|
|
|
there |
|
adverb |
|
|
[ðɛə(r) (სრული ფორმა): ðə(r) (რედუცირებული ფორმა)] |
|
|
|
|
|
|
|
1. იქ; იქით; to be there იქ ყოფნა; to stay there იქ დარჩენა; are you there? მისმენთ? (ტელეფონით ვინმესთან საუბრისას); could you put the chair there, please? თუ შეიძლება, სკამი აი, იქ დადგით; I like Milan. My husband and I met there მიყვარს მილანი; მე და ჩემი ქმარი იქ შევხვდით ერთმანეთს; have you been to Bonn? We're going there next week ბონში ყოფილხართ? ჩვენ იქ მომავალ კვირას მივემგზავრებით; look there! იქით გაიხედე! there and back იქით და აქეთ, უკანვე; hopefully, we'll get there in time იმედია, იქ დროზე მივალთ / ვიქნებით;
2. შორისდ. მნიშვნ. 1) იხმარება (რაიმესადმი) ვისიმე ყურადღების მისაპყრობად: hello, there! ჰეი! ჰეი, მანდ! you there! Come here! ჰეი, თქვენ! მოდით აქ! there, I told you he wouldn't mind! აჰა! ხომ გეუბნებოდი, არაფერს იტყვის-მეთქი! there, there, you must not take all of this seriously კარგი(თ), კარგი(თ), ყოველივე ამას სერიოზულად არ უნდა მოეკიდო(თ);
2) აი! აჰა! ასეც ვიცოდი! there now! What did I tell you? აჰა! რას გეუბნებოდი? there! You've gone and broken the window! ნახე, რა ქენი! ფანჯარა გატეხე!
3. საუბ. იხმარება პატარა ბავშვის ან ცხოველის შესაქებად ან წასახალისებლად: finish your breakfast, there's a good boy დაამთავრე შენი საუზმე და კარგი ბიჭი იქნები;
4. იხმარება ქვემდებარის ნაცვლად to be ზმნასთან და ზოგიერთ სხვა ზმნასთან ერთად: there is არის; there are არიან; there are two girls waiting outside გარეთ ორი გოგო იცდის; there existed a rite არსებობდა რიტუალი; there seems to be a mistake here როგორც ჩანს, აქ შეცდომაა; there remains the problem of transportation რჩება ტრანსპორტირების პრობლემა;
◇ to be there for smb. ვისიმე გვერდში დგომა; ვისიმე მხარდაჭერა / დახმარება; his wife was there for him when he was going through hell როდესაც იგი წარმოუდგენელ გასაჭირში იყო, ცოლი მას გვერდში ედგა; here and there აქა-იქ, სხვადასხვა ადგილას; small bushes scattered here and there აქა-იქ გაფანტული პატარ-პატარა ბუჩქები; so there საუბ. აი, ასე! მორჩა და გათავდა! I'm not talking to him, so there! მე მას არ ველაპარაკები, მორჩა და გათავდა! I'm going fishing tomorrow morning, so there! ხვალ დილით სათევზაოდ მივდივარ, აი, ასე! there and then დაუყოვნებლივ; მაშინვე; იქვე და იმწამს; she agreed to it there and then იგი ამას მაშინვე დასთანხმდა; there goes smth. რაიმე იღუპება; რაიმეს ბოლო ეღება; there goes my career წასულია ჩემი პროფესიული კარიერის საქმე; დედა ეტირა ჩემს პროფესიულ კარიერას; there it is ასეთია სიტუაცია; ≅ ეს არის და ეს; რაც არის, ეს არის; that's ridiculous, I know, but there it is ვიცი, ეს უაზრობაა, მაგრამ ეგ არის და ეგ / რაცაა, ეგაა, რა ვუყო; there or thereabouts ა) ახლომახლო, მახლობლად, იქვე; ბ) დაახლოებით; thirty years, there or thereabouts, had elapsed დაახლოებით ოცდაათი წელი იყო გასული; there you go again აი, ისევ! (ვინმესთვის საყვედურის თქმისას); there you have it სულ ეს არის (რისამე სიადვილის ან სიმარტივის ხაზგასასმელად); just turn the handle twice and there you have it უბრალოდ, სახელური ორჯერ მოატრიალეთ და მორჩა / სულ ეგ არის; (to have) been there, done that საუბ. ≅ ეს კარგად იცის; ეს მისთვის კარგადაა ნაცნობი; ეს არ ესწავლება; to have been there before საუბ. საკუთარი გამოცდილებით რისამე ცოდნა; ≅ ეს თავადაც კარგად / მშვენივრად იცის.
|
|
|
|
|
|