განსაზღვრული არტიკლი
1. იხმარება კონკრეტული, უკვე ცნობილი ან ადრე უკვე მოხსენიებული ცოცხალი არსების, საგნის ან მოვლენის გამოსაყოფად იმგვარივე ცოცხალ არსებათა, საგანთა ან მოვლენათა ჯგუფიდან: she took the children to the cinema ქალმა ბავშვები კინოში წაიყვანა; we met the man who bought your house ჩვენ იმ კაცს შევხვდით, რომელმაც შენი სახლი იყიდა; the milk is in the fridge რძე მაცივარშია; the heat is getting to be too much for us სიცხე ჩვენთვის აუტანელი ხდება;
2. მიუთითებს, რომ მოცემული ცოცხალი არსება, საგანი ან მოვლენა ერთადერთი და უნიკალურია: the Mona Lisa მონა ლიზა; the Thames მდინარე ტემზა; the Queen ინგლისის დედოფალი; the government ქვეყნის მთავრობა; the sun is very strong today მზე დღეს ძალიან აცხუნებს; who won the World Cup? მსოფლიო თასი ვინ მოიგო?
3. იხმარება რიცხვებთან და თარიღებთან: this is the third time I've seen this film ეს ფილმი უკვე მესამეჯერ ვნახე; Friday the thirteenth პარასკევი, ცამეტი რიცხვი;
4. 1)
იხმარება ადამიანების ჯგუფის აღმნიშვნელ ზედსართავ სახელებთან: the Dutch ჰოლანდიელები; the poor ღარიბები; the blind ბრმები, უსინათლოები;
2) იხმარება სუბსტანტივაციისას: the good სიკეთე; the evil ბოროტება; the beautiful მშვენიერება; the why მიზეზი, საბაბი;
5. 1) არსებით სახელებს მხოლობით რიცხვში ანიჭებს განზოგადებულ მნიშვნელობას: the orca is an intelligent animal ცელნამგალა ვეშაპი ჭკვიანი ცხოველია; they placed the Bengal tiger on their endangered list მათ ბენგალური ვეფხვი გადაშენების საფრთხეში მყოფი ცხოველების სიაში შეიყვანეს; I heard it on the radio მე ეს რადიოთი მოვისმინე; who invented the telegraph? ვინ გამოიგონა ტელეგრაფი?
2) იხმარება პირის გვართან მრავლობით რიცხვში მთელი ოჯახის ან ცოლ-ქმრის მნიშვნელობით: don't forget to invite the Browns ბრაუნების დაპატიჟება არ დაგავიწყდეს;
6. იხმარება საზომ ერთეულთა აღმნიშვნელ არსებით სახელებთან და აქვს მნიშვნელობა ყოველი, თითო; our car does 10-11 kilometres to the litre ჩვენი მანქანა ერთ ლიტრ საწვავზე ათ-თერთმეტ კილომეტრს გადის; we get paid by the hour ანაზღაურებას საათობრივად გვიხდიან;
7. იხმარება მუსიკალური საკრავების სახელწოდებებთან: do you play the piano? პიანინოზე უკრავთ?
8. [ði:] მიუთითებს, რომ მოცემული პირი ცნობილი ან მნიშვნელოვანი ადამიანია: "My best friend at school was Tony Blair." – "You mean the Tony Blair?" "სკოლაში ჩემი საუკეთესო მეგობარი ტონი ბლერი იყო". – "ჩვენ ყველამ რომ ვიცით იმ ტონი ბლერს გულისხმობ?" Celine Dion? Not the Celine Dion? სელინ დიონი? ცნობილი მომღერალი ქალი სელინ დიონი ხომ არა? a certain Stephen King – not the Stephen King ვინმე სტივენ კინგი – ცნობილი მწერალი სტივენ კინგი არა;
9. ზმნს. მნიშვნ. 1) უფრო, მეტად; I like him the more for it ამის გამო იგი კიდევ უფრო მომწონს; so much the worse for them მით უფრო უარესი მათთვის;
2) the ... the რაც უფრო ... მით უფრო ...; the more I thought about it, the more anxious I became რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე, მით უფრო მეტად მეუფლებოდა მღელვარება; the more you eat, the fatter you get რაც უფრო მეტს ჭამ, მით უფრო გასუქდები.