1. რისამე წვერი, წვეტი, უმაღლესი წერტილი; რისამე ზედა ნაწილი, თავი; to stand at the top of the stairs კიბის თავში დგომა; snow on the mountain tops თოვლი მთის მწვერვალებზე; start reading at the top of the page დაიწყე კითხვა გვერდის თავიდან; at the top of the table სპორტ. სატურნირო ცხრილს სათავეში; the wind blowing in the tops of the trees ქარი, ხის კენწეროებში რომ უბერავს;
2. რისამე ზედა ზედაპირი, ზედა ბრტყელი ნაწილი, თავი; to polish the top of the table მაგიდის ზედაპირის გაპრიალება; to align the shelf with the top of the cupboard თაროსა და კარადის თავის ერთ ხაზზე გასწორება / მოქცევა;
3. თავსახური, საცობი (ბოთლისა, ქილისა და მისთ.); a screw top of a bottle ბოთლის მისახრახნი / ხრახნიანი თავსახური; put the tops back on the pens or they will dry out კალმისტრებს თავები დაახურე, თორემ მელანი ამოუშრება;
4. ტანსაცმლის ზედა ნაწილი; pyjama top პიჟამის ზედა ნაწილი; bikini top ბიკინის / ქალის საბანაო კოსტიუმის ლიფი;
◇ at the top of one's voice მთელი ხმით; on top of რისამე დამატებით, რისამე გარდა; on top of everything else, the car's broken down სხვა ყველაფერთან ერთად, მანქანა გაფუჭებულია; from top to bottom თავით ბოლომდე, მთლიანად; from top to toe თავით ფეხ(ებ)ამდე.