1. ქალაქი (საშუალო სიდიდისა ან პატარა; აბრევ. tn); the town of Dartmouth ქალაქი დარტმუთი;
2. ქალაქი, ურბანული გარემო; ქალაქური ცხოვრება (სოფლისგან, სოფლად ცხოვრებისგან განსხვავებით); constant noise is one of the main disadvantages of living in the town განუწყვეტელი ხმაური ქალაქში ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი მხარეა; the cultural and economic differences between town and country კულტურულ-ეკონომიკური განსხვავებანი ქალაქსა და სოფელს შორის;
3. კრებ. 1) ქალაქის მცხოვრებნი; the whole town was talking about it ამაზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა; almost the whole town turned out for the protest rally საპროტესტო აქციაში ქალაქის თითქმის მთელმა მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა;
2) საუნივერსიტეტო ქალაქის მუდმივი მოსახლეობა (პროფესორებისა და სტუდენტებისგან განსხვავებით) [შდრ. gown I 3];
4. ქალაქის ცენტრი, ცენტრალური ნაწილი (
სადაც ძირითადი საქმიანი და კომერციული აქტივობაა კონცენტრირებული); shall we meet in town? ქალაქის ცენტრში ხომ არ შევხვდეთ
ერთმანეთს?
5. დედაქალაქი; რაიონის ან ოლქის მთავარი ქალაქი (ხშ. ითქმის ლონდონის შესახებ);
6. ამერ. (აგრ. township) რაიონი (ოლქის ქვედანაყოფი);
7. დიალ. დაბა; სოფელი;
8. მოძვ. შემოღობილი ადგილი; კარ-მიდამო, ეზო, ბაღი;
◇ to go to town ა) საუბ. (on smth.) ძალ-ღონის არდაშურება; თავის გამოდება; დიდი ფინანსური ხარჯების გაწევა (რისამე მისაღწევად); ბ) ავსტრალ., ახ.-ზელანდ. წონასწორობიდან გამოსვლა, თავის ვერშეკავება; გაბრაზება; (out) on the town საუბ. "ქალაქში" / გასართობად გამოსული; რესტორნებში, კლუბებში, კინოთეატრებში და ა.შ. სტუმრობის / სიარულის პროცესში (განსაკ. ღამით).