Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

upset III verb
[ʌpʹsɛt]
Print
(upset)

1. აღელვება (ააღელვებს), განერვიულება, სულიერი წონასწორობიდან გამოყვანა; შეწუხება; the bad news upset me ცუდმა ამბავმა გამანერვიულა / მწყობრიდან გამომიყვანა; don't do anything that would upset him ისეთს ნურაფერს გააკეთებ, რამაც იგი შეიძლება გაანერვიულოს; this decision is likely to upset a lot of people ეს გადაწყვეტილება ალბათ უამრავ ხალხს დასწყვეტს გულს; don't upset yourself about it – let's just forget it ever happened ამის გამო ნერვებს ნუ მოიშლი, ჩავთვალოთ, თითქოს ეს არც მომხდარა; it upsets me to think of her all alone in that big house მშვიდად ვეღარ ვარ, როდესაც მახსენდება, რომ იგი სულ მარტოა იმხელა სახლში;

2. ჩაშლა (˂ჩა˃შლის), ჩაფუშვა (გეგმებისა და მისთ.); რაიმესთვის ხელის შეშლა, რისამე ნორმალური მსვლელობის დარღვევა; this has really upset my plans ამან გეგმები ნამდვილად ჩამიშალა / ამირია; to upset the balance of nature ბუნებაში არსებული წონასწორობის დარღვევა; protesters upset the meeting by chanting and shouting მოპროტესტეებმა სკანდირებითა და ყვირილით შეხვედრა ჩაშალეს;

3. მოშლა (˂მო˃შლის), მწყობრიდან გამოყვანა (ითქმის ჯანმრთელობის, განსაკ. კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების შესახებ); seafood always upsets my stomach ზღვის პროდუქტები მუდამ კუჭს მიღიზიანებს / მიშლის;

upset II upshot

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0395