჰყავს;
4. 1) სამეთუნეო ჩარხი / მორგვი (
დოქების, ქოთნების და სხვა კერამიკული ნაწარმის დასამზადებლად; აგრ. potter's wheel);
2) სამეთუნეო ჩარხის / მორგვის ჰორიზონტალური მბრუნავი დისკო (რომელზეც თიხას დებენ და დოქები, ქოთნები და ა.შ. ამოჰყავთ);
5. ტექ. თვლის / დისკოს მსგავსი დეტალი (ქარგოლი, დოლი, მქნევარა და მისთ.);
6. = wheel animal;
⌇ wheel bolt [nut] ავტ. თვლის / ბორბლის ჭანჭიკი [ქანჩი]; wheel changing ავტ. თვლის / ბორბლის გამოცვლა; wheel cover / trim / ავტ. თვლის ხუფი, საბურავის დისკოს ხუფი; wheel wrench ავტ. თვლის / ბორბლის ქანჩის გასაღები.