1. უცნობი, არანაცნობი, ვინმესთვის ნაცნობი რომ არ არის; უცხო, უჩვეულო; he felt a stranger among the crowd of unfamiliar faces უამრავი უცნობი სახით გარშემორტყმული, იგი თავს გადამთიელად გრძნობდა; his voice was unfamiliar to her კაცის ხმა მისთვის უცნობი იყო; please highlight any terms that are unfamiliar to you თუ შეიძლება, გამოყავით / აღნიშნეთ თქვენთვის უცნობი ყველა ტერმინი; she felt uneasy in the unfamiliar surroundings უცნობ / უცხო გარემოში იგი თავს მშვიდად ვერ გრძნობდა;
2. (with) რაიმეს რომ არ იცნობს, რაიმე კარგად რომ არ იცის; an introductory course for students who are unfamiliar with computers შესავალი კურსი სტუდენტებისთვის, რომლებმაც კომპიუტერი / კომპიუტერთან მუშაობა არ იციან; he seems unfamiliar with recent research on this topic როგორც ჩანს, მისთვის უცნობია ამ სფეროში ჩატარებულ ბოლოდროინდელ გამოკვლევათა შედეგები.