1. 1) ონკანი (წყალსადენი სისტემისა); a bath tap სააბაზანოს ონკანი; hot [cold] tap ცხელი [ცივი] წყლის ონკანი; mixer tap შემრევი ონკანი, შემრევი; to turn a tap on ონკანის გაღება; to turn a tap off ონკანის დაკეტვა; don't leave the tap running ონკანს ღიას ნუ დატოვებთ, წყალს მოშვებულს ნუ დატოვებთ;
2) სპეც. ონკანი; ვენტილი; beer tap ლუდის ჩამოსასხმელი ონკანი; gas tap გაზის ონკანი / ვენტილი;
2. 1) მარკა, სორტი (განსაკ. ჩამოსასხმელი ალკოჰოლიანი სასმლისა);
2) ჩამოსასხმელი ალკოჰოლიანი სასმელი;
3. საუბ. = taproom;
4. მედ. პუნქციის და ა.შ. მეშვეობით სითხის ამოღება (
ღრუ ორგანოდან); spinal tap ლუმბალური პუნქცია;
5. 1) მოსასმენი მოწყობილობა (სატელეფონო ხაზისთვის მიერთებული);
2) სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა;
6. ტექ. შიგსახრახნი (შიდა კუთხვილის მოსაჭრელი იარაღი);
7. ელექტრ. 1) განშტოება; განატოტი;
2) სამკაპა განშტოება (სადენისა ან კაბელისა);
8. ფინ. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პერიოდული გამოშვება მათზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად;
⌇ tap water ონკანის წყალი; წყალსადენის წყალი; is the tap water safe to drink? ონკანის წყლის დალევა შეიძლება?
◇ on tap ჩამოსასხმელი; beer on tap ჩამოსასხმელი ლუდი.