Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

synchronize verb
[ʹsɪŋkrənaɪz]
Print

1. 1) დროში ერთმანეთთან შეთანხმება (˂შე˃ათანხმებს) / კოორდინირება, სინქრონიზაციის მოხდენა, სინქრონიზება (სხვადასხვა მოქმედებებისა, პროცესებისა, მოვლენებისა და მისთ.); the attacks were not synchronized properly იერიშები სათანადოდ არ იყო დროში ერთმანეთთან შეთანხმებული / კოორდინირებული; soldiers used watches to synchronize movements გადაადგილებათა სინქრონიზების / დროში კოორდინირების მიზნით ჯარისკაცები საათებს იყენებდნენ;

2) დროში დამთხვევა (˂და˃ემთხვევა) / შეთანხმება, სინქრონიზება; the soundtrack did not synchronize with the action ფილმის ფონოგრამა მოქმედებას არ ემთხვეოდა; the show was designed so that the lights synchronized with the music შოუს ჩანაფიქრის მიხედვით, განათება მუსიკასთან იყო სინქრონიზებული;

3) შეთანხმება (˂შე˃უთანხმებს; ˂შე˃ეთანხმება), დამთხვევა; businesses must synchronize their production choices with consumer choices კომერციულმა საწარმოებმა სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაზე გადასვლა მოთხოვნის ცვლილებებს უნდა შეუსაბამონ; their version failed to synchronize with the police view მათი ვერსია პოლიციის თვალსაზრისს / ჰიპოთეზას არ ემთხვეოდა;

2. ერთსა და იმავე დროზე დაყენება (˂და˃აყენებს), სინქრონიზება (საათებისა); we'd better synchronize our watches if we all want to be there at the same time თუ გვსურს, იქ ყველანი ერთდროულად მივიდეთ, გვიჯობს ჩვენი საათები ერთსა და იმავე დროზე დავაყენოთ; they forgot to synchronize their watches მათ თავიანთი საათების სინქრონიზება დაავიწყდათ.

synchronization synchronized swimming

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0366