Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

unlikely I adjective
[ʌnʹlaɪklɪ]
Print

1. ნაკლებად სავარაუდო, ნაკლებად მოსალოდნელი, ნაკლებად სარწმუნო (ითქმის მომავალში შესაძლო მოვლენის შესახებ); the project seemed unlikely to succeed ნაკლებად სავარაუდო ჩანდა / მოსალოდნელი არ იყო, რომ პროექტი წარმატებული იქნებოდა; it's most unlikely that she'll arrive before seven ძალზე საეჭვოა, რომ იგი შვიდ საათამდე ჩამოვიდეს; the weather is unlikely to improve over the next few days ნაკლებად მოსალოდნელია / მოსალოდნელი არაა, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ამინდი გაუმჯობესდეს; it's unlikely that the thieves will be caught ნაკლებად სავარაუდოა / ნაკლებად სარწმუნოა, რომ ქურდებს დაიჭერენ; in the unlikely event of a problem arising, please contact the hotel manager თუ ნაკლებად სავარაუდო / წარმოუდგენელი რამ მოხდა და რაიმე პრობლემა წარმოიქმნა, გთხოვთ სასტუმროს მენეჯერს დაუკავშირდეთ;

2. მოულოდნელი, ძნელად წარმოსადგენი, უჩვეულო; they have built hotels in the most unlikely places მათ სასტუმროები ყველაზე მოულოდნელ / ძნელად წარმოსადგენ ადგილებში აუშენებიათ; this quiet village was an unlikely setting for such a crime ეს წყნარი სოფელი მოულოდნელი / ძნელად წარმოსადგენი ადგილი იყო ამგვარი დანაშაულისთვის;

3. დამაჯერებლობას მოკლებული, ძნელად დასაჯერებელი; დაუჯერებელი, არასარწმუნო (ითქმის წარსული მოვლენის, ნაამბობის, რისამე ახსნის და მისთ. შესახებ); she gave me an unlikely explanation for her behaviour თავისი ქცევის ასახსნელად მან დამაჯერებლობას მოკლებული / ძნელად დასაჯერებელი განმარტება მომცა; an unlikely story დაუჯერებელი / ძნელად დასაჯერებელი ნაამბობი / ისტორია; an unlikely excuse რისამე გასამართლებელი არასარწმუნო / დამაჯერებლობას მოკლებული მიზეზი; an unlikely explanation რისამე არადამაჯერებელი / არასარწმუნო ახსნა.

unlike II unlikely II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0382