1. ხედი; პეიზაჟი, პანორამა; the view from the top of the tower was spectacular კოშკის თავიდან შთამბეჭდავი ხედი იშლებოდა;
2. ხილვადობა, ხილვადობის / მხედველობის არე; there was nobody in view არავინ ჩანდა; the lake soon came into view მალე ტბა გამოჩნდა; the sun disappeared from view მზე თვალთაგან გაუჩინარდა;
3. თვალსაზრისი, შეხედულება; აზრი, მოსაზრება; a frank exchange of views აზრთა გულახდილი გაზიარება; to have different views სხვადასხვა აზრის ქონა; political views პოლიტიკური შეხედულებები / მრწამსი; his views on the subject were well known მისი აზრი / შეხედულებები მოცემულ საკითხზე კარგად იყო ცნობილი; in my view it was a waste of time ჩემი აზრით ეს დროის კარგვა იყო; he has an optimistic view of life იგი ცხოვრებას ოპტიმისტური თვალით უყურებს;
◇ in view of smth. წიგნ. რისამე გათვალისწინებით; რისამე მიზეზით, რისამე გამო; in view of the weather, the event will now be held indoors ამინდის გათვალისწინებით, ღონისძიება დახურულ შენობაში / ჭერქვეშ გაიმართება; on view ა) ყველას დასანახავად ან დასათვალიერებლად გამოფენილი / ექსპონირებული; ბ) ადვილად შესამჩნევი / ხილვადი; with a view to smth. / to doing smth. / რისამე მიზნით / განზრახვით / იმედით; he's painting the house with a view to selling it იგი სახლს ღებავს მისი შემდგომი გაყიდვის მიზნით.