1. ჩაი (სასმელი); a cup of tea ერთი ფინჯანი ჩაი; lemon tea ლიმონიანი ჩაი, ჩაი ლიმონით; would you like tea or coffee? ჩაის ინებებთ თუ ყავას? do you take sugar in your tea? ჩაის შაქრით სვამთ?
2. 1) ბოტ. ჩაი (Camellia / Thea sinensis);
2) ჩაი, ჩაის გამხმარი ფოთლები; black tea შავი ჩაი; green tea მწვანე ჩაი; Ceylon tea ცეილონური ჩაი;
3. მცენარეული ჩაი, ამა თუ იმ მცენარის ფოთლების ან ყვავილების ნაყენი; rose tea ვარდის ჩაი; nettle tea ჭინჭრის ჩაი / ნაყენი;
4. ჩაის სმა, ჩაის სუფრა (
ნაშუადღევს ან საღამოს);
◇ tea and sympathy საუბ. თანაგრძნობა, გულისხმიერი დამოკიდებულება (განსაკ. გასაჭირში მყოფი ან პრობლემების მქონე ადამიანისადმი); sometimes people want practical advice and sometimes they just want tea and sympathy ზოგჯერ ადამიანებს პრაქტიკული რჩევა სჭირდებათ, ზოგჯერ კი უბრალოდ მათდამი გულისხმიერების გამოჩენას ითხოვენ; not for all the tea in China არაფრის დიდებით, არავითარ შემთხვევაში; რაც არ უნდა მომცენ (მაინც არ); I wouldn't do that, not for all the tea in China ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ; რაც არ უნდა მომცენ, ამას მაინც არ გავაკეთებ.