საუბ.
1. (up) 1) რისამე მორთვა (˂მო˃რთავს), მოკაზმვა; გალამაზება; to tart up a bar ბარის მორთვა / დეკორირება (სადღესასწაულოდ და მისთ.); to tart oneself up თავის მორთვა / მოკაზმვა; გამოპრანჭვა (უპირატ. ითქმის გოგონას ან ქალის შესახებ); she came back only to tart herself up for the evening უკან მხოლოდ იმისთვის მობრუნდა, რომ საღამოსთვის მორთულ-მოკაზმულიყო / გამოპრანჭულიყო;
2) ოდნავ შეკეთება (˂შე˃აკეთებს), შერემონტება; ოდნავ გაუმჯობესება; შელამაზება; this agency moved into a new office some months ago, spent £10,000 tarting it up – and is now moving out რამდენიმე თვის წინ ეს სააგენტო ახალ ოფისში გადავიდა, მის შერემონტებაში / კოსმეტიკურ რემონტში 10.000 გირვანქა-სტერლინგი დახარჯა, ახლა კი სხვაგან გადადის;
2. (about, around) გამომწვევად ან ექსტრავაგანტურად (მო)ქცევა (˂მო˃იქცევა); გამომწვევი ჩაცმულობითა და მიხვრა-მოხვრით სადმე სიარული ან სეირნობა (უპირატ. ითქმის გოგონას ან ქალის შესახებ).