აწარმოებს ახალ სიტყვებს, უპირატ. ზედსართავებს; ქართულში ხშ. შეესატყვისება კომპონენტები: ულტრა-, ზე-;
ზოგჯერ ითარგმნება როგორც უაღრესად;
მიუთითებს
1. მდებარეობას ან ყოფნას რისამე გა˂და˃ღმა / მეორე მხარეს, რისამე იქით; ultramontane ალპების გადაღმა / ჩრდილოეთით მცხოვრები ან არსებული (სამხრეთელების / იტალიელების თვალსაზრისით); ultramarine ზღვისიქითა, ზღვისიმიერი; ზღვისიქითური; ultra-Gangetic მდ. განგის გაღმა მცხოვრები ან არსებული;
2. რისამე ფარგლებს მიღმა ან გარეთ ყოფნას; ultramicroscopic ულტრამიკროსკოპული; მიკროსკოპისთვისაც უხილავი; ultrashort ულტრამოკლე; ultrasonic ზებგერითი; ultraviolet ულტრაიისფერი;
3. ამა თუ იმ თვისების სიჭარბეს / მეტისმეტობას: ultra-ambitious უაღრესად ამბიციური, უაღრესად პატივმოყვარე / პატივმოყვარული; ultraconservative ულტრაკონსერვატიული, უაღრესად კონსერვატიული; ultrafashionable ულტრამოდური, ზემოდური; ultramodern ულტრათანამედროვე.