4. გაცვეთა (
˂გა
˃ცვეთს;
˂გა
˃ცვდება), ცვეთა; to wear the clothes to rags გაცვეთისგან /
ხშირი ხმარებისგან ტანსაცმლის ნაფლეთებად ქცევა; you've worn a hole in your sock შენი წინდა ისე გაგიცვეთია, რომ ნახვრეტი აქვს გაჩენილი; the carpets are starting to wear ხალიჩები უკვე ცვდება / იცრიცება; the wheel bearings have worn over the years, which is what's causing the noise დროთა განმავლობაში ბორბლის საკისრები გაცვდა და ხმაურსაც ეს იწვევს; the stones have been worn smooth by the constant flow of water ქვები წყლის მუდმივი ნაკადისაგან გაპრიალებულია;
5. 1) ʘ ამა თუ იმგვარი სატარებელია, სახმარია; ხანგრძლივ ტარებას / ხმარებას უძლებს; his suit wears well მისი კოსტიუმი ტარებას კარგად უძლებს / ადვილად არ ცვდება; a carpet that seems to wear well ხალიჩა, რომელიც, როგორც ეტყობა, ხმარებას კარგად უნდა უძლებდეს / ადვილად არ უნდა ცვდებოდეს; a fabric that will wear ქსოვილი, რომელიც ხმარებას დიდხანს გაუძლებს / დიდხანს არ გაცვდება; this coat will wear for years ამ პალტოს ტარება წლობით იქნება შესაძლებელი; ეს პალტო მრავალი წელი არ გაცვდება; this material wears well ეს მასალა გამძლეა;
2) გადატ. შენახვა (˂შე˃ინახება), გაძლება (დროისთვის, ასაკისთვის); a friendship that wears well მტკიცე მეგობრობა; მეგობრობა, რომელიც დროის გამოცდას წარმატებით უძლებს; the classics wear well კლასიკას დროის არ ეშინია; კლასიკა მარადიულია; he's worn well იგი კარგად არის შენახული / ასაკის მიუხედავად კარგად გამოიყურება;
6. 1) დაღლა (˂და˃ღლის), დაქანცვა; both warriors, worn by toil and travel, were soon fast asleep შრომისა და მგზავრობისაგან დაქანცულ ორივე მებრძოლს მალე ღრმად ჩაეძინა; to wear to death საშინლად ვისიმე დაღლა, ვინმესთვის ქანცის გაწყვეტა;
2) გამოლევა (გამოლევს), ამოწურვა (რისამე მარაგისა); your incessant criticism has worn my patience შენმა გაუთავებელმა კრიტიკამ მოთმინება გამომილია / მოთმინების ფიალა ამივსო;
7. უპირატ. პოეტ. 1) ნელა, ერთფეროვნად გასვლა (გავა), სვლა, დინება (ითქმის დროის შესახებ); the day wears towards its close დღე ბოლოსაკენ მიიწევს / იწურება; the year was far worn towards winter ზამთარი მოახლოებული იყო;
2) დროის (გა)ტარება (˂გა˃ატარებს), გაყვანა (განსაკ. მოსაწყენ / ერთფეროვან ვითარებაში); to wear the day დღის გატარება (რაიმე საქმიანობაში და მისთ.); to wear inglorious life უღირსად ცხოვრება; ʘ უღირს / სამარცხვინო ცხოვრებას ეწევა;
8. (ჩვეულ. უარყოფით წინადადებებში) საუბ. რაიმეს შეგუება (˂შე˃ეგუება), რისამე მოთმენა, რაიმეს დათანხმება; რისამე ნების მიცემა / დაშვება; the environmental health people wouldn't wear it გარემოს დამცველები ამას არ მოითმენენ / არ დაეთანხმებიან; your mates wouldn't wear it შენი ამხანაგები ამას არ მოითმენენ / არ შეეგუებიან; he won't wear that argument იგი ამ არგუმენტს არ მიიღებს; I'd ask my boss for some time off but I don't think she'd wear it შემიძლია, ჩემს უფროსს ხანმოკლე დროით შვებულება ვთხოვო, მაგრამ არა მგონია, დამთანხმდეს / ამის ნება მომცეს;
▭ to wear away 1) გაცვეთა (˂გა˃ცვეთს; ˂გა˃ცვდება); the leather is starting to wear away at the seams ტყავი ნაკერებზე გაცვეთას იწყებს; the steps had been worn away by the feet of thousands of pilgrims საფეხურები ათასობით პილიგრიმის / მომლოცველის ფეხებისგან იყო გაცვეთილი;
2) წაშლა (˂წა˃შლის; ˂წა˃იშლება); წარხოცვა, მოცილება; მოსპობა, გაქრობა (ხეხვით, ცვეთით, ხშირი გამოყენებით და მისთ.); letters on the stone worn away by weathering ქვაზე ამოკვეთილი ასოები, რომლებიც ატმოსფერული ზემოქმედებისაგან წაშლილა; the wind had worn the soil away ნიადაგი ქარს ჰქონდა წაღებული; most of the grass had already been worn away by the spectators ბალახის საფრის უმეტესი ნაწილი უკვე მაყურებლების მიერ იყო გადაქელილი / განადგურებული;
3) ნელა, ერთფეროვნად გასვლა (გავა), სვლა, დინება (ითქმის დროის შესახებ); the long winter wore away გრძელი ზამთარი გადიოდა / დასასრულს უახლოვდებოდა;
4) დროის (გა)ტარება (˂გა˃ატარებს), გაყვანა (განსაკ. მოსაწყენ / ერთფეროვან ვითარებაში);
5) დაღლა (˂და˃ღლის; ˂და˃იღლება), დაქანცვა;
to wear down 1) გაცვეთა (˂გა˃ცვეთს; ˂გა˃ცვდება); the heels on these shoes have worn right down ამ ფეხსაცმელებს ქუსლები ძლიერ გასცვეთია; notice how the tread on this tyre has worn down ნახე, როგორ გაცვეთილა ამ საბურავის პროტექტორი;
2) ხეხვით, რეცხვით, ხშირი გამოყენებით და მისთ. (თანდათან) განადგურება (˂გა˃ანადგურებს; ˂გა˃ნადგურდება), დანგრევა; წარხოცვა; გამოფიტვა; ეროდირება, ეროზიის განცდა ან გამოწვევა; wind and water slowly wore down the mountain's jagged edges ქარი და წყალი ნელ-ნელა ანგრევდა / ფიტავდა მთის დაკბილულ ქიმებს; the track has been worn down in part to bare rock ალაგ-ალაგ გზა ისე არის წარეცხილი, რომ შიშველი კლდის ქანები ჩანს; mountains are wearing down with each passing second მთები ყოველ წამთან ერთად იფიტება / ეროზიას განიცდის;
3) დასუსტება (˂და˃ასუსტებს), დაქანცვა; ნებისყოფის ან წინააღმდეგობის უნარის დაკარგვინება; it was clear he was being worn down by the rumours over his future ნათელი იყო, რომ ჭორები მისი მომავლის თაობაზე ემოციურად ღლიდა / ნებისყოფას უსუსტებდა მას; they wore him down with constant arguments until he changed his mind გამუდმებული დავა-კამათით ისე დაქანცეს, რომ ბოლოს და ბოლოს აზრი შეაცვლევინეს; her persistence paid off and she eventually wore me down მისმა შეუპოვრობამ შედეგი იქონია და მან საბოლოოდ ჩემი დაყოლიება შეძლო;
to wear off 1) თანდათან გაქრობა (˂გა˃ქრება), გასვლა; ძალის ან ქმედითობის დაკარგვა; the effects of the drug will soon wear off წამლის / მედიკამენტის ზემოქმედება მალე გაივლის; წამალი / მედიკამენტი მალე შეწყვეტს მოქმედებას; the drug wore off წამალმა / მედიკამენტმა ძალა დაკარგა; წამალი / მედიკამენტი აღარ მოქმედებს; the pain will wear off in an hour ტკივილი ერთ საათში დაცხრება / გაივლის;
2) გაცვეთა (˂გა˃ცვეთს; ˂გა˃ცვდება); წაშლა; წარხოცვა, მოცილება, გადახეხვა;
to wear on თანდათან ან ერთფეროვნად გასვლა (გავა), სვლა (ითქმის დროის შესახებ); the year wore on წელიწადი გადიოდა; as the evening wore on, she became more and more nervous საღამოს, რაც მეტი დრო გადიოდა, იგი სულ უფრო და უფრო ნერვიული ხდებოდა; I was feeling more tired as the night wore on რაც ღამე გადიოდა, მე სულ უფრო და უფრო მეტ დაღლილობას ვგრძნობდი;
to wear out 1) გაცვეთა (˂გა˃ცვეთს; ˂გა˃ცვდება); he wore out two pairs of shoes last year შარშან მან ორი წყვილი ფეხსაცმელი გაცვითა; my boots are beginning to wear out ჩემი ფეხსაცმელები უკვე ცვდება; he travels so much he actually wears out suitcases ხუმრ. იგი იმდენს მოგზაურობს, რომ პირდაპირ ჩემოდნებს ცვეთს / ჩემოდნებიც კი ვეღარ უძლებს;
2) დაღლა (˂და˃ღლის), დაქანცვა; the kids have totally worn me out ბავშვებმა საშინლად დამღალეს / სიქა გამაცალეს; an hour of this wandering wore him out ამ ერთსაათიანმა უმიზნო სიარულმა იგი დაღალა / დაქანცა; to wear oneself out ʘ თავს დაიღლის / დაიქანცავს, სიქას გაიცლის; დაიღლება, დაიქანცება;
3) გამოლევა (გამოლევს; ˂გამო˃ილევა); his patience wore / was worn / out მას მოთმინება გამოელია;
4) = to wear away 2);
5) გაძლება (˂გა˃უძლებს), გადატანა; to wear out a storm ქარიშხლის გაძლება / გადატანა;
6) თანდათან ან ერთფეროვნად გასვლა (გავა), სვლა (ითქმის დროის შესახებ); and so the week wore out, in dull and stupefied despair აი, ასე გადიოდა კვირა მონოტონურ და სულის დამამძიმებელ სასოწარკვეთილებაში;
7) დროის (გა)ტარება (˂გა˃ატარებს), გაყვანა (განსაკ. მოსაწყენ / ერთფეროვან ვითარებაში); to wear out a life of solitude მარტოობაში ცხოვრება;
◇ to wear the trousers / ამერ. the pants / ხშ. კიცხვ. ოჯახის მართვა, ოჯახის უფროსობა (უპირატ. ითქმის ქალის შესახებ); to wear thin ა) გაცვეთა, გაცრეცა, ხშირი ხმარებისგან გათხელება; his jeans have worn thin at the knees მისი ჯინსები მუხლებთან გაცრეცილა; ბ) თანდათან გამოლევა, გაქრობა ან შესუსტება; my patience is wearing thin მოთმინება მელევა; მოთმინების ფიალა მევსება; გ) ძალის ან დამაჯერებლობის დაკარგვა; ʘ მისაღები აღარ არის; an argument that quickly wore thin არგუმენტი, რომელმაც სწრაფად დაკარგა დამაჯერებლობა; excuses that are wearing thin თავის გასამართლებელი მიზეზები, რომლებიც სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებლად გვეჩვენება; to wear one's heart upon / on / one's sleeve იხ. heart¹ ◇; to wear out one's welcome ვისიმე სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება; მასპინძლ(ებ)ის შეწუხება; Tom visited the Smiths so often that he wore out his welcome ტომი სმითებს ისე ხშირად სტუმრობდა, რომ ბოლოს თავი მოაბეზრა მათ; at about midnight, I decided that I had worn out my welcome, so I went home დაახლოებით შუაღამისთვის გადავწყვიტე, რომ მასპინძლებს უკვე თავს ვაბეზრებდი და სახლში წავედი.