1. გზა; შარაგზა; ბილიკი; we could not find a way through the marsh ჭაობზე გამავალ გზას ვერ ვპოულობდით; there's a way across the fields მინდვრებზე გზა გადის;
2. მიმართულება; მხარე; which way did they go? საით / რა მიმართულებით წავიდნენ? the hotel is that way სასტუმრო აი, იქ / იქით არის; სასტუმროში თუ გინდათ მოხვდეთ, იქით / იმ მიმართულებით უნდა წახვიდეთ; which way? საით წავიდე? this way, please აქეთ მობრძანდით, თუ შეიძლება;
3. მარშრუტი, გზა (სადმე მისასვლელად); to ask smb. the way ვინმესთვის გზის კითხვა; can you tell me the way to Leicester Square? ლესტერ-სკვერის / ლესტერ-სკვერისკენ მიმავალ გზას ვერ მიმასწავლით? we went the long way round შორი / გრძელი გზით მოვიარეთ;
4. მანძილი; დაშორება (
სივრცეში ან დროში;
ამერ. საუბ. აგრ. ways); a little way up on the left is the Museum of Modern Art ოდნავ მოშორებით, აქედან მარცხნივ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია განლაგებული; September was a long way off სექტემბრამდე
ჯერ შორი იყო; you came all this way to see us? მთელი ეს გზა / მანძილი ჩვენს სანახავად გამოიარე? the area's wine industry still has a way to go to full maturity სრულ სიმწიფემდე / განვითარებამდე ამ რაიონის მეღვინეობას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი; we still have a ways to go
ამერ. საუბ. ჯერ კიდევ დიდი გზა / მანძილი გვაქვს გასავლელი [
შდრ. აგრ. ◇];
5. გზა, მეთოდი, ხერხი (რისამე გაკეთებისა); that's not the way to do it ეს ამის გაკეთებისთვის შესაფერისი გზა / მეთოდი / ხერხი არ არის; ეს ასე არ კეთდება; I'm not happy with this way of working მუშაობის ამგვარი ყაიდა დიდად არ მომწონს; I told you we should have done it my way! ხომ გითხარი, ეს ჩემებურად უნდა გაგვეკეთებინა-მეთქი! that's no way to speak to your mother! დედასთან ასე ლაპარაკი არ შეიძლება!
6. 1) ქცევის მანერა / თავისებურება; they grinned at her in a friendly way ისინი მას მეგობრულად უღიმოდნენ; it was not his way to admit that he had made a mistake დაშვებული შეცდომის აღიარება მისთვის დამახასიათებელი / მისი სტილი არ იყო; he was showing off, as is the way with adolescent boys იგი ჩვენთვის თავის მოწონებას ცდილობდა, როგორც ეს მოზარდ ბიჭებს სჩვევიათ ხოლმე;
2) pl ჩვეულება, ცხოვრების წესი; after ten years I'm used to the strange British ways ათი წლის შემდეგ უცნაურ ბრიტანულ ჩვეულებებს / ცხოვრების წესს უკვე მიჩვეული ვარ;
7. რისამე ასპექტი, მხარე; მიმართება; თვალსაზრისი; in a way გარკვეული თვალსაზრისით, გარკვეულწილად; in no way არანაირად, არანაირი თვალსაზრისით; it's a good idea in some ways ეს თავისებურად / გარკვეულწილად / ზოგიერთი თვალსაზრისით კარგი აზრია; I have changed in every way ყველანაირად / ყოველმხრივ / ყველა თვალსაზრისით შევიცვალე; he never got mad at me. He was great in that way არასოდეს მიბრაზდებოდა. ამ მხრივ / ამ თვალსაზრისით იგი შესანიშნავად იქცეოდა;
8. მდგომარეობა; things were in a bad way საქმე ცუდად იყო; the economy's in a bad way ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია; I don't know how we're going to manage, the way things are ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გავართვათ ყოველივე ამას თავი არსებულ ვითარებაში;
◇ all the way ა) მთელი დროის განმავლობაში, სულ; ბ) მთელი გზა, მთელი მგზავრობის განმავლობაში; გ) მთლიანად, სრულად; სრულებით, სავსებით; ბოლომდე; by the way სხვათა შორის; by the way, I found that book you were looking for სხვათა შორის, ის წიგნი ვიპოვე, რომელსაც შენ ეძებდი; what's the time, by the way? რომელი საათია, სხვათა შორის? by way of ა) რისამე გავლით, ამა თუ იმ გზით; the artist recently arrived in Paris from Bulgaria by way of Vienna ხელოვანი ამ ცოტა ხნის წინ ბულგარეთიდან ვენის გავლით პარიზში ჩავიდა; ბ) რისამე სახით, როგორც ...; he received £600 by way of compensation from the company კომპანიისგან კომპენსაციის სახით მან 600 გირვანქა სტერლინგი მიიღო; by way of apology ბოდიშის სახით, მოსაბოდიშებლად; in her [his, its, etc] (own) way თავისებურად; მხოლოდ მისთვის დამახასიათებლად; I expect she does love you in her own way ვფიქრობ მას თავისებურად უყვარხარ; ways and means ა) გზები და საშუალებები; მეთოდები (ამა თუ იმ მიზნის მიღწევისა); ბ) ფინანსური სახსრების მოპოვების გზები და საშუალებები (სახელმწიფოს ან სხვა პოლიტიკური ორგანოს ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად); in the way ხელს რომ უშლის; რომ აბრკოლებს; to be in the way ʘ ხელს უშლის (ვინმეს, რაიმეს); no way საუბ. არანაირად; ვერაფრით; ეს შეუძლებელია; "can I borrow your car?" – "No way!" "შეიძლება შენი მანქანა ვინათხოვრო?" – "არავითარ შემთხვევაში!"; out of the way ა) ხელს რომ არ / აღარ უშლის; I moved my legs out of the way so that she could get past ფეხები გვერდზე გავწიე, რათა ქალს გავლა შესძლებოდა; why did he want her out of the way? რატომ სურდა მას ამ ქალის მოცილება / გზიდან ჩამოშორება? ბ) დამთავრებული; ჩავლილი; our region is poised for growth once the election is out of the way როგორც კი არჩევნები ჩაივლის, ჩვენს რეგიონში ეკონომიკური ზრდა / განვითარება დაიწყება; გ) უჩვეულო; he's seen nothing out of the way მას არაფერი უჩვეულო არ დაუნახავს; that's / it's / always the way საუბ. ეს ხომ სულ ასეა / ასე ხდება (ითქმის რაიმე არასასიამოვნოს / არასასურველის შესახებ); the other way round ა) საპირისპირო მიმართულებით; სულ სხვანაირად; I think it should go on the other way round ჩემი აზრით, ეს სულ სხვანაირად უნდა გაგრძელდეს / კეთდებოდეს; ბ) პირიქით; I didn't leave you. It was the other way round მე შენ არ მიმიტოვებიხარ; ყველაფერი პირიქით მოხდა / პირიქით, შენ მიმატოვე; to come smb.'s way ʘ წილად ხვდა; შეხვდა; ერგო; ხელში ჩაუვარდა; he did whatever jobs came his way ყველანაირ სამუშაოს აკეთებდა, რასაც კი წააწყდებოდა; to get / to have / one's own way საკუთარ ნებაზე რისამე (გა)კეთება / მოქცევა; თავისის გატანა / გაყვანა; თავისის მიღწევა; she always gets her own way in the end საბოლოო ჯამში, მუდამ თავისი გააქვს / თავისას აღწევს ხოლმე; to give way ა) წაქცევა; ჩანგრევა; დანგრევა (ითქმის საყრდენის, კონსტრუქციის და მისთ. შესახებ); the pillars gave way and a section of the roof collapsed სვეტები წაიქცა და სახურავის ნაწილი ჩამოინგრა; the floor's rotten and likely to give way იატაკი დამპალია და შეიძლება ჩაინგრეს; her numb leg gave way beneath her and she stumbled clumsily ქალს დაბუჟებული ფეხი მოეკეცა და მოუქნელად წაიბორძიკა; ბ) (to) გატარება, გზის მიცემა, გზის დათმობა (ვინმესთვის, რაიმესთვის); in Britain, give way to traffic coming from the right ბრიტანეთში გზა უნდა დაუთმოთ მარჯვნიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადს; გ) (to) ʘ რაიმეს ადგილი დაუთმო; რაიმემ შეცვალა; the storm gave way to bright sunshine ქარიშხალი კაშკაშა მზემ შეცვალა; stone has given way to glass and concrete ქვამ მინასა და ბეტონს დაუთმო ადგილი; my anger gave way to depression ჩემი ბრაზი დეპრესიამ შეცვალა; his discomfort gave way to anger მისი უხერხულობის შეგრძნება ბრაზმა შეცვალა; დ) (to) უკან დახევა; დათმობა; დანებება; he was not a man to give way to this kind of pressure იგი ისეთი კაცი არ გახლდათ, რომ ამგვარ ზეწოლას დაჰყოლოდა / ამგვარი ზეწოლის წინაშე უკან დაეხია; ე) დანებება, დაყოლა; ვერგაძლება (გრძნობებისა, ცდუნებისა და მისთ.); don't give way to your fears შენს შიშებს ნუ დაჰყვები / ნუ დანებდები; to give way to temptation ცდუნებას დაყოლა, ცდუნების ვერგაძლება; to go the way of all flesh იხ. flesh ◇; to lose one's way ʘ გზა აებნა / დაებნა, გზა დაეკარგა; დაიკარგა; we lost our way in the dark სიბნელეში გზა აგვებნა; to see which way the wind is blowing დანახვა ან მიხვედრა, ქარი საით უბერავს / რა ხდება / რა არის მოსალოდნელი [იხ. აგრ. which დ 1]; under way, underway დაწყებული; მიმდინარე; preparations are well under way for a week of special events in May დიდი ხანია დაიწყო სამზადისი სპეციალურ ღონისძიებათა კვირეულისთვის, რომელიც მაისისთვისაა დაგეგმილი; the tournament got under way on Friday ტურნირი პარასკევს დაიწყო; negotiations between the two sides are now under way უკვე დაწყებულია / მიმდინარეობს მოლაპარაკებები მხარეებს შორის; way to go! ამერ. საუბ. ყოჩაღ! კარგია! ასევე განაგრძე(თ)! way to go, Mike! ყოჩაღ, მაიკ! [შდრ. აგრ. 4; იხ. აგრ. WTG].