1. მიზანი, ამოცანა; to meet / to achieve / a target მიზნის მიღწევა; our target is to finish the job by Friday ჩვენი მიზანია საქმე პარასკევისთვის დავასრულოთ;
2. მიზანი, სამიზნე (ცეცხლდაშენისა, დარტყმისა, შეტევისა ან სხვა ქმედებისა თუ ღონისძიებისა); they bombed military targets მათ სამხედრო სამიზნეები დაბომბეს; windows are traditionally an easy target for burglars ფანჯრები ტრადიციულად ბინის ქურდებისთვის იოლი სამიზნეა ხოლმე; children are the target of the new advertising campaign ახალი სარეკლამო კამპანიის სამიზნე ბავშვები არიან;
3. (for, of) სამიზნე, ობიექტი, საგანი (დაცინვისა, კრიტიკისა და მისთ.); the target for a lot of criticism ინტენსიური კრიტიკის სამიზნე / ობიექტი; a target for the teacher's sarcasm მასწავლებლის სარკაზმის ობიექტი;
4. სპეც. რადარის, სონარის მიზანი, სამიზნე (
სიგნალის არეკვლის მეშვეობით აღმოსაჩენი ობიექტი);
5. ელექტრ. 1) ანტიკათოდი (რენტგენის მილაკისა);
2) ელექტრონულ-სხივური მილაკის სამიზნე;
6. სამიზნე, მიზანი, ნიშანი (უპირატ. მრგვალი ფიცარი ან სხვა სიბრტყე კონცენტრული წრეებით, რომელსაც სროლაში ვარჯიშის დროს უმიზნებენ); to hit the target მიზანში მორტყმა / მოხვედრება; to miss the target მიზანს აცდენა / აცილება;
7. ისტ. პატარა მრგვალი ფარი (აგრ. targe).