მიუთითებს
1. 1) რისამე ქვეშ / ქვემოთ ყოფნას, მდებარეობას ან მოძრაობას ქვეშ, ქვემოთ; have you looked under the bed? ლოგინის ქვეშ შეიხედე? we found him hiding under the table ჩვენ იგი მაგიდის ქვეშ დამალული ვნახეთ; she placed the ladder under the window მან კიბე ფანჯრის ქვეშ მიადგა კედელს; the room under his study ოთახი მისი სამუშაო კაბინეტის ქვეშ; in summer, we often slept under the stars ზაფხულში ხშირად გვეძინა ხოლმე ვარსკვლავებით მოჭედილი ღია ცის ქვეშ; a small village which lies under the mountain პატარა სოფელი, რომელიც ამ მთის ძირასაა განლაგებული; we sailed under the Golden Gate Bridge გემით "ოქროს კარიბჭის" ხიდის ქვეშ გავცურეთ / გავიარეთ; the dog squeezed under the gate and ran into the road ძაღლი ჭიშკრის ქვეშ გაძვრა და გზაზე გაიქცა; under her arm, she carried a large portfolio იღლიის ქვეშ / იღლიაში ქალს დიდი პორტფელი ჰქონდა ამოდებული;
2) რისამე ზედაპირის ქვეშ ყოფნას ან არსებობას ქვეშ; most of an iceberg is under the water აისბერგის უდიდესი ნაწილი წყლის ზედაპირის ქვეშაა; the boat lay under several feet of water ჩაძირული ნავი რამდენიმე ფუტის სიღრმეზე იდო წყალქვეშ / ფსკერზე; vast stores of gas under the North Sea გაზის უზარმაზარი მარაგები ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ; he was wearing a vest under his shirt პერანგის ქვეშ მას მაისური ეცვა;
2. 1) ნაკლებ რაოდენობას ან სიდიდეს ნაკლები; ამა თუ იმ ოდენობის ქვემოთ; an annual income of under £10 000 წლიური შემოსავალი 10 000 გირვანქა სტერლინგზე ნაკლები ოდენობით / 10 000 გირვანქა სტერლინგს ქვემოთ; it took us under an hour ერთ საათზე ნაკლები დრო დაგვჭირდა; I spend just under four hours a day seeing customers დღეში ოთხ საათზე ოდნავ ნაკლებ დროს კლიენტებთან შეხვედრებში ვატარებ;
2) ნაკლებ / უფრო ახალგაზრდა ასაკს უმცროსი, ნაკლები ასაკისა; ამა თუ იმ ასაკამდე; these toys are not suitable for children under five ეს სათამაშოები ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ გამოდგება / შესაფერისი არაა; nobody under 18 is allowed to buy alcohol არავის, ვისაც 18 წელი ჯერ არ შესრულებია, ალკოჰოლიანი სასმელების შეძენის უფლება არა აქვს; to be under age ʘ არასრულწლოვანია [შდრ. აგრ. underage];
3. ვისიმე ხელმძღვანელობის / მმართველობის / კონტროლის ქვეშ ყოფნას ქვეშ; დროს; -ით; the country is now under martial law ქვეყანაში ახლა სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს; the coinage was reformed under Elizabeth I სამონეტო სისტემის რეფორმა ელისაბედ I-ის დროს / დედოფლობის პერიოდში განხორციელდა; a programme initiated under President Clinton and continued under President Bush პროგრამა, რომელიც პრეზიდენტ კლინტონის დროს დაიწყო და პრეზიდენტ ბუშის დროს გაგრძელდა; would it have been different under a Labour government? ლეიბორისტული მთავრობის მმართველობის დროს საქმე სხვაგვარად იქნებოდა? Egypt under Roman rule ეგვიპტე რომაული მმართველობის ქვეშ / დროს; to sail under the British flag ბრიტანეთის დროშის ქვეშ / დროშით ცურვა; she has a staff of 19 working under her მისი ხელმძღვანელობის ქვეშ 19-კაციანი პერსონალი მუშაობს; under its new conductor, the orchestra has established an international reputation ახალი დირიჟორის ხელმძღვანელობით, ორკესტრმა საერთაშორისო დონეზე გაითქვა სახელი; under the editorship of ვისიმე რედაქტორობით;
4. ამა თუ იმ შეთანხმებასთან, კანონთან, წესთან და მისთ. შესაბამისობას მიხედვით, თანახმად, შესაბამისად; -ით; under the terms of the agreement, the debt will be repaid over a 20-year period შეთანხმების პირობების მიხედვით / შეთანხმების პირობებით, ვალი 20-წლიანი ვადის განმავლობაში დაიფარება; rights guaranteed under the constitution კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები; under the terms of the lease you had no right to sublet the property საიჯარო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, საკუთრების ქვეიჯარით გაცემის უფლება არ გქონდათ; this is permitted under our agreement ჩვენი შეთანხმების თანახმად / პირობების მიხედვით ეს ნებადართულია; is the television still under guarantee? ტელევიზორზე გარანტია / საგარანტიო ვადა კიდევ ვრცელდება?
5. რისამე პროცესში ყოფნას ქვეშ, რისამე პროცესში; -ში; the hotel is still under construction სასტუმრო ჯერაც მშენებლობის პროცესში იმყოფება / შენდება; the matter is under investigation ეს საქმე გამოძიების ქვეშ იმყოფება / გამოძიებაშია; under repair რემონტში, რემონტის / შეკეთების პროცესში; under way დაწყებული; მიმდინარე [იხ. აგრ. way1 I ◇];
6. ამა თუ იმ პირობების განცდას, რისამე ზეგავლენის / ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ქვეშ, -ში; the wall collapsed under the strain დატვირთვისაგან / სიმძიმის ზემოქმედებისაგან კედელი ჩამოინგრა; things can easily go wrong when people are under stress როდესაც ხალხი სტრესის ქვეშ იმყოფება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს; to be under threat ʘ საფრთხის ქვეშ არის; რაიმე ემუქრება; the manager is under pressure to resign მენეჯერზე ზეწოლას ახდენენ, რათა იგი აიძულონ გადადგეს; I was under her spell ქალის მიერ მოხიბლული / მოჯადოებული ვიყავი; I'm under no illusions about what hard work this will be არანაირი ილუზიები არ მაქვს იმის თაობაზე / კარგად ვაცნობიერებ, თუ რა ძნელი სამუშაო იქნება ეს; I'm glad to see that you have everything under control მიხარია, რომ მთლიანად აკონტროლებ სიტუაციას; you'll be under anaesthetic, so you won't feel a thing ნარკოზის ქვეშ იქნები და ვერაფერს იგრძნობ; he was accused of driving while under the influence of alcohol მას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ / არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვაში დასდეს ბრალი; I wish I'd met him under different circumstances ნეტავ მას სხვა ვითარებაში / სხვაგვარ სიტუაციაში შევხვედროდი; the system operates well under normal conditions ნორმალურ პირობებში სისტემა კარგად ფუნქციონირებს; the port was coming under attack from enemy warships პორტს / ნავსადგურს მოწინააღმდეგის სამხედრო გემები უტევდნენ;
7. სახელის / ფსევდონიმის გამოყენებას ქვეშ, -ით; he wrote under the name of "Lewis Carroll" იგი "ლუის კეროლის" ფსევდონიმით / ფსევდონიმის ქვეშ წერდა; he made a few records under the name of Joe Ritchie მან რამდენიმე ფირფიტა ჩაწერა "ჯოუ რიჩის" სახელით / ფსევდონიმით; she also writes under the pseudonym of Barbara Vine იგი "ბარბარა ვაინის" ფსევდონიმითაც წერს; for his own safety, he has to operate under a false name [an alias] საკუთარი უსაფრთხოებისათვის, მან გამოგონილი სახელით [მეტსახელით] უნდა იმუშაოს; published under his own name მისი საკუთარი სახელით გამოცემული / გამოქვეყნებული;
8. წიგნის, სიის, კატალოგის და მისთ. ამა თუ იმ თავში ან ნაწილში შეტანას -ში, -ზე; if it's not under "sports", try looking under "games" "სპორტში" თუ არ იქნა, "თამაშებში" ნახე; you'll find some information on rugby under "team sports" რაგბიზე გარკვეული ინფორმაცია შეგიძლია ნახო თავში / ნაწილში "სპორტის გუნდური სახეობები"; the baby's records are filed under the mother's last name ჩვილის ჩანაწერები / მონაცემები დედამისის გვარზეა კარტოთეკაში შეტანილი;
9. ცრუ საბაბით / ნიღბით რისამე დაფარვის მცდელობას ქვეშ, -ით; under the pretext of რისამე საბაბით, რისამე მომიზეზებით; under the mask of friendship მეგობრობის ნიღბით; under the mask of religion ღვთისმოსაობის ნიღაბს ამოფარებული / ნიღაბქვეშ;
10. ვისიმე ხელმოწერის ან სანქციის არსებობას -ით; under smb.'s signature იურ. ვისიმე ხელმოწერით; ვისიმე მიერ ხელმოწერილი; an agreement under hand and seal იურ. ხელმოწერილი და ბეჭედდასმული შეთანხმება.