1. კედელი; a brick wall აგურის კედელი; a separating wall გამყოფი კედელი, ტიხარი; I'm going to paint the walls white and the ceiling pink მინდა კედლები თეთრად შევღებო, ჭერი კი ვარდისფრად; hang the picture on the wall opposite the window სურათი ფანჯრის მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდე; she leaned against the wall იგი კედელს მიეყრდნო; the fields were divided by stone walls მინდვრები ქვის კედლებით / ყორეებით იყო გაყოფილი ერთმანეთისგან; the Great Wall of China ჩინეთის დიდი კედელი; the investigators were confronted by a wall of silence ხატოვნ. გამომძიებლები დუმილის კედელს წააწყდნენ / შეეჯახნენ;
2. სპეც. კედელი; the abdominal wall ანატ. მუცლის კედელი; the wall of an artery ანატ. არტერიის კედელი; the reactor wall ბირთვული რეაქტორის კედელი;
3. კომპ. კედელი (შეტყობინებების, სურათების და ა.შ. განსათავსებელი სივრცე ამა თუ იმ სოციალური ქსელის ვებსაიტის პერსონალურ გვერდზე);
◇ walls have ears კედლებს ყურები აქვთ (ანდაზა); up the wall საუბ. გადარეული, გაცოფებული; ძლიერ გაბრაზებული; that noise is driving me up the wall ეს ხმაური მაგიჟებს / მაცოფებს; I mustn't be late or dad will go up the wall არ უნდა დავიგვიანო, თორემ მამაჩემი გადაირევა / "კედლებზე გავა".