Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

warm III verb
[wɔ:m]
Print
(ხშ. up) გათბობა (˂გა˃ათბობს; ˂გა˃თბება); I'll warm up some milk ცოტაოდენ რძეს გავათბობ / შევათბობ; come in and warm yourself by the fire შემოდი და ცეცხლთან გათბი / გაითბე თავი; the alcohol warmed and relaxed him ალკოჰოლმა იგი გაათბო და მოთენთა; I sat in front of the fire to warm up ბუხართან დავჯექი, რათა გავმთბარიყავი; it was cold earlier but it's beginning to warm up now ცოტა ხნის წინ ციოდა, მაგრამ ახლა თანდათან თბება / ამინდი დათბობას იწყებს; as the climate warms (up) the ice caps will melt ჰავის დათბობასთან ერთად ყინულის საფარი დედამიწის პოლუსებზე დადნება;

to warm to 1) ვისიმე, რისამე მოწონება (მოიწონებს, მოეწონება); კეთილად განწყობა (ვისიმე, რისამე მიმართ); Linda immediately warmed to her ლინდა პირველი შეხვედრისთანავე კეთილად განეწყო მის მიმართ; when I got to know him better I warmed to his openness and honesty როდესაც იგი უკეთ გავიცანი, მომხიბლა მისმა გულღიაობამ და გულწრფელობამ;

2) რითიმე დაინტერესება (˂და˃ინტერესდება); რისამე მიმართ ინტერესით / ენთუზიაზმით აღვსება; she soon warmed to the idea ცოტა ხანში მას ეს იდეა მოეწონა; მალე ამ იდეამ იგი დააინტერესა;

to warm towards = to warm to;

to warm up 1) სპორტ. მოთელვის ჩატარება (˂ჩა˃ატარებს), მსუბუქად ვარჯიში, შეჯიბრებისთვის ან ვარჯიშისთვის მომზადება (აგრ. გადატ.); the team warmed up before the match მატჩამდე გუნდმა მოთელვა ჩაატარა;

2) გათბობა (˂გა˃ათბობს; ˂გა˃თბება), გახურება (ითქმის ძრავას, ელექტრომოწყობილობის და ა.შ. შესახებ); to warm up an engine დაძვრის წინ ძრავას გათბობა; the plane has begun to warm up on the airstrip სტარტის წინ თვითმფრინავმა ასაფრენ ბილიკზე ძრავების გათბობა დაიწყო;

3) ამერ. = to warm to 1); as it seems, voters are starting to warm up to the idea როგორც ჩანს, ამომრჩევლებს ეს აზრი სულ უფრო და უფრო მოსწონთ.

warm II war-making ability

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0159