1. ყურება (უყურებს); to watch television [a football game] ტელევიზორის [საფეხბურთო მატჩის] ყურება; watch what I do, then you try მიყურე რას ვაკეთებ, მერე კი შენ სცადე; I watched to see how he'd react ვუყურებდი, რათა მენახა, როგორი რეაქცია ექნებოდა მას; she watched the kids playing in the yard იგი ეზოში მოთამაშე ბავშვებს უყურებდა; we watched the enemy as they were crossing the river ვუყურებდით, როგორ ახდენდა მოწინააღმდეგე მდინარის ფორსირებას;
2. დაკვირვება (˂და˃აკვირდება), თვალის დევნება (ტერიტორიისთვის, სიტუაციისთვის, მოვლენებისთვის); American companies are watching Japanese developments closely ამერიკული კომპანიები ყურადღებით აკვირდებიან / ადევნებენ თვალს იაპონიაში მიმდინარე მოვლენებს; the observation post was ordered to watch the main road საგუშაგო რაზმს ძირითად გზაზე დაკვირვების წარმოება უბრძანეს;
3. თვალყურის დევნება (ადევნებს), თვალთვალი (ვინმესთვის); I feel like I'm being watched ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მითვალთვალებდეს; we were told to watch the crowd of rioters გვიბრძანეს, თვალყური გვედევნებინა საზოგადოებრივ არეულობაში მონაწილეთა ბრბოსთვის;
4. დარაჯობა (დარაჯობს), ყარაულობა; he was ordered to watch the prisoners მას პატიმრების / ტყვეების დარაჯობა უბრძანეს; could you watch my bags for me while I buy a paper? შეგიძლიათ ჩემს ჩანთებს უდარაჯოთ / ყურადღება მიაქციოთ, სანამ გაზეთს ვიყიდდე?
5. საუბ. სიფრთხილის გამოჩენა (˂გამო˃იჩენს), მორიდება; ფრთხილად / ყურადღებით ყოფნა (რაიმესთან დაკავშირებით); watch yourself! თავს გაუფრთხილდი! ფრთხილად იყავი! watch your bag – there are thieves around შენს ჩანთას გაუფრთხილდი – აქაურობა ქურდებითაა სავსე; I have to watch every penny ყოველ კაპიკს უნდა გავუფრთხილდე; watch your head on the low ceiling ფრთხილად, დაბალი ჭერია და თავი არ აარტყა; hey, watch where you're going! ჰეი, შეხედე საით მიდიხარ!
▭ to watch out (for) სიფრთხილის გამოჩენა (˂გამო˃იჩენს), ფრთხილად / ყურადღებით ყოფნა (რაიმესთან დაკავშირებით); რაიმეს მორიდება / გაფრთხილება; the cashiers were asked to watch out for forged banknotes მოლარეებს სთხოვეს ფრთხილად ყოფილიყვნენ, რათა მათთვის ყალბი ბანკნოტები არ შეეპარებინათ; watch out for the stairs – they're steep კიბეებს გაუფრთხილდით / მიაქციეთ ყურადღება, ძალიან ციცაბოა; you'll become an alcoholic if you don't watch out თუ ფრთხილად არ იქენი, გალოთდები; watch out! უპირატ. საუბ. ფრთხილად! watch out! There's a car coming! ფრთხილად! მანქანა მოდის!
to watch over თვალყურის დევნება (ადევნებს), ყურადღების მიქცევა; დარაჯობა; დაცვა (ვისიმე, რისამე);
◇ a watched pot never boils ანდ. თუ ჩაიდანს თავზე დაადგები, არასოდეს არ ადუღდება; ≅ ლოდინში დრო ნელა გადის; to watch the clock კიცხვ. სამუშაო დღის დასრულების მოუთმენლად ლოდინი; უგულოდ / ენთუზიაზმის გარეშე მუშაობა; to watch the time დროისთვის თვალის დევნება; ʘ ყურადღებას აქცევს, რა დროა / რომელი საათია (დაგვიანების და მისთ. თავიდან ასაცილებლად); I'll have to watch the time. I need to leave early today დროისთვის თვალის დევნება მომიწევს. დღეს ადრე ვარ წასასვლელი; watch it! საუბ. ფრთხილად! watch it, there's a car ფრთხილად, მანქანაა; watch your mouth [tongue] სიტყვებს დაუკვირდი; ზედმეტი / ვისიმე შეურაცხმყოფელი არაფერი თქვა.