Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

wait II verb
[weɪt]
Print

1. (ხშ. for) ლოდინი (ელოდება, ˂მო˃ელის); მოცდა, დაცდა; she rang the bell and waited მან ზარი დარეკა და დაელოდა / ლოდინი დაიწყო; wait here. I'll be back in a few minutes აქ დაიცადეთ / დამელოდეთ. მალე დავბრუნდები; have you been waiting long? დიდი ხანია იცდით / ელოდებით? I've been waiting (for) twenty minutes ოცი წუთია ვიცდი / ველოდები; wait for me! დამიცადეთ! დამელოდეთ! we're waiting for the rain to stop before we go out ველოდებით, სანამ წვიმა გადაიღებს, რომ გარეთ გავიდეთ; I'll wait outside until the meeting's over გარეთ დავიცდი / დაველოდები, სანამ შეხვედრა დამთავრდებოდეს; hurry up! We're waiting to go იჩქარეთ! უნდა წავიდეთ; you'll just have to wait your turn თქვენს რიგს / თქვენს ჯერს უნდა დაელოდოთ; this is just the opportunity I've been waiting for ეს სწორედ ის შანსია / ხელსაყრელი შემთხვევაა, რომელსაც ველოდი; there's a letter waiting for you at home სახლში წერილი გელოდებათ; to wait on smb., smth. საუბ., ამერ. ვისიმე, რისამე ლოდინი; she is waiting on the result of a blood test იგი სისხლის ანალიზის შედეგს ელოდება [შდრ. აგრ. 2]; I can't wait to tell him what happened ერთი სული მაქვს, როდის მოვუყვები მას რა მოხდა; the children can't wait for Christmas to come ბავშვებს ერთი სული აქვთ, როდის დადგება შობა; ბავშვები მოუთმენლად მოელიან შობის დადგომას; I've got some calls to make but they can wait until tomorrow რამდენიმე ადგილას მაქვს ტელეფონით დასარეკი, მაგრამ ეს ხვალამდე მოიცდის / ხვალამდე შეიძლება გადაიდოს; to keep smb. waiting ʘ ალოდინებს ვინმეს; I'm sorry to have kept you waiting ბოდიში / ვწუხვარ, რომ გალოდინეთ; just you wait! აბა, დამაცადე(თ)! (მუქარა);

2. 1) (on) სუფრის მომსახურება (˂მო˃ემსახურება), ოფიციანტის / მიმტანის მოვალეობათა შესრულება; a local man was employed to wait on them at table ადგილობრივი მამაკაცი დაიქირავეს, რათა იგი მათ სუფრასთან მომსახურებოდა / რათა მათთვის სუფრასთან ოფიციანტობა გაეწია; we had to wait tables in the mess hall სასადილოში მაგიდების მომსახურება / ოფიციანტებად მუშაობა მოგვიხდა;

2) (on, upon) მომსახურება (˂მო˃ემსახურება), ვისიმე მსახურის ან მოახლის მოვალეობათა შესრულება; a maid was appointed to wait on her მის მოსამსახურებლად მოახლე ქალი დაინიშნა.

wait I wait-and-see attitude

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0591