1. დარღვევა (˂და˃არღვევს), გატეხა (სიტყვისა, პირობისა, კანონისა და მისთ.); to violate international law საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა; regimes that violate human rights რეჟიმები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ;
2. ხელყოფა (ხელყოფს), რისამე ხელშეუხებლობის დარღვევა; სადმე შეჭრა; she accused the press photographers of violating her privacy მან ფოტორეპორტიორებს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფაში დასდო ბრალი; the fishermen claimed that ships from another country had violated their territorial waters მეთევზეებმა განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის გემები მათს ტერიტორიულ წყლებში შეიჭრნენ;
3. წაბილწვა (˂წა˃ბილწავს), შეურაცხყოფა; to violate a grave საფლავის წაბილწვა / შეურაცხყოფა; vandals had violated the graveyard სასაფლაო ვანდალების მიერ იყო წაბილწული;