Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

weather II verb
[ʹwɛðə(r)]
Print

1. 1) ამინდის ან ატმოსფერული ზემოქმედების შედეგად ფერის, ფორმის და მისთ. შეცვლა (˂შე˃ცვლის, ˂შე˃უცვლის); გახუნება; გამოფიტვა; her face was weathered by the sun მისი სახე მზისგან იყო გარუჯული; rock is weathered by the action of ice and changes in temperature კლდე ყინულისა და ტემპერატურული ცვლილებების ზემოქმედებისაგან არის გამოფიტული / დამსკდარი;

2) ამინდის ან ატმოსფერული ზემოქმედების შედეგად ფერის, ფორმის და მისთ. შეცვლა (˂შე˃იცვლის, ˂შე˃ეცვლება); გახუნება; გამოფიტვა; this brick weathers to a warm pinkish-brown colour ეს აგური, როდესაც მზის, წვიმის ზემოქმედებისგან ხუნდება, მოვარდისფრო-ყავისფერი ხდება; the walls of the barn had weathered ფარდულის კედლები მზისა და წვიმის ზემოქმედებისაგან გამომშრალიყო და დამსკდარიყო; the paint on the outside walls has weathered badly საღებავი გარე კედლებზე ძლიერ არის გახუნებული და დამსკდარი ამინდის ზემოქმედების შედეგად;

3) ამინდის ან ატმოსფერული ზემოქმედების გაძლება (˂გა˃უძლებს); canvas that weathers well ბრეზენტი, რომელიც ატმოსფერულ / წვიმისა და მზის ზემოქმედებას კარგად უძლებს; a house paint that weathers well სახლის საღებავი, რომელიც ატმოსფერულ ზემოქმედებას კარგად უძლებს;

2. გადატანა (გადაიტანს), გაძლება (კრიზისისა, საფრთხისა და მისთ.); the ship weathered the storm გემმა ქარიშხალს / შტორმს გაუძლო; Northern Ireland weathered the recession better than any other region in the UK ჩრდილოეთმა ირლანდიამ ეკონომიკური რეცესია დიდი ბრიტანეთის ყველა სხვა რეგიონზე უკეთ გადაიტანა;

to weather in ცუდი ამინდის გამო შეფერხება (˂შე˃აფერხებს; ˂შე˃ფერხდება), მოძრაობაში ან მოქმედებაში ხელის შეშლა; the squadron is weathered in because of dense fog სქელი ნისლის გამო ესკადრილიის თვითმფრინავებს ფრენები აუკრძალეს; such a storm will weather the fleet in ამგვარი შტორმი ფლოტს ცურვის საშუალებას არ მისცემს.

weather I weather balloon

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0663